პორტუგალიის მწვანეები

პორტუგალიის მწვანეთა პარტია (პორტ. Partido Ecologista "Os Verdes" ან PEV) — პორტუგალიის მწვანეთა და ეკო-სოციალისტთა პარტია. ევროპის მწვანეთა პარტიის წევრი და ევროპის მწვანეთა ფედერაციის დამფუძნებელი.

Partido Ecologista "Os Verdes"
პორტუგალიის მწვანეთა პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1982
პოზიციები
იდეოლოგია მწვანე პოლიტიკა
ეკო-სოციალიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის მწვანეთა პარტია
საერთაშორისო აკრედიტაცია გლობალური მწვანეები
ფერები მწვანე
შტაბ-ბინა Rua da Boavista 83, 3 DTO, 1200-066
ლისაბონი
www.osverdes.pt

იგი პირველი პარტიაა პორტუგალიაში, რომელიც მუშაობდა ეკოლოგიურ პრობლემებზე. პარტიას აქვს ახლო ურთიერთობები პორტუგალიის კომუნისტურ პარტიასთან და 1987 წლიდან მასთან ერთად არის კოალიციაში. პარტია ფლობს რამდენიმე მანდატს ადგილობრივ საკრებულოებში და ორ ადგილს პორტუგალიის პარლამენტში.

პარტიის ახალგაზრდული ფრთას წარმოადგენს Ecolojovem. ის გამოსცემს გაზეთს სახელად:Folha Verde (პორტ. Folha Verde). მისი შტაბ-ბინა განთავსებულია ლისაბონში.

ისტორია და ძირითადი მონაცემები

რედაქტირება

პარტია დააარსეს 1982 წელს, პორტუგალიის მოქალაქეებმა რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ ეკოლოგიური პრობლემებით. მისი საწყისი სახელი იყოპორტ. Movimento Ecologista Português - Partido "Os Verdes". ამ ახალ პარტიას თავიდანვე მხარს უჭერდა პორტუგალიის კომუნისტური პარტია და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ზიტა სეაბრა იყო კომუნისტური პარტიის წევრი.

70-იანების ბოლოს მსოფლიო დადგა ისეთი ეკოლოგიუური პრობლემების წინაშე როგორიცაა: სათბურის ეფექტი და ოზონის ხვრელის გათხელება. პორტუგალიის საზოგადოებაში ორგანიზებული ეკოლოგიური მოძრაობის საჭიროებამ გამოიწვია მწვანეების შექმნა, რომლებმაც მსგავსი პრობლემები წამოწიეს პოლიტიკურ ფლანგზე.

პარტიამ დაფუძნების შემდეგ შექმნა რეგიონალური ჯგუფები, რომლებიც დღემდე იზრდებიან. ქვეყნის მასშტაბით პარტიის ზრდამ ხელი შეუწყო წევრების სხვადასხვა პოზიციებზე არჩევას. დღეისთვის (2005 წლის არჩევნების მიხედვით) პარტიას ჰყავს რამდენიმე წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებში და ორი წევრი პორტუგალიის პარლამენტში: ჰელოიზა აპოლონია და ფრანცისკო მადეირა ლოპესი.

პარტიას აკრიტიკებენ კომუნისტებთან მათი მჭიდრო კავშირის გამო, მათ ზედმეტ სახელსაც კი ეძახიან "საზამთროები - მწვანე გარედან, წითელი შიგნიდან". მიუხედავად იმისა რომ პარტიას ცალკე (კომუნისტების გარეშე)არჩევნებში არასოდეს მიუღია მონაწილეობა, მათი პოზიციები მაინც განსხვავდებაისეთ საკითხზე როგორიცაა: ატომური ენერგიის მხარდაჭერა.

პარტია ასევე წარმოდგენილია საარჩევნო კომისიაში და განათლების ნაციონალურ საბჭოში.

პარტიის ახალგაზრდული ფრთა არის პორტ. Ecolojovem, რომელიც დაარსებულია 1989 წელს და არის ახალგაზრდა მწვანეების ევროპული ფედერაციის წევრი.

პარტია გამოსცემს გაზეთს, პორტ. Folha Verde (მწვანე ფოთოლი), რომელსაც აქვ მიღებული რამდენიმე პრიზი უნიკალური დიზაინისა და სტილისათვის.

შედეგები არჩევნებში

რედაქტირება
 
ერთიანი დემოკრატიული კოალიციის შედეგები 2005 წლის ადგილობრივ არჩევნებში. (აზორის კუნძულების და მადეირას გამოკლებით)

არჩევნებზე მწვანეები ერთიანდებიან პორტუგალიის კომუნისტურ პარტიასთან, ერთიან დემოკრატიულ კოალიციაში.

საპარლამენტო არჩევნების შედეგები

რედაქტირება
პორტუგალიის საპარლამენტო არჩევნების შედეები [1]
წელი მდებარეობა არჩევნების ტიპი ხმა % მანდატი
1987
CDU
საპარლამენტო
685,109
12.2%
31 (2)
1991
CDU
საპარლამენტო
501,840
08.8%
17 (2)
1995
CDU
საპარლამენტო
504,007
08.6%
15 (2)
1999
CDU
საპარლამენტო
483,716
09.0%
17 (2)
2002
CDU
საპარლამენტო
378,640
07.0%
12 (2)
2005
CDU
საპარლამენტო
432,009
07.6%
14 (2)

შენიშვნა:

რაოდენობაში ნაჩვენებია ერთიანი დემოკრატიული კოალიციის წევრების რაოდენობა, ხოლო ფრჩხილებში მწვანეთა პარტიის წევრების.

ლოკალური არჩევნების შედეგები

რედაქტირება
ლოკალური არჩევნების შედეგები [1]
წელი მდებარეობა არჩევნების ტიპი ხმები % მანდატები
1985
APU
ლოკალური
942,147
19.4%
305
1989
CDU
ლოკალური
633,682
12.8%
252
1993
CDU
ლოკალური
689,928
12.8%
246
1997
CDU
ლოკალური
643,956
12.0%
236
2001
CDU
ლოკალური
557,481
10.6%
202
2005
CDU
ლოკალური
590,496
11.0%
203

ევროპის პარლამენტის არჩევნები

რედაქტირება
ევროპის პარლამენტის არჩევნების შედეგები [1]
წელი მდებარეობა არჩევნების ტიპი ხმა % მანდატები
1987
CDU
ევროპის პარლამენტი
646,640
11.5%
3
1989
CDU
ევროპის პარლამენტი
594,961
14.4%
4
1994
CDU
ევროპის პარლამენტი
339,283
11.2%
3
1999
CDU
ევროპის პარლამენტი
357,575
10.3%
2
2004
CDU
ევროპის პარლამენტი
309,406
09.1%
2

შენიშვნა:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 პორტუგალიის საარჩევნო კომისია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-04-08. ციტირების თარიღი: 2010-09-28.