პორტუგალიის კომუნისტური პარტია

პორტუგალიის კომუნისტური პარტია (პორტ. Partido Comunista Português ან PCP) — მთავარი მემარცხენე, მარქსისტულ-ლენინისტური პოლიტიკური პარტია პორტუგალიაში..[1]

Partido Comunista Português
პორტუგალიის კომუნისტური პარტია
Partido Comunista Português პორტუგალიის კომუნისტური პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ჟერონიმუ დე სოუზა
ისტორია
დაფუძნდა 1921 წლის 6 მარტი
პოზიციები
იდეოლოგია კომუნიზმი
მარქსიზმ-ლენინიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია არ აქვს
საერთაშორისო აკრედიტაცია კომუნისტების და მშრომელთა პარტიების საერთაშორისო კონფერენცია
ფერები წითელი
შტაბ-ბინა Rue Soeiro Pereira Gomes 3
ლისაბონი, პორტუგალია
www.pcp.pt

პარტია დაარსდა 1921 წელს, როგორც კომინტერნის სექცია პორტუგალიაში. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ანტონიუ დი სალაზარის დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ პერიოდში პარტიის წევრები იყვნენ პორტუგალიის პოლიციის მხრიდან დაპატიმრების, წამების და მკვლელობების საფრთხის წინაშე. 1974 წელს მომხდარმა უსისხლო მიხაკების რევოლუციამ დაასრულა 48 წლიანი რეჟიმი, რომლის დროსაც პარტიის ცენტრალური კომიტეტის 36 წევრს ჯამში მოუწიათ 300 წელზე მეტი ხნის ციხეში გატარება.[2]

დიქტატურის დასრულების შემდეგ, ახალ დემოკრატიულ ქვეყანაში, პარტია გახდა ძლიერი პოლიტიკური ძალა, ძირითადად მუშთა კლასში. მიუხედავად სოციალისტური ბანაკის დაცემისა, პარტია მაინც ინარჩუნებს პოპულარობას პორტუგალიის საზოგადოებაში. განსაკუთრებით ალენტეჟუსა და რიბატეჟუს სოფლებში, ასევე ლისაბონისა და სეტუბალის ინდუსტრიულ ზონებში სადაც პარტიას აღებული აქვთ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მმართველობა.[3]

პარტია უშვებს ყოველკვირეულ გამოცემას (პორტ. Avante! – მოწინავე), რომელიც დაარსებულია 1931 წელს. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია არის პორტუგალიის ახალგაზრდა კომუნისტები, რომელიც დემოკრატი ახალგაზრდების მსოფლიო ფედერაციის წევრია.

პორტუგალიის კომუნისტური პარტიის ისტორია

რედაქტირება

პარტიის დაარსება

რედაქტირება

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს 1918 წელს, პორტუგალია ჩავარდა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ძირითადად პირველ მსოფლიო ომში პორტუგალიის მონაწილეობის გამო. მუშა კლასმა საცხოვრებელი პირობების გაუარესებას გაფიცვებით უპასუხა, რომელსაც მხარს აღორძინებადი მუშთა მოძრაობა უჭერდა. მშრომელებმა ზოგიერთ მიზანს მიაღწიეს, მაგალითად 8 საათიან სამუშაო დღეს.[4]

1919 წლის სექტემბერში, მუშთა მოძრაობამ დააარსა პირველი პროფკავშირი პორტუგალიაში, მუშთა ერთიანი კონფედერაცია. პოლიტიკური ძალის უქონლობამ, პოლიტიკური სტრატეგიის უქონლობამ და ოქტომბრის რევოლუციის მზარდმა პოპულარობამ, გამოიწვია პორტუგალიის მაქსიმალისტთა ფედერაციის ჩამოყალიბება (რევოლუციური მოძრაობა). პმფ-ის მიზანი იყო სოციალური და რევოლუციური იდეების პოპულარიზაცია.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

პორტუგალიურად:

ინგლისურად:

  1. პორტუგალიის კომუნისტური პარტია (2005). Program and Statutes of the Portuguese Communist Party. Edições Avante!. ISBN 972-550-307-4
  2. Cunhal, Álvaro (1997). O caminho para o derrubamento do fascismo. Edições Avante!. ISBN 972-550-262-0
  3. Câmaras Municipais de Presidência CDU, პორტუგალიის კომუნისტური პარტია, URL accessed 20 June 2006
  4. 4.0 4.1 Como nasceu o Partido Comunista Português, პორტუგალიის კომუნისტური პარტია, URL accessed 20 June 2006