პეტრალონის მღვიმე

პეტრალონის მღვიმე (ბერძ. Σπήλαιο Πετραλώνων) — კარსტული მღვიმე საბერძნეთში. მდებარეობს სოფელ პეტრალონის მახლობლად, ქალკედონის ნახევარკუნძულზე, ქალაქ თესალონიკიდან 55 კმ-ში. მღვიმე არის კარსტული წარმოშობის და მდებარეობს კაციკის მთის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 270 მეტრ სიმაღლეზე. მღვიმის შესასვლელში არის შექმნილი პეტრალონის ანთროპოლოგიური მუზეუმი. პეტრალონის მღვიმეში იქნა აღმოჩენილი ევროპის უძველესი ადამიანის ნაშთები და ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალი.

პეტრალონის მღვიმე
პეტრალონის მღვიმე, თავის ქალა
პეტრალონის მღვიმე, თავის ქალა
კოორდინატები: 40°22′28″ ჩ. გ. 23°10′00″ ა. გ. / 40.37444° ჩ. გ. 23.16667° ა. გ. / 40.37444; 23.16667
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
აბსოლუტური სიმაღლე 270 მ
სიგრძე 2000 მ
აღმოჩენის წელი 1959
მისასვლელი 1
საიტი ბმული
პეტრალონის მღვიმე — საბერძნეთი
პეტრალონის მღვიმე

მღვიმე აღმოაჩინა სოფელ პეტრალონის მაცხოვრებელმა ფილიპ ხაძარიდისმა 1959 წელს, ხოლო მსოფლიოში ცნობილი გახდა როდესაც სოფელ პეტრალონის სხვა მაცხოვრებელმა ხრისტოს სარიანიდისმა აღმოაჩინა უძველესი ადამიანის თავის ქალა. არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური კვლევებს ხელმძღვანელობდა ანთროპოლოგიის პროფესორი არის პულიანოსი, რომელმაც დაადგინა, რომ ამ უძველესი ადამიანის ასაკი არის 700.000 წელი, შესაბამისად, არის ევროპის უძველესი ადამიანი.[1] პრეისტორიული ადამიანის ჩონჩხთან ერთად ნაპოვნი იქნა პრიმიტიული შრომის იარაღები და ცეცხლის გამოყენების ნიშნები. პეტრალონის მღვიმე ადამიანის მიერ ცეცხლის ათვისების და გამოყენების უძველეს ძეგლად ითვლება. პეტრალონის უძველესი ადამიანის თავის ქალა დღეს ინახება ქალაქ თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში.

ეს მონაცემები ეყრდნობა მღვიმის სტრატიგრაფიის დეტალურ შესწავლას, რომელიც არის შედგენილი 34 სხვადასხვა ასაკის ფენით, ბირთვული, ფაციალური და პალეონტოლოგიურ ანალიზზე. სხვადასხვა ნამარხებს შორის მეცნიერებმა აგმოაჩინეს ლომების, აფთრების, დათვების, პანთერების, სპილოების, მარტორქების, ირმისებრთა, ბიზონების, ასევე ფრინველის 25 სახეობის, 16 სახეობის მღრღნელის და 17 სახეობის ხელფრთიანების ნაშთები. ზოგიერთი ნამარხი 5 მილიონი წლის არის.

პეტრალონის მღვიმის სიგრძე 2 კმ-ს უდრის. შესასვლელი წარმოადგენს დაახლოებით 100 მეტრის სიგრძის ხელოვნურ გვირაბს (აშენდა 1974 წელს), ის გადის ეროზირებული მთის ფერდობში და მოიცავს ძველ ბუნებრივ შესასვლელს. მღვიმეში ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში მუდმივია და შეადგენს დაახლოებით 17 გრადუსს ცელსიუსით. შესასვლელის ორივე მხარეს მოწყობილია სპეციალური დახლები, სადაც არის განთავსებული ქვის და ძვლის იარაღები, მღვიმეში ნაპოვნი სხვადასხვა ცხოველის ძვლები, ყბის ნაწილები და კბილები. არანეკლებ ინტერესს იწვევს ტურისტებისთვის რამდენიმე დარბაზები თავისი უცნაური სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით და სტალაგნატებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება