უკრაინის უმაღლესი რადა

(გადამისამართდა გვერდიდან უზენაესი რადა)

უკრაინის უზენაესი რადა ან მხოლოდ რადა (უკრ. Верховна Рада України) — უკრაინის ერთპალატიანი პარლამენტი, 450 ადგილით. დეპუტატების დაკომპლექტება ხდება პარტიული სიებით (პროპორციული სისტემა) 5 წლის ვადით, რადას ხელმძღვანელს წარმოადგენს - თავმჯდომარე. რადა იკრიბება უკრაინის უმაღლესი რადას შენობაში, რომელიც მდებარეობს კიევში.

უმაღლესი რადა ჩამოყალიბდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი რადისგან, რომელიც პირველად 1938 წელს კვაზი-დამოუკიდებელ უკრაინაში შეიქმნა. მას შემდეგ რადას მოწვევა მოხდა 17-ჯერ.

საბჭოთა უკრაინის XIV მოწვევის რადამ 1990 წელს გამოაცხადა უკრაინის დამოუკიდებლობა. საკუთარ თავს უწოდა მესამე მოწვევის რადა, ამის მიხედვით დღევანდელი რადა მეცხრეა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება