ერევნის კრიზისი |
---|
თარიღი |
17 ივლისი 2016 — 31 ივლისი, 2016 |
---|
მდებარეობა |
ერევანი, სომხეთი |
---|
შედეგი |
შეიარაღებულმა დაჯგუფებამ იარაღი დაყარა |
---|
მხარეები |
---|
სომხეთი
|
Սասնա Ծռեր (სასნა წრერი) ოპოზიცია
|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
სომხეთის პოლიციის ძალები
|
26 შეიარაღებული ადამიანი, 1,500 მომიტინგე
| |
დანაკარგები |
---|
2 გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელი, 27 დაჭრილი,
|
5 დაჭრილი შეიარაღებული, 50 დაჭრილი მომიტინგე.
|
|
ერევნის კრიზისი — 2016 წლის 17 ივლისს მძევლების აყვანით დაწყებული კრიზისი ერევანში, ერებუნის რაიონში.
სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 ივლისის დილას, სულ ცოტა, ათი შეიარაღებული პირი შეიჭრა ერებუნის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. თავდამსხმელები მოითხოვენ „დამფუძნებელი პარლამენტის“ დაპატიმრებული ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას და პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის გადადგომას[3]. მოლაპარაკებების შემდეგ ორივე პოლიციელი გაანთავისუფლეს. პარლამენტის წევრი ვიტალი ბალასანიანი იყო შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მან განაცხადა, რომ გათავისუფლებულია ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიფიანი და ეროვნული პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეღიაზარიანი. 30 ივლისს ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიღუპა პოლიციელი. მას ესროლეს იმ შენობიდან, სადაც გამაგრებულია შეირაღებული ოპოზიციური ჯგუფი[3].
როგორც სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური იუწყება 31 ივლისს შეიარაღებულმა ოპოზიციურმა დაჯგუფებამ იარაღი დაყარა და მთავრობას ჩაბარდა[4].