ნიკოლოზ რუმიანცევი

ნიკოლოზ რუმიანცევი (დ. 3 აპრილი, 1754, სანქტ-პეტერბურგი — გ. 3 იანვარი, 1826) ― რუსი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, გრაფი. იყო პეტრე რუმიანცევის შვილი. 1801 წლიდან იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, სენატორი. 1807-1814 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, 1810-1812 წლებში იყო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. გადადგა 1814 წელს. მისი მდიდარი ბიბლიოთეკა და კოლექციები საფუძვლად დაედო რუმინაცევის მუზეუმის, 1925 წლიდან კი ლენინის სახელობის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ჩამოყალიბებას.

ნიკოლოზ რუმიანცევი
დაბადების თარიღი 3 (14) აპრილი, 1754
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდაცვალების თარიღი 3 (15) იანვარი, 1826 (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
განათლება ლეიდენის უნივერსიტეტი
მამა პეტრე რუმიანცევი
დედა ეკატერინე რუმიანცევა
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა ვლადიმერის მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება