- გაეროს უშიშროების საბჭოს კომიტეტი აწესებს დამატებით სანქციებს ჩრდილოეთ კორეაზე. (BBC) (Xinhua) (Japan Today)
- ჩინეთის მშპ 7.9 %-ით გაიზრდა 2009 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური კრიზისისა. (Xinhua) (China Daily) (BBC)
- გოლამ რეზა აგაზადე, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ირანის ვიცე–პრეზიდენტი, უცნობი მიზეზით გადადგა. (ISNA) (BBC) (Jerusalem Post) (Xinhua)
- ხუთდღიანი დებატების შემდეგ ისლანდიის პარლამენტმა მცირე უმრავლესობით გადაწყვიტა ქვეყნის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. (Al Jazeera) (BBC) (The Independent) (The Telegraph)
- წმინდა საყდარმა ოსკარ უაილდი „თანამედროვე მსოფლიოს ბრწყინვალე ანალიტიკოსად“ ცნო, რითაც შეარბილა თავისი მკაცრი დაომკიდებულება პოეტისადმი. (The Daily Telegraph) (The Guardian)
- ჰონდურასის დროებითი პრეზიდენტი რობერტო მიჩელეტი მზადაა გადადგეს, იმ შემთხვევაში თუ მანუელ სელაია უარს იტყვის პრეზიდენტობის პრეტენზიაზე. (CNN) (AFP)
- ომარ ბონგოს ვაჟი, ალი ბონგო ონდიმბა, გაბონის მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენეს. (BBC)
- ჩინეთმა ბოიკოტი გამოუცხადა მსოფლიო თამაშების გახსნას ტაივანში, თუმცა თამაშებში მონაწილოებას გეგმავს. (BBC)
- 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა პაპუა-ახალი გვინეას სანაპიროსთან, თუმცა დიდი ზიანი არ მოუტანია. (RTÉ)
- 110 სართულიანი სირს ტაუერი ჩიკაგოში, აშშ, ოფიციალურად უილის ტაუერი გახდა. (BBC)
- აღმოჩენილია ჩამოვარდნილი კასპიენ ეარლაინსის რეისი 7908–ის შავი ყუთები. (Bernama) (Press TV) (Press Association)
- 17 წლის ზაკ სანდერლენდი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც მარტომ იმოგზაურა იახტით მსოფლიოს გარშემო. (BBC)
- მადონას კონცერტი მარსელში, საფრანგეთი, გაუქმებულია სცენის ჩამონგრევის გამო, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 9 დააშავა. (AFP) (BBC) (Boston Globe) (CBC) (Japan Today) (MSNBC) (Pravda) (The Telegraph)
|