პრასკოვია უვაროვას არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში (1886)

პრასკოვია უვაროვას არქეოლოგიური ექსპედიცია კავკასიაში [22 ივლისი (3 აგვისტო) — 20 აგვისტო (1 სექტემბერი), 1886] — პრასკოვია უვაროვას მიერ ორგანიზებული 1886 წლის ექსპედიცია კავკასიაში. ექსპედიციის ფარგლებში მოვლილი იქნა მხარეები: შავიზღვისპირეთი, აფხაზეთი, სამცხე.

ექსპედიციის წევრები:

მარშრუტი

რედაქტირება

1886 წლის 17 ივნისს ჯგუფი მოსკოვიდან დაიძრა. 20 ივნისს ყირიმს მიაღწია. მათ დაათვალიერეს ქალაქი ხერსონესი. 21 ივნისს ბახჩისარაის ესტუმრნენ. ასევე ინახულეს მიძინების უდაბნო და ჩუფუტ-კალე. 22 ივნისს სევასტოპოლიდან ზღვით გაემართნენ. მათ გზად შეიარეს იალტაში, 23 ივნისს ქერჩში მითრიდატეს გორაზე ინახულეს სამეფო ყორღანი, დღის ბოლოს ნოვოროსიისკში ჩავიდნენ.

24 ივნისიდან მოყოლებული ჯგუფი ნოვოროსიისკის მახლობელ ადგილებს ათვალიერებდა. 26-28 ივნისს ექსპედიციამ გათხრები აწარმოა ანაპის მიდამოებში. გათხარეს არაერთი სამარხი. 29 ივნისს ჯგუფი გრაფ ვორონცოვის მამულებში ეწეოდა თავის არქეოლოგიურ სამიანობას, ხოლო 30 ივნისს ჩეხა გეიდუკის მამულში. 1 ივლისს მათ ინახულეს ხუთი დოლმენი და დაბრუნდნენ ნოვოროსიისკში. 2 ივლისს ავიდნენ აბრაუს ტბის მოსანახულებლად. 3 ივლისს ნოვოროსიისკიდან ჯგუფი გელენჯიკში გაემგზავრა. 4 ივლისს ჯგუფმა გელენჯიკი დაათვალიერა, ხოლო 5 ივლისს აბერდიევსკის ხეობაში ინახულეს დიდი დოლმენი, სხვა შედარებით მცირე დოლმენი მდინარე დეგუას ხეობაში ასევე სხვა მესამე დოლმენი რომელიც მასიური ქვისგან იყო გამოთლილი. 6 ივლისს ბერეგოვოიდან რამდენიმე ვერსტში მდინარე ფშადის ხეობაში ნახეს ორი დიდი დოლმენი, ასევე მესამე დოლმენი მთებში. სტანიცა ფშადეში ინახულეს ორი დოლმენი. ჯგუფი ხეობაზე აყოლებით და უღელტეხილის გადაკვეთით გადავიდა მდინარე ტეკოფსის ხეობაში. 7 ივლისს ვულანკიდან გაემართნენ ჯუბკის მიმართულებით. ვულანკის სიახლოვეს მდებარეობდა ერთი მასიური ქვისგან გამოთლილი დოლმენი. 8-9 ივლისს ჯგუფმა მდინარე ჯუბკის მარჯვენა ნაპირას გენერალ ასტაფაევის მამულებში იპოვა სამი დოლმენი და კიდევ სხვა ორი დანგრეული. 10 ივლისს ლიულკინოს ხეობაში მცირე დოლმენი ნახეს. 13 ივლისს ჯგუფმა ტუაფსეს მიაღწია. 18 ივლისიდან ჯგუფმა ზღვით გაცურა და სოხუმს შავი ზღვის სანაპიროთი 21 ივლისს მიაღწია. მანამდე ექსპედიცია ყირიმსა და შავი ზღვის გუბერნიაში სხვადასხვა ძეგლს იკვლევდა. სოხუმში ჩასულებმა ინახულეს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების ექსპედიციის დანარჩენი წევრები — ნიკიტინი და სიზოვი.

აფხაზეთი

რედაქტირება
 
სოხუმის მიდამოების ექსპედიციის რუკა

22 ივლისს ჯგუფი სოხუმიდან გაემართა ძეგლების მოსანახულებლად. ექსპედიციას ასევე დაემატა მთიელთა სკოლის მაყურებელი კ. მაჭავარიანი და ზოოლოგი ჩერნიავსკი. ბირცის მთის ძირში ინახულეს კამარაჩამოქცეული მცირე ეკლესია (12×6 არშინი). დასავლეთით იაშთხოს მთის ძირში ასევე ნახეს წინას მსგავსი სხვა მცირე ეკლესია.

23 ივლისს მიადგნენ ბესლეთის მდინარეს, სადაც ინახულეს ბესლეთის ხიდი. ბესლეთის მარცხენა ნაპირას ნახეც დარბაზული ეკლესიის ნანგრევები (სიგრძე 12 არშინი). დღის 4 საათზე უვაროვა, ფოტოგრაფთან, ნიკიტინთან და ჩინოვნიკთან ერთად გაემართნენ წებელდის მიმართულებით. გზად სასაფლაოზე შენიშნეს ეკლესია, იგივე არქიტექტურის და ასევე ჩამოქცეული, როგორებიც იყო წინა. შემდეგ, ჯგუფმა ზღვისპირის მიმართულებით გააგრძელა გზა ვიდრე მდინარე კელასურამდე. მდინარის პირას მოინახულეს აფხაზეთის კელასურის კედელი. ჯგუფმა გააგრძელა გზა და მდინარე მაჭარასთან აუხვია მარცხნივ ხეობის მიმართულებით. სოფელ მერხეულთან ინახულე ქვის ეკლესია. გზად მოინახულეს საფორტიპიკაციო ნაგებობის ნანგრევები. 25 ივლისს ჯგუფმა ბერძნებით დასახლებულ სოფელ ოლგინსკოეს მიაღწია, სადაც ინახულეს ახალაშენებული ეკლესია და სკოლა. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ვორონოვის მამულებში მონახულეს ძველი ეკლესიის ნანგრევები. ნანგრევებში აღმოჩნდა კანკელის ფრაგმენტებიც, რომელიც მოგვიანებით სოხუმში იქნა გადატანილი. ჯგუფმა ასევე სხვა ეკელსიის ნანგრევები (9 არშ. 10 ვერ. × 5 არშ. 10 ვერ.) აღმოაჩინა მეზობელ ხეობაში. აღნიშნულ ეკლესიაში ნაპოვნი მოჩუქურთმებული ქვები ასევე გადატანილ იქნა სოხუმის ქალაქის სამმართველოში.

