აბოს ხელშეკრულება

აბოს საზავო ხელშეკრულება — დაიდო 1743 წელს რუსეთ-შვედეთს შორის. ხელი მოეწერა 7(18) აგვისტოს აბოში (ფინეთი), რუსეთ-შვედეთის ომში (1741-1743) შვედეთის დამარცხების შემდეგ. აბოს ხელშეკრულება ითვალისწინებდა „საუკუნო მშვიდობასა და მეგობრობას“ მხარეებს შორის. მხარეები ვალდებულებას კისრულობდნენ არ შესულიყვნენ ერთმანეთისათვის სამტრო კავშირში. ტერიტორიის დათმობის ხარჯზე რუსეთმა აიძულა შვედეთი ტახტის მემკვიდრედ აერჩია რუსეთის ორიენტაციის მომხრე ჰოლშტაინის პრინცი ადოლფ ფრიდრიხი. რუსეთ-შვედეთის საზღვარი დაწესდა მდ. კიუმენზე. რუსეთს გადაეცა ომში დაკავებული კიუმენეგორის პროვინცია ვილმანსტრანდითა და ფრიდრიხსჰამითურთ და სავოლაკის პროვინციის ნაწილი ნეიშლოტითურთ. ხელშეკრულებამ განამტკიცა რუსეთის პოზიცია ბალტიის ზღვაზე და უზრუნველყო მისი ჩრდილო-დასავლეთის საზღვრების უშიშროება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება