პფენიგი
პფენიგი (გერმ. Pfennig) — გერმანული ფულის ერთეული. წერილობით წყაროებში სიტყვა „პფენიგი“ გვხვდება IX-X ასწლეულებში. თვითონ ტერმინი განიხილება, როგორც თავდაპირველი გერმანულენოვანი აღნიშვნა დრაჰკანია. კაროლინგების იმპერიის დაცემის შემდეგ მათი ტერიტორიის რამდენიმე სამეფოზე აგრძელებდნენ დრაჰკანის მოჭრას. თანხის თანაფარდობა კარლოს დიდის დროს, 1 ფუნტი = 20 შილინგი = 240 დრაჰკანი კიდევ ბევრი ასწლეული ინახებოდა მისი სიკვდილის შემდეგ. შილინგი და ფუნტი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა წონიან ერთეულად, რადგან ამ მონეტების რეალურ მონიმალს არ უშვებდნენ. ბრუნვაში იყვნენ მხოლოდ პფენიგები და მათი წარმოებულები. ეს პერიოდი გერმანულენოვან ნუმიზმატიკის ლიტერატურაში აღინიშნება როგორც „პფენიგის დრო“, რადგან გროშის გამოჩენამდე XIII საუკუნის ასწლეულში ის რცებოდა ერთადერთი მონეტა ბრუნვაში.
ფართო ბრუნვაში ახალი ფულის ერთეულების გამოჩენით პფენიგი გახდა 1/12 გროშის ტოლი. XV საუკუნის ასწლეულისათვის პფენიგი საბოლოოდ ხდება მცირე მონეტა. დიდი ვერცხლის მონეტების გამოჩენის შემდეგ გერმანულ სახელმწიფოებში განვითარდა ფულის სისტემა, რომელშიც შედიოდა სამი ტიპის მონეტა — ტალერი, გროში და პფენიგი. პფენიგი, ყველაზე მცირე ფულის ერთეულის წარმომადგენელი გახდა.
გერმანული სახელმწიფოების ერთიან იმპერიაში გაერთიანების შემდეგ 1871 წელს ცენტრალური ხელისფულების წინ დადგა პრობლემა ფულის სისტემის უნიფიკაციის შესახებ. 1871 წლის და 1873 წლის კანონების მიხედვით შემოიღეს ახალი ვალუტა, რომელმაც შემდგომ მიიღო სახელწოდება „ოქროს მარკა“. პფენიგი ხდებოდა გაცვლითი ერთეული, რომელის 1/100 მარკის ტოლი იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გერმანული იმპერია მთელ რიგ პრობლემებს შეხვდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ომის საწარმოო უზარმაზარი ფინანსური დაბრკოლებები. ეს ხელს უწყობდა ნაღდი ფულის მწარე უკმარისობას ბრუნვაში, ანუ მოხდა ეკონომიკის დემონეტიზაცია. ვერცხლი და ოქრო მალევე გაქრა ბრუნვიდან. მოსახლეობამ დაიწყო სპილენძის, როგორც ფხვიერი ისე მონეტის სახით შეგროვება. ამ პირობებში რამდენიმე ქალაქს უფლება ჰქონდა გამოეშვათ საკუთარი საგანგებო ფული (გერმ. Notgeld). ცენტრალური ხელისუფლების მიერ ცუდი კონტროლის შედეგად, ნოტგელდების გამოშვების პროცესი მივიდა იქამდე, რომ ბანკნოტებისა და მონეტების ტიპები ათასეულებს მიაღწია. ნოტგელდების სახით უშვებდნენ როგორც მარკებს ასევე პფენიგებსაც.
ფულის მიმოქცევის ნორმალიზაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ბრუნვაში 1923-1924 წლეიბში შეიტანეს რეტნული მარკა და რაიხსმარკა. მესამე რეიხის დროს გამოჩნდა ე.წ საბანაკო პფენიგები — მოენეტები და ბანკნოტები, რომლებიც გავრცელდა1933-1945 წლებში მესამე რეიხის გეტოში, შრომითსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად გერმანია დაყოფილი იყო ორ ნაწილად — გდრ და გფრ. ორივე ქვეყანაში პფენიგს ჭრიდნენ როგორც 1/100 მარკას. გაერთიანების შემდეგ გდრ-ს პფენიგის დემონეტიზირება მოახდინეს. პფენიგი რჩებოდა კანონიერ საგადამხდელო საშუალებად იქამდე სანამ 2002 წელს ევრო არ შემოვიდოდა ქვეყანაში. მას შემდეგ რაც გამოჩნდა ახალი ევროპული ვალუტა, ბუნდეს ბანკმა არ გავლო არანაირი დროებითი და რაოდენობრივი ზღვარი მარკებისა და პფენიგების გაცვლისას ევროზე.