26 ივლისს ოლგინსკოედან ჯგუფი პოლტავსკოესკენ გაემართა, სადაც ახიშის მთაზე მოინახულეს ეკლესია (14 არშ. 9 ვერ. × 4 არშ. 10 ვერ.). აქ მათ გათხრებისას აღმოაჩინეს წმ. ეკატერინეს ხატის პერანგი. ეკლესიიდან წამოსულებმა დღის ბოლოს დრანდას მიაღწიეს. 27 ივლისს მოინახულეს დრანდის ტაძარი, რომლის რესტავრირებული მდგომარეობა უვაროვამ აღშფოთებით აღწერა. დღის ბოლოს ჯგუფი დაბრუნდა სოხუმში. მეორე დღეს სტუმრად იმყოფებოდნენ მთიელთა სკოლის მაყურებლის მაჭავარიანთან ოჯახში, სადაც ნახეს ხობში ნაპოვნი ჯვარი.

29 ივლისს ექსპედიცია ახალი ათონის მიმართულებით გაემართა. გზად რამდენიმე ეკლესია მოინახულეს და 30 ივლისს მიადგნენ სიმონ კანანელის ეკლესიას. შემდგომ გაემართნენ ბიჭვინთის ტაძრისკენ. გუდაუთაში შეჩერდნენ ადგილობრივ მმართველთან კარა-მურზასთან. მან შესთავაზა ჯგუფის წევრებს გამგზავრებულიყვნენ ბიჭვინთაში, რადგანაც მას დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა თავად დონდუკოვთან. ტაძარში მისულებმა აღწერეს მთავარი ტაძარი და ირგვლივ არსებული ეკლესიები.

1 აგვისტოს ლიძავაში ინახულეს სარწყავი არხი. შემდეგ სოფელ წეროში მოინახულეს მცირე ეკლესია. ბზიფის ხეობაში შესულებმა გაჩერდნენ თავად ინალ-იფას მამულში. შემდგომ გზა გაარძელეს და ძიხჩას მთის ძირში გათხარეს ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. დღის ბოლოს ჯგუფი მონასტერში დაბრუნდა.

3 აგვისტოს ინახულეს კალდახვარის ციხე და ეკლესია. დღის ბოლოს დაბრუნდნენ მონასტერში. 4 აგვისტოს ბიჭვინთის მონასტრიდან ჯგუფი ბიჭვინთისკენ გაემართა. თავად ლაკერბაიას მამულებშ ინახულეს ეკლესიის ნანგრევები. შემდეგ ბომბორის ველის გავლით მიადგნენ ლიხნის ტაძარს. აღწერეს ეკლესიაც და იქვე მდგარი შერვაშიძეების სასახლეც.

6 აგვისტოს ექსპედიციის ჯგუფი სხვა ადგილობრივებთან ერთად, სულ 23 კაცი გუდაუთიდან გაემართა ძველი სალოცავის დიდრიფშის სანახავად. 7 აგვისტოს დღის ბოლოს ჯგუფი დაბრუნდა გუდაუთაში. ამით აფხაზეთის ექსპედიცია დასრულდა და ჯგუფმა ბათუმისკენ გამგზავრება გადაწყვიტა.

10 აგვისტოს ექსპედიციამ დაათვალიერა ბათუმის შემოგარენი, მათ შორის გონიოს ციხე და დაბრუნდა უკან. 11 აგვისტოს ჯგუფი ბათუმიდან რკინიგზით ქუთაისში ჩავიდა და სასტუმრო „ფრანციაში“ გაჩერდა. 12 აგვისტოს დაათვალიერეს გელათი და მოწამეთა. 13 აგვისტოს ფაეტონით ქუთაისიდან აბასთუმანში გაემგზავრნენ. 14 აგვისტოს ჯგუფმა აბასთუმანს მიაღწია. 15 აგვისტოს ინახულეს აბასთუმნის მცირე ეკლესია და თამარის ციხე. 16 აგვისტოს ჯგუფი აბასთუმნიდან ზარზმის ტაძრისკენ გაემგზავრა. მათ აღწერეს ტაძარი და დასასრულ ახალციხისკენ გაემართნენ. 17 აგვისტოს დაათვალიერეს ახალციხე და იქ არსებული საკულტო ნაგებობები. 18 აგვისტოს ინახულეს საფარის მონასტერი.

20 აგვისტოს ჯგუფი ახალციხიდან ჯერ ბორჯომში ჩავიდა, შემდეგ კი რკინიგზით ტფილისამდე მისულებმა საქართველოს სამხედრო გზით ვლადიკავკაზის მიმართულებით დაბრუნდნენ მოსკოვში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • П. С. Уварова, «Кавказ. Абхазия, Аджария, Шавшетия, Посховский участок», Часть II, Москва, 1891, сс. 1-196

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება