პორტალი:უკრაინა/ივნისი
რედ.
ამ თვეს...
- 3 ივნისი, 1869 : სამხრეთის რკინიგზა (უწინ "კურსკი-ხარკოვი-აზოვის რკინიგზა"), რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი უძველესი და უკრაინაში უმსხვილესი რკინიგზა, გაიხსნა.
- 4 ივნისი, 1920 : პირველი მსოფლიო ომის მოკავშირეებმა და უნგრეთმა ტრიანონის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ტრიანონის სასახლეში ვერსალთან, პარიზი.
- 22 ივნისი, 1942 : კიევში ე. წ. სიკვდილის მატჩი კიევის დინამოსა (ლოგო სურათზე) და ლუფტვაფეს ფეხბურთელებს შორის კიეველთა გამარჯვებით (5:3) დასრულდა.
- 24 ივნისი, 1934 : უკრაინის დედაქალაქი ხარკოვიდან კიევში გადაიტანეს.
- 28 ივნისი, 1996 : უკრაინის უზენაესმა რადამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. ეს დღე უკრაინაში სახალხო დღესასწაულია.