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა ეტიმოლოგია ბოლომდე გასგაები არაა[1]. არსებობს რამდენიმე აზრი იმის შესახებ თუ როგორ შეიცვალა „დრაჰკანი“ „პფენიგად“. აზრს ლათ. pondus „წონიდან“ ლინგვისტები აფასებენ, როგორც ნაკლებად სავარაუდოს[1]. შესაძლებელია, მონეტის სახელწოდებაზე იმოქმედა მისმა ჩაზნექილმა ფორმამ, რომელიც ჰგავს ტაფას (ლათ. panna „ტაფა“)[1]. არ არის გამორიცხული, რომ პფენიგის წარმოშობაზე გავლენა იქონია ათინურმა სიტყვამ ლათ. pannus „ნაჭერი“. შუასაუკუნეებისას ნაჭერი არა მხოლოდ ტანსაცმლის საკერად გამოიყენებოდა არამედ, მონეტებთან ერთად გაცვლის საშუალებას წარმოადგენდა[1].
ძველ ზემოგერმანულ ენაში სიტყვა „panding“, „pending“ და მისი სხვადასხვა ფორმები ჩნდება VIII საუკუნის ასწლეულში, რითაც იწყება „დრაჰკანის“ სიტყვის მნიშვნელობის წარმოჩენა. ძველსასკსონურ ენაში სიტყვა „პფენიგი“ გვხვდება X საუკუნის ასწლეულში[1][2]. ევროპის შუასაუკუნებისას სხვა მიწებზე დრაჰკანის ტრანსფორმირებიდ გაჩნდა პენინგი[3] და პენი[4]. XX საუკუნის ასწლეულში ახალ შექმნილ პოლონურ რესპუბლიკასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში ეროვნული ფულის ერთეულის სახით მიღებული იქნა მარკები, ასევე მონეტების სახით ორივე ქვეყანაში შესაბამისად ფენიგი და ფენინგი.
გამოჩენის ისტორია. პფენიგის დრო
რედაქტირებაწერილობით წყაროებში სიტყვა „პფენიგი“ ჩნდება IX-X საუკუნეების ასწლეულებში[5]. თვითონ ტერმინი განიხილება როგორც გერმანულენოვანი აღნიშვნა დრაჰკანი[6]. ფრანგულ სამეფოში კარლ დიდის მონეტური რეფორმისას შექმნილი იყო ფულის სისტემა, რომლის მიხედვითაც 1 ფუნტი იყოფოდა 20 სოლიდად (შილინგი), საიდანაც თითოეული თავის მხრივ - 12 დრაჰკანად. ამრიგად, 1 ფუნტი ვერცხლიდან შესაძლებელი იყო 240 დრაჰკანის მოჭრა[7]. კაროლინგების იმპერიის რამდენიმე სახემწიფოდ დაშლის შემდეგ მათ ტერიტორიებზე აგრძელებდნენ დრაჰკანების ჭრა. შილინგი და ფუნტი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა დიდი წონის ერთეულად, რადგან ამ ნომინალის რეალური მონეტა არ გამოდიოდა. ბრუნვაში მხოლოდ პფენიგები და მათი წარმოებულები იყვნენ. ეს პერიოდი გერმანულენოვან ნუმიზმატიკის ლიტერატურაში აღინიშნება როგორც „პფენიგის დრო“[8], რადგან გროშის გამოჩენამდე XIII საუკუნის ასწლეულში ის რცებოდა ერთადერთი მონეტა ბრუნვაში[5]. განხილული პერიოდის დროს პფენიგებზე ხშირ შემთხვევაში ათავსებდნენ ჯვარს, ადამიანის გამოსახულებას ან შენობას[9]. პფენიგმა მიიღო სახელი როგორც სავაჭრო მონეტა ბალტიის ზღვის აუზში[10].
