„პიონერ 0“ (ინგლ. Pioneer 0, Thor-Able 1) — ამერიკული კოსმოსური პროგამა „პიონერის“ კოსმოსური ზონდი. კოსმოსში გაშვებულ იქნა 1958 წლის 17 აგვისტოს, სელენოცენტრულ ორბიტაზე გასასვლელად.

პიონერ 0
მისია სელენოცენტრულ ორბიტა გასვლა
COSPAR ID ABLE1
მისიის ხანგრძლივობა 73.6 წამი
განვლილი მანძილი 15.2 კმ
სტატუსი წარუმატებელი
ტექნიკური მახასიათებლები
მწარმოებელი აშშ-ის დროშა კოსმოსური ტექნოლოგიების ლაბორატორია
მასა 38.5 კგ
მისიის დაწყება
გაშვების თარიღი 17 აგვისტო, 1958, 12:18:00 GMT
სასტარტო მოედანი აშშ-ის დროშა აშშ, კანავერალის კონცხი, LC-17A
რაკეტა-მატარებელი თორ-ეიბლი 1
(თორი №127)
მისიის დასრულება
ჩამოვარდნის ადგილი ატლანტის ოკეანე
მიზნობრივი აპარატურა
მაგნიტომეტრი 1 ცალი
მიკრომეტეოროიდული დეტექტორი 1 ცალი
ტემპერატურის სენსორი 2 ცალი
ტელეკამერა 1 ცალი
ყველა კოსმოსური პროგრამა

ზონდი აღჭურვილი იყო სატელევიზიო კამერით, მაგნიტომეტრით და მიკრომეტეორიტის სენსორით. მოწყობილობის გაშვება წარუმატებლად დასრულდა: ფრენის მეორე წუთზე (73.6 წმ) აფეთქდა რაკეტა-მატარებლის „თორ-ეიბლის“ პირველი საფეხური. წესით მას „პიონერი“ ან „პიონერ 1“ უნდა დარქმეოდა, მაგრამ ავარიის გამო მას სახელი არასდროს არ მინიჭებია.

კოსმოსის ათვისებაში პირველი მცდელობა (თუმც წარუმატებელი), დედამიწიდან გაეშვათ კოსმოსური აპარატი.

1958 წლის 27 მარტს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა წლის ბოლოს მთვარეზე ოთხი-ხუთი მთვარის ზონდის გაშვების თაობაზე. რაკეტა-მატარებელი იყო იყო თორის შუალედური რადიუსის ბალისტიკური რაკეტის (IRBM) სამსაფეხურიანი ვარიანტი. მთელ პროექტში ჩართული იყო 3000 ადამიანი 52 სამეცნიერო და სამრეწველო ონგანიზაციებიდან, რომელთაგან ყველა 6-ის გარდა სამხრეთ კალიფორნიაში იყო განთავსებული. ჩანაფიქრის მიხედვით, ეიბლი 1-ის საშუალებით ზონდს უნდა მიეღწია მთვარის სიახლოვეს და გაშვებიდან 2.6 დღის შემდეგ, ამოქმედებული მყარი საწვავის TX-8-6 ძრავით ზონდი სელენოცენტრულ ორბიტაზე უნდა გაეყვანა. ორბიტალური სიმაღლე უნდა ყოფილიყო 29 ათასი კმ, ოპტიმალური სიცოცხლის ხანგრძლივობა — დაახლოებით ორი კვირა.

1958 წლის 17 აგვისტოს 12:18:00 GMT დროით, აშშ-ის კანავერის კონცხის კოსმოდრომ LC17A-დან სტარტი აიღო რაკეტა-მატარებელმა „თორ-ეიბლი 1“-მა. მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. რაკეტა-მატარებლის ფრენის ხანგრძლივობამ პირველი საფეხურის აფეთქების გამო 73.6 წმ შეადგინა, ხოლო ფრენის სიმაღლემ — 15.2 კმ. ზონდიდან ტელემეტრული მონაცემები უწყვეტად გადმოიცემოდა 123 წამის განმავლობაში, სანამ ის ატლანტის ოკეანეში დაეცა. შემდგომმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ ავარია, ტურბონასოსის რედუქტორის გაუმართაობით იყო გამოწვეული.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება