ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჟან კასტექსი ( french: [ jean castex ]; დ. 1965 წლის 25 ივნისს)—ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც იყო ქვეყნის პრემიერ მინისტრი 2020 წლის 3 ივლისიდან 2022 წლის 16 მაისამდე.[1] ის იყო რესპუბლიკელების (LR) წევრი 2020 წლამდე, სანამ შეუერთდებოდა პარტია La République En Marche-ს! (LREM). [2] კასტექსი თორმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა პატარა ქალაქ პრადესის მერად, სანამ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრემიერ-მინისტრად დანიშნავდა. მან თანამდებობა დატოვა 2022 წლის მაისში [3]

ჟან კასტექსი
ჟან კასტექსი
კასტექსი 2020 წელს
საფრანგეთის პრემიერ მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
3 ივლისი 2020 – 16 მაისი 2022
პრეზიდენტი  ემანუელ მაკრონი
წინამორბედიედუარდ ფილიპე
მემკვიდრეელისაბედ ბორნი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 იანვარი 2015 – 3 ივლისი 2020
პრეზიდენტიემანუელ მაკრონი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეჟან-ლუი ჟალატი

პრეზიდენტის გენერალური მდივნის თანაშემწე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 თებერვალი 2011 – 15 მაისი 2012
პრეზიდენტინიკოლა სარკოზი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მარტი 2008 – 3 ივლისი 2020
წინამორბედიჟან-ფრანსუა დენისი
მემკვიდრეივ დელკორი

დაბადებული25 ივნისი, 1965
ვიკ ფეზენსასი, ჟერი, საფრანგეთი
რეზიდენციაHôtel Matignon
პოლიტიკური პარტიაLa République En Marche! (2020 წლიდან დღემდე)
მეუღლესანდრა რიბელეიგი
შვილები4
განათლებაადმინისტრაციის ეროვნული სკოლა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, ტულუზის უნივერისტეტი
ხელმოწერა

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2008 წელს აირჩიეს პრადესის, პირენე-ორიენტალესის მერად. [4] კასტექსი ჯანდაცვის მინისტრის ქსავიერ ბერტრანის დაქვემდებარებაში მსახურობდა ფრანსუა ფიიონის სამინისტროს შტაბის უფროსად 2010 წლიდან 2011 წლამდე. მან, 2011-2012 წლებში შეცვალა რაიმონდ სუბი ელიზეს გენერალური მდივნის თანამდებობაზე პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დროს.

ადგილობრივ დონეზე, კასტექსი იყო ლანგედოკ-რუსილიონის რეგიონალური მრჩეველი 2010 წლიდან 2015 წლამდე და 2015 წლიდან მსახურობდა პირენე-ორიენტალის დეპარტამენტის მრჩევლად. 2017 წლის სექტემბერში კასტექსი დაინიშნა უწყებათაშორის დელეგატად 2024 წლის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადისთვის. ის ასევე იკავებდა სპორტის ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტის პოსტს. [5] 2020 წლის 2 აპრილს იგი დაინიშნა საფრანგეთში COVID-19-ის პანდემიის დროს განხორციელებული ჩაკეტვების ეტაპობრივი შეწყვეტის კოორდინატორად.

კასტექსი იყო რესპუბლიკელების წევრი 2020 წლის დასაწყისამდე, სადაც მას სოციალურ კონსერვატორად თვლიდნენ. [6] 2020 წლის 3 ივლისს ედუარდ ფილიპის გადადგომის შემდეგ, კასტექსი პრემიერ-მინისტრად დანიშნა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა.კასტექსმა მოგვიანებით, 6 ივლისს, დაასახელა თავისი მთავრობა. [7]

2022 წლის 25 აპრილს, მაკრონის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, კასტექსი დათანხმდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას. [3] კასტექსმა მანამდე პირობა დადო, რომ ამას გააკეთებდა, თუ მაკრონს ხელახლა აირჩევდნენ. [8] [9]

ცხოვრება პოლიტიკის შემდეგ

რედაქტირება

თანამდებობის დატოვების შემდეგ, კასტექსი მისმა მემკვიდრემ, ელისაბედ ბორნმა, წარადგინა საფრანგეთის ტრანპორტის ინფრასტრუქტურის სააგენტოს (AFITF) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. [10]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კასტექსი, რომლის სახელი გასკონურად ნიშნავს "ციხეს", წარმოშობით იყო ჟერის დეპარტამენტიდან . ის დაქორწინებულია სანდრა რიბელეიგზე; მათ ჰყავთ ოთხი ქალიშვილი. [11]

თავისუფლად საუბრობს კატალონიურ ენაზე. კასტექსი ითვლება სამხრეთ საფრანგეთში კატალონიურ იდენტობის დამცველად.

კასტექსი მეგობრობს პროფკავშირის ყოფილ ლიდერთან ჟან-კლოდ მეილისთან და ექიმ პატრიკ პელუსთან, Charlie Hebdo-ს ყოფილ მიმომხილველთან.

2021 წლის 23 ნოემბერს კასტექსს დაუდასტურდა COVID-19 .

  1. Mallet, Victor (3 July 2020). „Macron names Jean Castex as new French prime minister“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 July 2020. ციტირების თარიღი: 3 July 2020.
  2. „Jean Castex, un premier ministre sous les radars“. Le Monde.fr (ფრანგული). 2021-09-25. ციტირების თარიღი: 2022-01-23.
  3. 3.0 3.1 „Macron set to name France’s next PM as focus moves to legislative elections“. 25 April 2022. ციტირების თარიღი: 4 May 2022.
  4. Paul Turban. (7 April 2020) Coronavirus: who is Jean Castex, the "Mr. Déconfinement" of the government?. RTL Group. ციტირების თარიღი: 3 July 2020
  5. Qui est Jean Castex, le nouveau Premier ministre? fr. ციტირების თარიღი: 3 July 2020
  6. „Macron appoints new PM after Philippe resigns“ (ინგლისური). BBC News. 3 July 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 July 2020. ციტირების თარიღი: 3 July 2020.
  7. Pascale Davies & Alasdair Sandford with AFP (6 July 2020). „New French government named under Prime Minister Jean Castex in Macron reshuffle“. Euronews. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 July 2020. ციტირების თარიღი: 11 July 2020.
  8. „French PM announces he will resign if Macron is re-election“. thelocal.fr. 19 April 2022. ციტირების თარიღი: 4 May 2022.
  9. „French PM Castex announces government resignation if Macron re-elected“. Le Monde. 19 April 2022. ციტირების თარიღი: 4 May 2022.
  10. Arthur Berdah (7 July 2022), Macron veut nommer Castex à la tête de l'Agence de financement des infrastructures de transport de France Le Figaro.
  11. Braun, Elisa. 5 things to know about France's new PM Jean Castex en. ციტირების თარიღი: 4 July 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟან_კასტექსი“-დან