მთავარი მენიუს გახსნა

აცერათერიუმი

(გადამისამართდა გვერდიდან Aceratherium)

აცერათერიუმი (ლათ. Aceratherium), ნამარხი ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი ურქო მარტორქების ჯგუფისა. ცხოვრობდნენ ევრაზიისა და აფრიკაში მესამეულ პერიოდში. თანამედროვე მარტორქასთან შედარებით მცირე ზომისანი იყვნენ, შესაძლოა უფრო მოძრავნიც. აცერათერიუმის ყველა სახეობას უკანა კიდურები სამთითა ჰქონდა; წინა კიდურებმა კი განიცადა ევოლუცია ოთხთითადან სამთითამდე.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქსე, ტ. 2, გვ. 72-73, თბ., 1977