მაღალი შუა საუკუნეების დროს (XI—XIV საუკუნეების ასწლეულებში) მონეტების წარმოება დახასიათებული იყო მუდმივი გადაკეთებით. მონეტის თავიდან გამოშვებისას ის წინა მონეტისაგან წონითა და მცირე ფასით განსხვავდებოდა. ფულის შესაქმენლი ტექნოლოგიები თანდათან მარტივდებოდა. შუასაკუნეების პფენიგის წონა მუდმივად მცირდებოდა, იმ დროს როდესაც დიამეტრი უცვლელი რჩებოდა. მონეტის წრე იმდენად თხელი გახდა, რომ ავერსისა და რავერსის გამოსახულებები ხვდებოდა საწინააღმდეგო მხარეებზე, და ამით ერთმანეთის აზიანებდა[11].
ამ მომენტისთვის ჩნდება ისეთი გაგება, როგორიცაა მონეტების რენოვაცია და „სამუდამო პფენიგი“. აღსანიშნავია, რომ მონეტების თავდაპირველი რენოვაცია განიხილებოდა როგორც ძველი და მოჭრილი მონეტების ფულადი ბრუნვის ერთჯერადი შეცვლა ახალსა და სრულყოფილზე. შემდგომში ეს პროცედურა გამოიყენებოდა როგორც დამატებითი რესურსების ასაღებად მონეტური რელიგიის ექსპლუატაციის ფარგლებში, რა გზითაც ისინი უშვებდნენ ახალ და არასრულყოფილ მონეტებს, მათში ძვირფასი ლითონების შემადგენლობა ნაკლები იყო ვიდრე ძველში. შუასაუკუნებიის გერმანიაში მონეტების რენოვაცია განიხილებოდა როგორც გადასახადის ნაირსახეობა. შეცვლა ხდებოდა წელიწადში რამდენიმეჯერ, ყოველწლიურად ან რამდენიმე წელში ერთხელ. გაცვლითი მონეტების თანაფარდობა როგორც წესი იყო - 12 ძველი პფენიგი 9 ახალისთვის[12][13]. აღსანიშნავია, რომ ადრე გამოშვებული მონეტების ყიდვის საშუალება შემდეგი რენოვაციის მოახლოებისას სტაბილურად ვარდებოდა (მათ შორის ოფიციალური დევალვაციის შედეგად)[14]), რამაც ფულადი სისტემის დესტაბილიზაცია მოახდინა. ეკონომიკურად განვითარებული ქალაქების ბიურგერები ფულადი რესურსების უკმარისობით სარგებლობდნენ და მონეტური რეგალიის მფლობელებთან ყიდულობდნენ მონეტის მოჭრის უფლებას იმ მონეტებისთვის რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ რენოვაციას. ამ ფულადმა ერთეულებმა მიიღეს სახელწოდება „პფენიგების სამუდამოდ“[15]. სამუდამო პფენიგების გამოჩენამ არ დაასტაბილიზა შუასაუკუნეების ქვეყნების ფულადი სისტემა, რადგან ამან ვერ შეძლო თავიდან აეცილებინა ფულის გაუარესება, ნაკლებად მძიმე მონეტების ჭრა და ბრუნვიდან საუკეთესო ფულის ამოგდება უარესით (გრეშემის კანონი)[8].
სიხარბე და გაუმაძღრობა უმრავლესი მონეტთა სენიორების მიზეზი გახდა დემონეტიზაციისთვის, ანუ მონეტის არაოფიციალურად წონის შემცირება[16]. ამ ყველაფერს გააჩნდა უარყოფითი გავლენა ვაჭრობისთვის. ფულადი ნიშნები იცვლებოდა საქონელზე არა ნომინალური ღირებულების მიხედვით არამედ წონის მიხედვით[17]. ამან სიტუაცია მიიყვანა იქამდე, რომ გაცვლისთვის დაიწყეს არა მონეტების გამოყენება, არამედ ვერცხლის ფირფიტების[17].
