პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგსაპროტესტო აქციების სერია საქართველოში 2020 წლიდან დღემდე რიონის ხეობაში ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ.

პროექტი რედაქტირება

საქართველოს მთავრობამ ნამახვანის ჰესების კასკადის აშენების შესახებ თურქულ და კორეულ კომპანიებთან მემორანდუმი 2009 წლის 8 დეკემბერს გააფორმა.[1] დაგეგმილ პროექტს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „საქართველოსთვის ისტორიული“ უწოდა.[1] 2019 წელს საქართველოს მთავრობამ თურქულ კომპანია ENKA-ს და ნორვეგიის სუფთა ენერგიის ჯგუფს (Norway’s Clean Energy Group) იმერეთსა და ლეჩხუმში ნამახვანის ჰესების კასკადის განვითარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების უფლება მიანიჭა. ხელისუფლება ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას იმედოვნებს და ირწმუნება, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ „საკუთარი გენერაციით ჩვენი მოხმარების თითქმის 12 პროცენტი იქნება უზრუნველყოფილი“. მთავრობა ასევე მიიჩნევს, რომ ჰესების კასკადის პროექტში ჯამში 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება.[2] ENKA-ს განცხადებით, კომპანიამ მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მაისში დაიწყო და სამშენებლო სამუშაოებს ერთდროულად ოთხ ადგილზე ატარებს.[2] პროექტის მოწინააღმდეგის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით ეს არის „უკანონო, არასწორი, ანტისახელმწიფოებრივი“ დადგენილება. ის რიონის ხეობას „კოლექტიური საკუთრებად“ მოიხსენიებდა და დასძინა, რომ ადგილობრივებმა არაფერი იცოდნენ მისი უცხოელი ინვესტორებისთვის გადაცემაზე.[3]

მიზეზი რედაქტირება

პროექტის მოწინააღმდეგეების თქმის არსებობს რიგი საშიშროებები, რაც ჰესის აშენების გაუქმების მიზეზი უნდა გახდეს. საშიშროებათა შორის დასახელებულია: შეუსწავლელი სეისმური რისკები, ქუთაისის 34 მეტრიანი ტალღით დაფარვა და ამასთანავე კოლხეთის დაბლობისთვის ზარალის მიყენება, მშენებლობის მიერ წყალტუბოსა და ცაგერის უნიკალური ბიომრავალფეროვნების და კულტურული მემკვიდრეობის დატბორვის, მიკროკლიმატის ცვლილებით ყურძნის გარკვეული სახეობების მიკროზონების (მათ შორის ტყვიშის ღვინის მიკროზონის) განადგურების, გარდა ამისა მათ მიაჩნიათ, რომ მშენებლობის გადაწყეტილება მოსახლეობისა და საზოგადოების მონაწილეობის გარეშე დაიგეგმა.[2] პროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას და ასევე საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელების შეწყვეტას და ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებების გასაჯაროვებას.[2]

მოვლენათა განვითარება რედაქტირება

 
ნამახვანის პროექტის წინააღმდეგ გამართული ერთ-ერთი აქცია, ქალაქი ქუთაისი

2021 წლის, 1 თებერვალს პარლამენტის წინ პროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გაიმართა.[4] 2021 წლის, 23 თებერვალს პროექტის მოწინააღმდეგის პოლიციასთან დაპირისპირება.[5] 2021 წლის, 28 თებერვალს პროექტის საწინააღმდეგოდ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.[3] 2021 წლის, 14 მარტს ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.[6] 2021 წლის, 11 აპრილს პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვები დაშალა[7] კარვების აღებამ დაძაბულობა გამოიწვია.[8] 14 აპრილს, შსს-ს განცხადებით მათ 6 აქტივისტი დააკავეს.[9] 24 აპრილს მთავრობამ განაცხადა კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმზე. აქტივისტებმა საქართველოს მთავრობასთან დიალოგის მცდელობა წარუმატებელად შეაფასეს და 23 მაისს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაანონსეს.[10] 23 თებერვალს: აქტივისტები კომპანია Enka Renewables-ს რიონის ხეობის დატოვებას სთხოვენ. იისნი ითხოვდნენ მთავრობის განკარგულების გაუქმებას ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლებებისა და სამშნებელო ლიცენზიების გაცემის თაობაზე, ასევე ჯვარის დაბრუნებას მშენებლობის მახლობლად.[5] 12 მარტს მთავრობის წევრების შეხვედრა აქციის მონაწილეებთან. პროექტის მოწინააღმდეგეების თქმით: „მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, რის ფასად, რა დევს სასწორის მეორე მხარეს ისეთი, რამაც ჩვენ უნდა დაგვათმობინოს საკუთარი მიწა“. ნათია თურნავას თქმით მთავრობისა და ინვესტორის შეთანხმდნენ, რომ ნამახვანჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობის გადადებაზე, სანამ პროექტის უსაფრთხოებას დამატებით არ შეისწავლიან, ასევე დაიგეგმა „რიონის ხეობის განვითარების ფონდის“ შექმნა.[11][6] წყალტუბოს სასამართლომ 28 აპრილს კომპანია „ენკა რინიუებლზი“ გარემოს დაცვის მიმართულებით რიგი პირობების შეუსრულებლობისთვის დამნაშავედ ცნო და 5 000 ლარით დააჯარიმა.[12]

