აბრაუს ტბა
აბრაუ (რუს. Абрау) — მტკნარი ტბა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში. მდებარეობს რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დაბალმთიან აბრაუს ნახევარკუნძულზე, ნოვოროსიისკიდან 14 კილომეტრში. აბრაუ კეზენოიამის ტბის შემდეგ, კავკასიონის სიდიდით მეორე ტბაა. ზედაპირის ფართობი 1,6-1,8 კმ², სიგრძე 3100 მ-ზე მეტია, უდიდესი სიგანე 630 მ, საშუალო სიღრმე 5,8 მ, მაქსიმალური სიღრმე სხვადასხვა ცნობებით 10-15 მ ფარგლებშია. წყალშემკრები აუზის ფართობი 20,3 კმ².[1]
აბრაუს ტბა | |
---|---|
აბრაუს ტბა | |
კოორდინატები: 44°41′55″ ჩ. გ. 37°35′31″ ა. გ. / 44.69861° ჩ. გ. 37.59194° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კრასნოდარის მხარე |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 84 მ |
სიგრძე | 3,1 კმ |
სიგანე | 0,63 კმ |
ფართობი | 1,8 კმ² |
საშუალო სიღრმე | 5,8 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 10-15 მ |
აუზის ფართობი | 20,3 კმ² |
ტბის მაქსიმალური სიღრმე კაშხალზე შეინიშნება, მაგრამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეს მაჩვენებელი შემცირდა 30-დან 10,5 მეტრამდე, რაც გამოწვეული იყო გზების მშენებლობისა და ვენახების გაშენების შედეგად გამოწვეული ნაპირების ეროზიის გამო. გაუდინარია. ტბის მუდმივი შენაკადებიდან აღსანიშნავია პატარა მდინარე აბრაუ და დიურსო.
ტბის წყალშემკრები ფართობის (61 %) დიდ ნაწილს იკავებს იკავებს მდინარე აბრაუს აუზი; ტბის შემდინრე სხვა ნაკადულები იკავებენ 6,3 კმ²-ს (31 %), დანარჩენი 1,6 კმ² (8 %) მოდის საკუთრივ წყლის სარკეზე. მტკნარწყლიანია და მასში ჭაობის მცენარეულობა არ არის განვითარებული. წყალში გახსნილი კირქვის გამო, მისი წყალი მოთეთრო-მოლურჯოა ან ზურმუხტისფერი. ტბის რაიონში განვითარებულია ხმელთაშუაზღვის მშრალი კლიმატი, რომელიც გავლენას ახდენს მის ჰიდროგრაფიაზე: მასში წყლის მაქსიმალური დონე ნოემბრიდან მარტამდე შეინიშნება. ზაფხულში წყალმცირეა.
ტბის სანაპიროზე მდებარეობს სოფელი აბრაუ. ტბის ნაპირების აქტიური სასოფლო-სამეურნეო და რეკრეაციული ათვისება დაიწყო 1872 წლიდან. 1979 წლიდან ითვლება ბუნების ძეგლად.[2] ჯერ კიდევ 1870 წელს, იმპერატორის ბრძანებით შეიქმნა აგრონომებისა და ინჟინრებისაგან შექმნილი სპეციალური კომისია, რომელმაც შეისწავლა ტბის შემოგარენი, რადგან იმპერატორის ბრძანებით აქ უნდა დაარსებულიყო ახალი ადგილი სახელწოდებით აბრაუ-დიურსო.
კლიმატი
რედაქტირებატბა ზამთარში არ იყინება. წყლის ზედა ფენის მინიმალური საშუალო თვიური ტემპერატურა ნაპირებთან თავის წლიურ მინიმუმს იანვარში აღწევს და საშუალოდ უდრის 0,2°C-ს. წყლის ტემპერატურის სწრაფი მატება ზედა ფენებში იწყება აპრილში და გრძელდება ივლისის ბოლომდე. წყლის საშუალო თვიური ტემპერატურის მაქსიმუმია 24,8°C, ხოლო აგვისტოდან მოყოლებული წყალი თანდათან გაციებას იწყებს. წყლის ზედა ფენის მაქსიმალური ტემპერატურა დარეგისტრირებულია 1954 წელს (29,8°C).
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებატბის ფლორა და ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. ტბა მდიდარია თევზით, სულ გვხვდება თევზის 15 სახეობა,[2] მათ შორის: კუმჟა, ფარფლწითელა, კვირჩხლა, იდი, კობრი და სხვა.[3] უშუალოდ ტბის ირგვლივ ხარობს ლავანდა, როზმარინი, ლეღვი და ყურძენი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Информация на kuban-tourism.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-18. ციტირების თარიღი: 2019-04-27.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Твёрдый А. В. Абрау // Кавказ в именах, названиях, легендах: опыт топонимического словаря. — Краснодар : Платонов И., 2008. — С. 12.
- ↑ 2.0 2.1 Министерство сельского хозяйства Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-28. ციტირების თარიღი: 2020-04-17.
- ↑ 100-летняя история «русского басса»[მკვდარი ბმული]