პერსეპოლისი (ანიმაციური ფილმი)
პერსეპოლისი — 2007 წლის ანიმაციური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია მარჯან სატრაპის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ კომიქსზე. ფილმში მოთხრობილია ირანელი მოზარდი გოგონა მარჯანის ისტორია, რომლის ცხოვრებაშიც ბევრ ცვლილებას აქვს ადგილი. მისი მოზარდობის პერიოდი ემთხვევა ირანულ რევოლუციას, ამასთან, გოგონაში იღვიძებს პროტესტი საზოგადო დოგმების მიმართ. ფილმის დასასრულს, 21 წლის ასაკში გოგონა გარბის ქვეყნიდან.
პერსეპოლისი | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | ავტობიოგრაფიული ფილმი / 3D |
ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
რეჟისორი | მარჯან სატრაპი |
პროდიუსერი | ქსავიე რიგო, მარკ-ანტუან რობერი, ტარა გრეისი, მარკ ჟუსე, კეთლინ კენედი |
ანიმატორი(ები) | დემიენ ბარო, იუნ ვანი |
სტუდია | Je Suis Bien Content, Pumpkin 3D |
დისტრიბუტორი | Sony Pictures Classics, Diaphana Films |
პრემიერა |
![]() ![]() ![]() ![]() |
ხანგრძლივობა | 96 წთ |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული, სპარსული, ინგლისური, გერმანული |
ბიუჯეტი | 7,300,000 $ |
შემოსავალი | 22,752,488 $ |
საიტი: | ოფიციალური საიტი |
ფილმმა 2007 წლის კანის კინოფესტივალის ფარგლებში მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი. ფესტივალზე გამოსვლისას სატრაპიმ თქვა: "მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მთელი მსოფლიოსათვის არის განკუთვნილი, მე ამ პრიზს ვუძღვნი ყველა ირანელს". ფილმი აგრეთვე წარდგენილი იყო 2008 წლის ოსკარზე.
ტექნიკარედაქტირება
ფილმის დიდი ნაწილი შესრულებულია შავ-თეთრ ფერებში, ისევე როგორც კომიქსი. წარსულის ამბების თხრობისას გამოიყენება სილუეტები. ანიმაციაზე მუშაობდა ორი დიდი სტუდია Je Suis Bien Content და Pumpkin 3D.
როლებირედაქტირება
ორიგინალურ ფრანგულ ვერსიაში როლებს ახმოვანებდნენ
- კიარა მასტროიანი - მარჯანი
- კატრინ დენევი - დედა
- დანიელ დარიე - ბებია
- სიმონ აბკარიანი - მამა
ინგლისურენოვან ვერსიაში პერსონაჟებს კვლავ მასტროიანი და დენევი ახმოვანებენ. მამას ახმოვანებს შონ პენი, ბიძია ანუშს - იგი პოპი, ხოლო ბებია - ჯინა როულენდსი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ოფიციალური საიტი
- მარჯან სატრაპის ბლოგი დაარქივებული 2008-02-19 საიტზე Wayback Machine.