რეაქცია რედაქტირება

Enka რედაქტირება

Enka-ს განცხადებით პროექტის ჩაშლა მიუღებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და ასევე სამომავლო იურიდიულ გართულებებზე.[4]

ხელისუფლების წარმომადგენლები რედაქტირება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, „ნამახვანჰესი, ისე, როგორც ნებისმიერი სხვა ჰესი, რომელიც საქართველოში შენდება, არის ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი”. თურნავამ ასევე აღნიშნა, რომ ნამახვანჰესი ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული და უსაფრთხო პროექტია, „რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა”.[4] 2021 წლის, 17 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჰესები საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მოსახლეობას უშუალოდ უნდა ესაუბროს და მათ ჰესების პროექტების სიკეთეები აუხსნას.[13]

თურქეთი რედაქტირება

პროექტის შესახებ თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა გამოთქვა წუხილი, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია „პოლიტიკურ და ანტითურქულ ხასიათს იძენს“.[14]

არასამთავროები რედაქტირება

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობა და ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიმართ განხორციელებული „დეზინფორმაციული და მადისკრედიტებელი შეტევების“ გამო გააკრიტიკეს.[15] ზოგიერთი არასამთავრობო, ორგანიზაცია პროექტის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებს, რადგან მათი „კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება უხეშად ირღვევა სახელმწიფოს მიერ“.[7]

საპატრიარქო რედაქტირება

საპატრიარქოს განცხადებით ნამახვანჰესის მშენებლობის თაობაზე ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობები „ცხადი არ არის მოსახლეობის უმრავლესობისათვის, ეს იწვევს დაძაბულობას“.[16]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 თურქულ-კორეული კონსორციუმი საქართველოში ნამახვანის ჰესების კასკადს ააშენებს (2009-12-08). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 აქციის დაშლის მიუხედავად, პროტესტი ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ გრძელდება (2020-11-17). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  3. 3.0 3.1 ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა (2021-03-01). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  4. 4.0 4.1 4.2 ადგილობრივთა წინააღმდეგობის მიუხედავად, ნამახვანი ჰესის მშენებლობა განახლდა (2021-02-01). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  5. 5.0 5.1 ნამახვანში ჰესის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა (2021-02-23). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  6. 6.0 6.1 ქუთაისში ეკონომიკის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა (2021-03-15). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  7. 7.0 7.1 არასამთავრობოები ნამახვანჰესის ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების „რეპრესიებს“ გმობენ (2021-04-13). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  8. ნამახვანში აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ დაძაბულობა გაამწვავა (2021-04-12). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  9. პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ექვსი აქტივისტი დააკავა (2021-04-14). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  10. 23 მაისს თბილისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართება (2021-04-24). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  11. ეკონომიკის მინისტრი: ნამახვანის კაშხალი და წყალსაცავი უსაფრთხოებაზე დამატებით შემოწმდება (2021-03-12). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  12. სასამართლომ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია გარემოსდაცვით პირობათა დარღვევისთვის დააჯარიმა (2021-04-29). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  13. ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ახალი ჰესების საჭიროებაზე საუბრობს (2021-03-04). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  14. ნამახვანჰესის შესახებ თურქეთის ელჩის განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა (2021-04-02). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  15. არასამთავრობოები ნამახვანჰესის ოპონენტების წინააღმდეგ „ცილისმწამებლურ კამპანიას“ ეხმიანებიან (2021-04-08). ციტირების თარიღი: 2021-05-07
  16. საპატრიარქოს თქმით, ნამახვანის ხელშეკრულება კითხვებს აჩენს (2021-04-16). ციტირების თარიღი: 2021-05-07