კაგულის ბრძოლა
კაგულის ბრძოლა – ბრძოლა მდინარე კაგულთან (დუნაის მარცხენა შენაკადი) რუსეთის პირველ არმიასა (38 ათასი კაცი, 118 ქვემეხი, სარდალი პეტრე რუმიანცევი) და ოსმალეთის არმიის (150 ათასამდე კაცი, 130-180 ქვემეხი, სარდალი ივაზადე ჰალილ-ფაშა) მთავარ ძალებს შორის 1770 წლის 21 ივლისს, რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774 წწ.) დროს. ბრძოლა რუსეთის ჯარის გამარჯვებით დამთავრდა. ოსმალებმა დაკარგეს 20 ათასი კაცი და დაახლოებით 130 ქვემეხი, რუსებმა – 1,5 ათ. კაცი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კაგულის ბრძოლა“ ვიკისაწყობში.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 295.