ვირჯინია კატრინ „ჯინა“ როულენდსი (ინგლ. Virginia Cathryn Gena Rowlands; დ. 19 ივნისი, 1930, მედისონი, უისკონსინის შტატი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ემის ჯილდოს მფლობელი, ოქროს გლობუსის ლაურეატი. ცნობილია მისი კოლაბორაციებით ამერიკელ მსახიობთან და რეჟისორთან, ჯონ კასავეტესთან. მათ ერთად ათი ფილმი გადაიღეს, მათ შორის „ქალი გავლენის ქვეშ“ (1974) და „გლორია“ (1980), რომელშიც როულენდსმა ოსკარი მოიპოვა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.

ჯინა როულენდსი

ჯინა როულენდსი 1959 წელს
დაიბადავირჯინია კეტრინ როულენდსი
19 ივნისი, 1930
მედისონი, უისკონსინის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
ეროვნებაამერიკელი
განათლებადრამატული ხელოვნების ამერიკული აკადემია
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე ჯონ კასავეტესი (1954-1989; კასავეტესის გარდაცვალებამდე) რობერტ ფორესტი (2012-)
შვილები ნიკ კასავეტესი, ალექსანდრა კასავეტესი, ზოი კასავეტესი

უთამაშია ვუდი ალენის ფილმში „სხვა ქალი“ (1988) და თავისი შვილის, რეჟისორი ნიკ კასავეტესის ფილმში, „უბის წიგნაკი“. 2015 წელს მან საპატიო ოსკარი მიიღო თავისი მრავალწლიანი და ნაყოფიერი კარიერისათვის.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ჯინა როულენდსი 19 ივნისს, 1930 წელს დაიბადა. როულენდსის მამა, ედვინ მირვინ როულენდსი ბანკირი და პოლიტიკოსი იყო, დედამისი, მერი ალენ ნილი (სასცენო სახელი - ლედი როულენდსი) კი - მსახიობი.

როულენდსი 1947-1950 წლებში უისკონსინის უნივერსიტეტში სწავლობდა. 1950 წელს იგი ნიუ-იორკში გადავიდა და დრამატული ხელოვნების ამერიკულ აკადემიაში განაგრძო სწავლა, სადაც იგი შეხვდა ჯონ კასავეტესს, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტს. 1954 წელს ისინი დაქორწინდნენ.

კარიერა რედაქტირება

 
ჯინა როულენდსი კანის კინოფესტივალზე

როულენდსს თავისი სატელევიზიო დებიუტი 1954 წელს ჰქონდა, ხოლო ორი წლის შემდეგ, 1956 წელს, იგი ბროდვეის თეატრის სცენაზე გამოჩნდა სპექტაკლში „შუაღამე“. ამის შემდეგ იგი ხშირად იყო ჩართული სატელევიზიო საქმიანობაში.

პირველი ემის ჯილდო მან ფილმისთვის „ადრეულ ყინვაში“ მოიპოვა, რომელშიც როულენდსი ასრულებს დედის როლს, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი ჰომოსექსუალია და აივ-ინფექციისგან კვდება.

როულენდსის დებიუტი კინემატოგრაფში 1958 წელს შედგა, როცა მან როლი მიიღო კომედიურ ფილმში „შეყვარების მაღალი ფასი“. ასევე ჰქონდა როლი ჯონ კასავეტესის 1959 წელს გამოსულ ფილმში „ჩრდილები“. წყვილის მნიშვნელოვან კოლაბორაციებს ასევე მიეკუთვნება „სახეები“ (1968), „მინი და მოსკოვიჩი“ (1971), „სიყვარულის ნაკადები“ (1984).

როულენდსის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმებია „ქალი გავლენის ქვეშ“ (1974) და „გლორია“ (1980). ორივე როლისთვის მან ოსკარი მიიღო.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

როულენდსი 1954 წლის 9 აპრილიდან 1989 წლის 3 თებერვლამდე (კასავეტესის სიკვდილამდე) ჯონ კასავეტესზე იყო დაქორწინებული. შეეძინათ სამი შვილი, მათგან ყველა მსახიობი ან რეჟისორია: ნიკ კასავეტესი, ალექსანდრა კასავეტესი და ზოი კასავეტესი. 2012 წელს როულენდსი დაქორწინდა ბიზნესმენ რობერტ ფორესტზე.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1958 „შეყვარების მაღალი ფასი“ The High Cost of Loving ჯენი ფრაი
1959 „ჩრდილები“ Shadows ქალი ღამის კლუბში
1962 „მარტოსულები გაბედულები არიან“ Lonely Are the Brave ჯერი ბონდი
1962 „სულიერი გზა“ The Spiral Road ელსი
1963 „ბავშვი იცდის“ A Child Is Waiting სოფი ვიდიკომბი
1967 „ტონი რომი“ Tony Rome რიტა კოსტერმანი
1968 „სახეები“ Faces ჯენი რეპი
1969 „ტყვიამფრქვევი მაკკეინი“ Machine Gun McCain როზმარი სკოტი
1971 „მინი და მოსკოვიჩი“ Minnie and Moskowitz მინი მური
1974 „ქალი გავლენის ქვეშ“ A Woman Under The Influence მეიბელ ლონგეტი
1976 „ორწუთიანი გაფრთხილება“ Two-Minute Warning ჯანეტი
1977 „გახსნის საღამო“ Opening Night მირტლი გორდონი
1980 „გლორია“ Gloria გლორია სვენსონი
1982 „ქარიშხალი“ Tempest ანტონია დიმიტრიუსი
1984 „სიყვარულის ნაკადები“ Love Streams სარა ლავსონი
1984 „თითქმის არ ვარ შეშლილი: ჯონ კასავეტესი, კაცი და მისი შემოქმედება“ I'm Almost Not Crazy: John Cassavetes, the Man & His Work თავისი თავი
1987 „დღის სინათლე“ Light Of Day ჯანეტ რასნიკი
1988 „სხვა ქალი“ Another Woman მარიონ პოსტი
1991 „ღამე დედამიწაზე“ Night On Earth ვიქტორია სნელინგი
1991 „ტედი და ვენერა“ Ted & Venus მისის ტარნერი
1995 „საუბრის თემა“ Something To Talk About ჯორჯია კინგი
1995 „ნეონის ბიბლია“ The Neon Bible მეი მორგანი
1997 „ის ძალიან საყვარელია“ She's So Lovely მის ჯეინ გრინი
1998 „პაული“ Paulie ივი
1998 „გულით თამაში“ Playing by Heart ჰანა
1999 „უიკენდი“ The Weekend ლორა პონტი
2004 „მკვლელობა“ Taking Lives მისის აშერი
2004 „უბის წიგნაკი“ The Notebook მოხუცი ელი ქოლჰოუნი
2005 „ჩონჩხის გასაღები“ The Skeleton Key ვაიოლეტ დევერეუ
2006 „პარიზო, მიყვარხარ“ Paris, je t'aime ჯინა
2007 „დამტვრეული ინგლისური“ Broken English ვაიოლეტ დევერეუ
2007 „პერსეპოლისი“ Persepolis ბებია
2011 „ოლივი“ Olive
2012 „ყვითელი“ Yellow მიმი
2013 „მილიარდის ერთი ნაწილი“ Parts Per Billion ესთერი
2014 „ექვსი ცეკვის გაკვეთილი ექვს კვირაში“ Six Dance Lessons in Six Weeks ლილი ჰარისონი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება