პორტალი:ევროპა/იანვარი
რედ.
ეს თვე ისტორიაში
- 1 იანვარი, ძვ. წ. 45 : იულიუსის კალენდარი შევიდა ძალაში.
- 1 იანვარი, 404 : გლადიატორთა ბოლო შეჯიბრი შედგა რომში.
- 1 იანვარი, 1622 : პაპის კანცელარია იღებს გადაწყვეტილებას ახალ წლად პირველი იანვარი გამოცხადდეს.
- 1 იანვარი, 2002 : მიმოქცევაში გაუშვეს ევროს ბანკნოტები.
- 3 იანვარი, 1925 : ბენიტო მუსოლინი თავს იტალიის დიქტატორად აცხადებს.
- 5 იანვარი, 1968 : პრაღის გაზაფხული - ალექსანდრე დუბჩეკი მოდის ხელისუფლებაში ჩეხოსლოვაკიაში, იწყებს რა პოლიტიკურ რეფორმას სახელით „სოციალიზმი ჰუმანური სახით“, რასაც შედეგად პოლიტიკური ლიბერალიზაცია მოჰყვა.
- 7 იანვარი, 1610 : გალილეო გალილეიმ იუპიტერის ოთხი თანამგზავრი აღმოაჩინა.
- 8 იანვარი, 1297 : მონაკო დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება.
- 9 იანვარი, ძვ. წ. 49 : გაიუს იულიუს კეისარმა რუბიკონი გადალახა.
- 9 იანვარი, 1863 : ლონდონში მსოფლიოში პირველი მეტროს ხაზი გაიხსნა.
- 13 იანვარი, 1559 : ელისაბედ I ინგლისის დედოფლად აკურთხეს ვესტმინსტერის სააბატოში.
- 18 იანვარი, 1871 : ვილჰელმ I გერმანიის პირველი იმპერატორი გახდა.
- 24 იანვარი, 1924 : საფრანგეთის ქალაქ შამონიში ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშები დაიწყო.
- 29 იანვარი, 1886 : კარლ ბენცმა ბენზინის ძრავიანი პირველი ავტომობილი დააპატენტა.
- 30 იანვარი, 1648 : მიუნსტერის ზავით დასრულდა ოთხმოცწლიანი ომი ნიდერლანდებსა და ესპანეთს შორის.