მარტორქისებრნი
მარტორქისებრნი (ლათ. Rhinocerotidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2,5-4 მ, სიმაღლე — 1-2 მ, მასა — 3 ტ (და მეტსად) აღწევს, აქვთ სქელი კანი, ცხვირზე 1 ან 2 რქა, მოკლე კისერი, მოკლე და სამთითიანი ფეხები. ფერად მუქი რუხია. მხედველობა სუსტი აქვთ, სმენა და ყნოსვა — კარგი. მოკლე მანძილზე გარბიან 40-45 კმ/სთ სისწრაფით. იკვებებიან მცენარეულობით. მაკეობა 17-18 თვემდე გრძელდება. შობენ თითო ნაშიერს, რომლის მასა 20-25 კგ. ცოცხლობენ 70 წლამდე. ზოგან მარტორქისებრთა ხორცს ჭამენ. გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მარტორქისებრნის რაოდენობა ყველგან შემცირებულია და მათ იცავენ. ცნობილია 5 სახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია ინდური მარტორქა (Rhinoceros unicornis), რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდოეთსა და ნეპალში; თეთრი მარტორქა (Diceros simum), რომელიც ყველაზე დიდია მარტორქისებრთა შორის და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება; შავი მარტორქა (Diceros bicornis), რომელიც ბინადრობს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მარტორქისებრნი ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.
მარტორქისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თეთრი მარტორქა თბილისის ზოოპარკში | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rhinocerotidae (J. E. Gray, 1821) | ||||||||||||
|
კლასიფიკაცია
რედაქტირება- ოჯახი მარტორქისებრნი[1]
- ქვეოჯახი Rhinocerotinae
- ტრიბა Aceratheriini
- †Aceratherium ცხოვრობდა 33.9—3.4 მლნ წლის წინ
- †Acerorhinus 13.6—7.0 მლნ წლის წინ
- †Alicornops 13.7—5.33 მლნ წლის წინ
- †Aphelops 20.430—5.330 მლნ წლის წინ
- †Chilotheridium 23.03—11.610 მლნ წლის წინ
- †Chilotherium 13.7—3.4 მლნ წლის წინ
- †Dromoceratherium 15.97—7.25 მლნ წლის წინ
- †Floridaceras 20.43—16.3 მლნ წლის წინ
- †Hoploaceratherium 16.9—16.0 მლნ წლის წინ
- †Mesaceratherium
- †Peraceras 20.6—10.3 მლნ წლის წინ
- †Plesiaceratherium 20.0—11.6 მლნ წლის წინ
- †Proaceratherium 16.9—16.0 მლნ წლის წინ
- †Sinorhinus
- †Subchilotherium
- ტრიბა Teleoceratini
- †Aprotodon 28.4—5.330 მლნ წლის წინ
- †Brachydiceratherium
- †Brachypodella
- †Brachypotherium 20.0—5.33 მლნ წლის წინ
- †Diaceratherium 28.4—16.0 მლნ წლის წინ
- †Prosantorhinus 16.9—7.25 მლნ წლის წინ
- †Shennongtherium
- †Teleoceras 16.9—4.9 მლნ წლის წინ
- ტრიბა Rhinocerotini 40.4—11.1 მლნ წლის წინ—დღემდე
- †Gaindatherium 11.61—11.1 მლნ წლის წინ
- ქვეტრიბა Rhinocerotina 17.5 მლნ წლის წინ—დღემდე[2]
- †Rusingaceros 17.5 მლნ წლის წინ
- Rhinoceros – ინდური და იავური მარტორქა
- ტრიბა Dicerorhinini
- †Coelodonta – ბეწვიანი მარტორქა
- Dicerorhinus – სუმატრული მარტორქა
- †Dihoplus 11.610—1.810 მლნ წლის წინ
- †Lartetotherium 15.97—8.7 მლნ წლის წინ
- †Stephanorhinus 9.7—0.126 მლნ წლის წინ
- ტრიბა Dicerotini 23.03—დღემდე
- Ceratotherium – თეთრი მარტორქა 7.250—დღემდე
- Diceros – შავი მარტორქა 23.03—დღემდე
- †Paradiceros 15.97—11.61 მლნ წლის წინ
- Rhinocerotinae incertae sedis
- ტრიბა Aceratheriini
- ქვეოჯახი Elasmotheriinae
- †Gulfoceras 23.030—20.430 მლნ წლის წინ
- †Victoriaceros[4] 15 მლნ წლის წინ
- ტრიბა Diceratheriini
- †Diceratherium 33.9—11.610 მლნ წლის წინ
- †Subhyracodon 38.0—26.3 მლნ წლის წინ
- ტრიბა Elasmotheriini 20.0—0.126 მლნ წლის წინ
- †Bugtirhinus 20.0—16.9 მლნ წლის წინ
- †Caementodon
- †Elasmotherium 3.6—0.126 მლნ წლის წინ
- †Hispanotherium სინონიმი — Huaqingtherium 16.0—7.250 მლნ წლის წინ
- †Iranotherium
- †Kenyatherium
- †Meninatherium
- †Menoceras 23.03—16.3 მლნ წლის წინ
- †Ningxiatherium[5]
- †Ougandatherium 20.0—16.9 მლნ წლის წინ
- †Parelasmotherium
- †Procoelodonta
- †Sinotherium 9.0—5.3 მლნ წლის წინ
- †Gulfoceras 23.030—20.430 მლნ წლის წინ
- ქვეოჯახი Rhinocerotinae
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 461-462.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Haraamo, Mikko. (15 November 2005) Mikko's Phylogeny Archive entry on "Rhinoceratidae". დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ნოემბერი 2005. ციტირების თარიღი: 7 January 2008.
- ↑ Geraads, Denis (2010) Cenozoic Mammals of Africa. University of California Press, გვ. 675–689. ISBN 978-0-520-25721-4.
- ↑ Becker, Damien; Pierre-Olivier, Antoine; Maridet, Olivier (22 March 2013). „A new genus of Rhinocerotidae (Mammalia, Perissodactyla) from the Oligocene of Europe“. Journal of Systematic Palaeontology. 11 (8): 947–972 – წარმოდგენილია Taylor & Francis-ის მიერ.
- ↑ Geraads, Denis; McCrossin, Monte & Benefit, Brenda (2012). „A New Rhinoceros, Victoriaceros kenyensis gen. et sp. nov., and Other Perissodactyla from the Middle Miocene of Maboko, Kenya“. Journal of Mammalian Evolution. 19: 57–75. doi:10.1007/s10914-011-9183-9. დამოწმება იყენებს მოძველებულ პარამეტრს
|lastauthoramp=
(დახმარება) - ↑ Deng, Tao (2008). „A new elasmothere (Perissodactyla, Rhinocerotidae) from the late Miocene of the Linxia Basin in Gansu, China“ (PDF). Geobios. 41 (6): 719–728. doi:10.1016/j.geobios.2008.01.006.