ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პორტ-მორზბი (ინგლ. Port Moresby, ტოკ-პისინი Pot Mosbi) — პაპუა-ახალი გვინეის დედაქალაქი. მისი მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით შეადგენს 318 128 კაცს. პორტ-მორზბი მდებარეობს კუნძულ ახალ გვინეაზე.

ქალაქი
პორტ-მორზბი
Port Moresby
Pot Mosbi
დროშა

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 09°25′00″ ს. გ. 147°17′00″ ა. გ. / 9.41667° ს. გ. 147.28333° ა. გ. / -9.41667; 147.28333
ქალაქის მერი პოუეს პარკოპი
დაარსდა 1873
ფართობი 240 კმ²
ცენტრის სიმაღლე 35
მოსახლეობა 318 128 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+10
სატელეფონო კოდი 675
საფოსტო ინდექსი 111
ოფიციალური საიტი ncdc.gov.pg
პორტ-მორზბი — პაპუა-ახალი გვინეა
პორტ-მორზბი

ბუნებრივი მონაცემები

რედაქტირება

პორტ-მორზბი განლაგებულია კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. კლიმატი სუბეკვატორული ზღვის კლიმატია. იანვარ-თებერვალში ქრის თბილი ჩრდილოეთის და დასავლეთის ქარი. მაისში დგება შედარებით ცივი მშრალი ამინდი, რომელიც გრძელდება სექტემბრამდე. სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდისთვის დამახასიათებელია მშრალი და წვიმიანი ამინდების მონაცვლეობა. პორტ-მორზბიში წელიწადში მოდის 1200 მმ ნალექი. დაახლოებით ორმოც წელში ერთხელ ხდება გვალვა. დედაქალაქში ჭარბობს მუდმივად მაღალი ტემპერატურა უმნიშვნელო სეზონური და დღე-ღამური ცვლილებებით. საშუალო მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგენს +31 °С-ს, საშუალო მინიმუმი +23 °С-ს.

პორტ-მორზბის რაიონში ჭარბობს ბუნებრივი მცენარეულობა, რომელიც დამახასიათებელია მარადმწვანე ტროპიკული ტყეებისათვის. ქალაქში ასევე შეიძლება შეგვხვდეს მუხა, წიფელი და ხის სხვა ჯიშები, რომლებიც შემოტანილია ევროპიდან. ოკეანის სანაპიროზე გავრცელებულია მანგროს ტყეები.

ქალაქის განვითარების ისტორია

რედაქტირება

1873 წელს კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადავიდა ინგლისელი ზღვაოსანი ჯონ მორზბი. მან შეისწავლა სანაპირო და აღმოაჩინა საკმაოდ მოსახერხებელი უბე, რომელსაც დაარქვა პორტ-მორზბი, საკუთარი მამის, ადმირალ ფერფაქს მორზბის პატივსაცემად. წლების შემდეგ უბეში დაარსდა ქალაქი, რომელმაც შეინარჩუნა ეს სახელი.

1884 წელს პორტ-მორზბი, მის კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან ერთად შევიდა დიდი ბრიტანეთის კოლონია ბრიტანეთის ახალი გვინეის შემადგენლობაში. 1906 წელს კოლონია გადაეცა ავსტრალიას და დაერქვა პაპუა. 1949 წელს, ახალი გვინეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილისა და პაპუის გაერთიანების შემდეგ, პორტ-მორზბი აღმოჩნდა ახალი ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში, სახელად პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორია. 1964 წელს ქვეყანაში გაიმართა საყოველთაო არჩევნები, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა საკანონმდებლო ასამბლეა, სადაც ადგილების უმრავლესობა დაიკავეს აბორიგენებმა. მოქმედება შეწყვიტეს კანონებმა, რომლებიც არღვევდა მელანეზიელთა უფლებებს. იმავე 1964 წელს პორტ-მორზბიში გაიხსნა პაპუა-ახალი გვინეის უნივერსიტეტი. ქალაქი თანდათან გადაიქცა ქვეყნის მთავარ კულტურულ ცენტრად. 1973 წელს პაპუა-ახალმა გვინეამ მიიღო შიდა თვითმმართველობის უფლება, ხოლო კიდევ ორი წლის შემდეგ, 1975 წელს გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, დედაქალაქით ქალაქ პორტ-მორზბიში.

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება

რედაქტირება

პორტ-მორზბის მოსახლეობის რაოდენობა 2011 წელს შეადგენს 318 128 ადამიანს. ქალაქში ძირითადად ცხოვრობენ პაპუასები და მელანეზიელები, რომლებიც კონკრეტულ ტომთან კუთვნილობის შესაბამისად ლაპარაკობენ 700-ზე მეტ ენაზე და დიალექტზე, რომელთა შორის დაახლოებით 200 ავსტრონეზიულია და დაახლოებით 500 პაპუასური. მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოადგენს ანგლო-ავსტრალიელებს და ევროპელებს. პაპუა-ახალ გვინეაში იმიგრირებული ჩინელების ნახევარზე მეტი დედაქალაქის მაცხოვრებელია, მაგრამ საერთო მასაში მათი რაოდენობა უმნიშვნელოა.

პაპუა-ახალ გვინეაში სახელმწიფო ენებიაინგლისური, ტოკ-პისინი და ჰირი-მოტუ. სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის საუბარი ძირითადად ხდება ტოკ-პისინის და ჰირი-მოტუს ენებზე. ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეუძლია დაწეროს და წაიკითხოს, როგორც მშობლიურ ენაზე, ასევე ტოკ-პისინზე და ჰირი-მოტუზე.

დედაქალაქის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (დაახლოებით 90 %) ქრისტიანია, აქედან 60 % — პროტესტანტია და 30 % — კათოლიკე. პორტ-მორზბის მოსახლეობის მეათედი ნაწილი ტრადიციული ადგილობრივი ანიმისტური რწმენის მიმდევარია.

კულტურული მნიშვნელობა

რედაქტირება

პორტ-მორზბის ისტორიული ცენტრი — თაუნი მდებარეობს ზღვაში გაშვერილ ნახევარკუნძულზე, რომელიც მდებარეობს მის დაბოლოებაში ბორცვ პაგაზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან აღწევს 100 მეტრს და იქიდან ჩანს ქალაქის მთელი ხედი. თაუნის ჩრდილოეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს პორტი. სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ელა-ბიჩის პარკი. თაუნის ცენტრალურ ნაწილში შენარჩუნებულია შენობები, რომლებიც აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. ქალაქის ყველაზე ძველ არქიტექტურულ ძეგლად ითვლება 1890 წელს აშენებული ელას გაერთიანებული ეკლესია. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სამთავრობო შენობების და დაწესებულებების უმრავლესობა. აქ იმყოფება 1984 წელს აშენებული პარლამენტის შენობა, ასევე 1980-იანი წლების ბოლოს პორტ-მორზბიში 1991 წლისათვის სამხრეთ-წყნარი ოკეანის თამაშებისათვის ჩასატარებელი სპეციალურად აგებული დიდი სპორტული კომპლექსი.

პარლამენტის შენობიდან შორიახლო მდებარეობს ეროვნული მუზეუმი, რომლის ექსპოზიციებში წარმოდგენილია მდიდარი მასალები პაპუა-ახალი გვინეის ბუნებაზე, ეთნოგრაფიაზე, კულტურაზე და ისტორიაზე. ქალაქში მდებარეობს მთავარი უმაღლესი სასწავლებელი — უნივერსიტეტი.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პორტ-მორზბი“-დან