პიონერ 1
„პიონერ 1“, „ეიბლი 2“ (ინგლ. Pioneer 1, Thor-Able 2) — ამერიკული კოსმოსური პროგამა „პიონერის“ კოსმოსური ზონდი. კოსმოსში გაშვებულ იქნა 1958 წლის 11 ოქტომბერს, რაკეტა-მატარებელი თორ-ეიბლით. „პიონერ 1“-ის მთავარი მისია იყო სელენოცენტრულ ორბიტაზე გასვლა, იქ კვლების ჩატარება, მათ შორის მთვარის უკანა მხარისთვის ფოტოების გადაღება. გამოთვლებში არსებული ხარვეზების გამო ზონდმა სუბორბიტალური ფრენა შეასრულა აპოგეით 113 800 კმ (მთვარემდე მანძილის მეოთხედზე მეტი). წარუმატებლობის მიუხედავად „პიონერ 1“ გამართულად მუშაობდა, და 43 სთ ფრენის განმავლობაში აწარმოებდა დედამიწასა და მთვარეს შორის არსებული გარემოს შესახებ სამეცნიერო მონაცემების გადმოცემას. პროგრამა „პიონერის“ მთვარის მისიის I ტიპის ზონდებს შორის „პიონერ 1“ ყველაზე პროდუქტიული იყო.
პიონერ 1 | |
---|---|
მისია | სელენოცენტრულ ორბიტა გასვლა |
COSPAR ID | 1958-007A |
მისიის ხანგრძლივობა | 1დღ-ღ, 19სთ, 4წთ |
სტატუსი | ნაწილობრივ წარმატებული |
ტექნიკური მახასიათებლები | |
მწარმოებელი | კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორია |
მასა | 34.2 კგ |
ექსპედიცია | |
დასრულების თარიღი | 13 ოქტომბერი, 1958, 03:46 GMT |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1958, 08:42:00 GMT |
სასტარტო მოედანი | აშშ, კანავერალის კონცხი, LC-17A |
რაკეტა-მატარებელი |
თორ DM-18 ეიბლი 1 (თორი №127) |
მისიის დასრულება | |
დასრულების თარიღი | 13 ოქტომბერი, 1958, 03:46 GMT |
ჩამოვარდნის ადგილი | ატლანტის ოკეანე |
ორბიტის პარამეტრები | |
აპოცენტრი | 113 800 კმ |
მიზნობრივი აპარატურა | |
მაგნიტომეტრი | 1 ცალი |
მიკრომეტეოროიდული დეტექტორი | 1 ცალი |
ტემპერატურის სენსორი | 2 ცალი |
ტელეკამერა | 1 ცალი |
იონური კამერა | 1 ცალი |
ყველა კოსმოსური პროგრამა |
ზონდი აღჭურვილი იყო იონური კამერით, მაგნეტომეტრით, მიკრომეტეოროიდული დეტექტორით, ტელეკამერითა და ტემპერატურული სენსორებით. მოწყობილობის გაშვება წარუმატებლად დასრულდა: აფრენიდან 43 საათის შემდეგ მიაღწია რა აპოგეა 113 800 კმ-ს აფეთქდა და ჩავარდა წყნარ ოკეანეში.
ისტორია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ მისია ფაქტიურად შესრულდა აშშ-ის საჰაერო სამხედრო ძალების ორგანიზებით, ტექნიკურად ის განხორციელდა ახლადფორმირებული NASA-ს ეგიდით. კოსმოსური ხომალდი დიზაინით ძალიან ჰგავდა ეიბლი 1-ის ზონდს და მისი წინამორბედის მსგავსად, რომელიც აშენდა კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორიის მიერ. ზონდი შექმნილი იყო მიკრომეტეოროიდის ზემოქმედების ჩასაწერად, მაგნიტური ველისა და გამოსხივების გაზომვისთვის და „მთვარის ზედაპირის გამოსახულების ასაღებად“.
1958 წლის 11 ოქტომბერს, 08:42:00 GMT დროით კანავერალის კონცხის სასტარტო მოედნის LC-17A-დან რაკეტა-მატარებელი თორ-ეიბლით ორბიტაზე გაშვებულ იქნა კოსმოსური ზონდი „პიონერ 1“. გაშვების დროს თორის მეორე საფეხური გაითიშა 10 წამით ადრე ამაჩქარებლის მზარდი სიჩქარის საზომიდან გადაცემული არასწორი ინფორმაციის გამო. ამგვარად გამშვებმა მანქანამ არასაკმარისი სიჩქარე მისცა ზონდს დედამიწის გრავიტაციისგან თავის დაღწევისთვის. კოსმოსური ხომალდის მაღალ ორბიტაზე 128700 კილომეტრზე ჩასმის მცდელობა თიოკოლში აშენებული რეტრომოტორის გამოყენებით წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან შიდა ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო იმისთვის, რომ ბატარეებს უზრუნველყოთ შესაბამისი ენერგია. თუმცა, ზონდმა მიაღწია 114750 კილომეტრის სიმაღლეს (NASA-ს ინფორმაციით, 1959 წლის თებერვლიდან) სტარტიდან 13 ოქტომბერი, 1958, 03:46 GMT დღის 11:42 UT დროისთვის. მან დაადასტურა ვან ალენის სარტყლების არსებობა და დააბრუნა სხვა სასარგებლო მონაცემები გეომაგნიტურობის თაობაზე. ზონდი დედამიწაზე დაეშვა სტარტიდან 43:17 საათის შემდეგ. მოგვიანებით გამომძიებამ დაასკვნა, რომ აქსელერომეტრმა შეცდომით გათიშა ეიბლის საფეხური სარქვლის არასწორი დაყენების გამო.
11 ოქტომბერს პრესრელიზში, გაშვებიდან მალევე, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურად მიანიჭა ზონდს სახელწოდება „პიონერი“, თუმცა მას პარალელურად „პიონერ 1“-საც ეძახდნენ. ზონდს სახელი დაარქვა არა NASA-ს რომელიმე ოფიციალურმა პირმა, არამედ სტივენ ა. სალიგამ, დეიტონში, რაიტ-პატერსონის საჰაერო ძალების ბაზაზე საჰაერო ძალების ექსპონატებზე პასუხისმგებელმა პირმა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Pioneer 0, 1, 2. НАСА. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-05. ციტირების თარიღი: 2013-04-01..
- Siddiqi, Asif A. (2018) Beyond Earth: A Chronicle of Deep Space Exploration, 1958–2016, second, The NASA history series, Washington, DC: NASA History Program Office. SP2018-4041. ISBN 978-1-62683-042-4.