დაახლოებით 1200 წელს ქალაქ ხალში (თანამედროვე შვებიშ-ხალი) გამოჭრეს პფენიგები, რაც ახალი ფულის ერთეულის გელერის წინამორბედს წარმოადგენდა. ერთ მხარეზე ეტეოდა ხელისგულის სურათი, მეორეზე - ჯვრის[2]. ყველაზე ადრინდელი გელერები იწონიდა 0,55 გრ-ს და შეიცავდა 0,3771 გრ-მ სუფთა ვერცხლსა და წარწერას „HALLA — F.R.I.S.A.“ („Fridericus rex imperator semper Augustus“, ქართ. სამუდამოდ წმინდა[18][19] მეფე და იმპერატორი ფრიდრიხი). XIII საუკუნის ასწლეულის დასასრულს გელერები პფენიგის მრავალი სახეობიდან ერთ-ერთი, გახდნენ დამოუკიდებელი ფულის ერთეულები. ეს მოყვა იმას, რომ სხვა პფენიგებისგან განსხვავებით, მათ შეძლეს თავიდან აეცილებინათ XIII საუკუნის დემონეტიზაცია. თავიანთი იაფი ღირებულების გამო გელერები არ ყვებოდნენ მოსახლეობისთვის დამანგრევებელ რენოვაციებს. მისი შეუცვლელი გარეგანი სახე და ვერცხლის ნიმუშებიც ასევე ზრდიდნენ მის მიმზიდველობას. მალევე გალერების ამოგდება ბრუნვიდან დაიწყეს მეტად მიმზიდველმა პფენიგებმა. მაგალითად ლუდვიგ II მკაცრმა 1290 წელს დააწესა გადასახადები თავის სამფლობელოში ლაუინგენსა და დონაუვიორტესში მხოლოდ გელერებში[2].
იმის გათვალისწინებით რომ მონეტები პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა ფულად მიმართებაში VIII საუკუნის შუასაუკუნოვან ევრობაში — XIII საუკუნის ასლეულის დასაწყისში, პფენიგების არც ისე დიდი ტირაჟები, რომლებიც დამზადებული იყო ოქროსაგან განეკუთვნებოდა თავადებისა და სასულიერო პირების საჩუქრებს[20]. კარლ დიდის, ლუი I ღვთისმოსავის, ჰაინხრი II (სრი)ს (1,8 გრ)[2]) და ჰაინრიხ V (სრი)ს[20] მეფობის პერიოდები ოქროს პფენიგების ცნობილი გამოშვებების ეპოქებია. ასევე საღვთო რომის იმპერიის ოქროს სასაჩუქრე პფენიგებს უშვებდნენ არქიეპისკიპოსის ეპარქიაში ეპისკოპოს ბერნოლდის გერმ. Bernulf von Utrecht (1026/7—1054) და კონრადეს გერმ. Konrad von Utrecht (1076—1099) დროს, მეუფე ტრირას გერმ. Bruno von Bretten (1102—1124) წონით 0,78 გრ[2] და კიოლინის მთავარ ეპისკოპოსი გერმან III (1055—1099)[20] წონით 1,6 გრ[2].
პფენიგების ძველ გამოშვებას ეხება ბრაკტეატები მეცას ეპისკოპოსი გერმ. Jakob von Lothringen (1239—1260) წონა 0,75 გრ, ოსნაბრიუკას ეპისკოპოსი გერმ. Konrad II. von Rietberg (1270—1297), ეპისკოპოსი მიუნსტერი გერმ. Ludwig II. (Münster) (1316—1357), ქალაქები ფრანკფურტი, ბაზელი, ბერნი, ულმი, ერფურტი და ა.შ[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 https://books.google.com.ua/books?id=0iWLAgAAQBAJ&printsec=frontcover&dq=he+Germanic+loanwords+in+Proto-Slavic&hl=ru&sa=X&redir_esc=y#v=onepage&q=pfennig&f=false%7Cместо=Amsterdam
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Schrötter 1970.
- ↑ Зварич 1980, «Пеннниг».
- ↑ Зварич 1980, «Пенни».
- ↑ 5.0 5.1 Зварич 1980, «Пфенниг».
- ↑ http://www.numizm.ru/html/p/pfennig.html
- ↑ Münzreform Karls des Großen (რუს. Монетная реформа Карла Великого). Исторический институт Вюрцбургского университета (14-08-2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-03. ციტირების თარიღი: 2016-11-15.
- ↑ 8.0 8.1 Kahnt 2005.
- ↑ Dannenberg 1876.
- ↑ Riga Money 800. сайт центрального банка Латвии. ციტირების თარიღი: 2017-05-18.
- ↑ Махун 2014.
- ↑ Фенглер 1993, «Реновация монет».
- ↑ Зварич 1980, «Монетная регалия».
- ↑ Фенглер 1993, «Девальвация».
- ↑ Фенглер 1993, «Вечный пфенниг».
- ↑ Зварич 1980, «Порча монеты».
- ↑ 17.0 17.1 Jungk 1875.
- ↑ Фенглер 1993, «Август».
- ↑ Фенглер 1993, «Император».
- ↑ 20.0 20.1 20.2 Goldpfennig. Большой лексикон монет გერმ. Das große Münzen-Lexikon. ციტირების თარიღი: 2016-06-10.