პეტრე რუმიანცევი (დ. 4 იანვარი, 1725, მოსკოვი — გ. 8 დეკემბერი, 1796, ტაშანი, კიევის ოლქი) ― რუსი მხედართმთავარი, გრაფი (1744), გენერალ-ფელდმარშალი (1770), სამხედრო თეორეტიკოსი. იყო ნიკოლოზ რუმიანცევის მამა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

გვარდიაში ჩაწერეს ბავშვობიდან. 1740 წელს მიენიჭა ოფიცრობა. 1741-1743 წლებში რუსეთ-შვედეთის ომში მამას ახლდა არმიაში. 1743 წელს სანქტ-პეტერბურგში ჩაიტანა აბოს ხელშეკრულების ტექსტი. შვიდწლიანი ომის დროს წარმატებით სარდლობდა ჯერ ბრიგადას, შემდეგ დივიზიას და კორპუსს. 1764-1796 წლებში იყო მალოროსიის კოლეგიის პრეზიდენტი და გენერალ-გუბერნატორი. აქტიურად ატარებდა უკრაინის ავტონომიის ლიკვიდაციის პოლიტიკას. რუსეთ-ოსმალეთის 1768-1774 წლების ომის დასაწყისში სარდლობდა II არმიას (35 ათასი კაცი), 1769 წელს ექსპედიციას აზოვის დასაკავებლად, იმავე წლის აგვისტოდან კი I არმიას. 1770 წლის ზაფხულში კაგულის ბრძოლაში გაანადგურა ოსმალეთის ჭარბი ძალები და დაიკავა დუნაის ქვემოთა მარცხენა ნაპირი, ხოლო 1774 წელს შუმლუზე შეტევით აიძულა ოსმალეთის იმპერია დაედოთ ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება. 1775 წელს დუნაის წარმატებული კამპანიის გამო მიიღო ზედწოდება ზადუნაისკი და დაინიშნა მძიმე კავალერიის სარდლად. რუსეთ-ოსმალეთის 1787-1791 წლების ომის დროს იყო II არმიის სარდალი, მაგრამ მთავარსარდალ პოტიომკინთან უთანხმოების გამო ფაქტობრივად ჩამოშორდა სარდლობას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება