მარჯან სატრაპი
მარჯან სატრაპი (ფრანგ. Marjane Satrapi, სპარს. مرجانه ساتراپی; დ. 22 ნოემბერი, 1969, რეშთი) ― ირანული წარმოშობის ფრანგი გრაფიკული რომანისტი, ილუსტრატორი, კინორეჟისორი და საბავშვო წიგნების ავტორი. მისი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარია ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანი „პერსეპოლისი“.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1969 წელს, ირანის ქალაქ რეშთში.[12]გაიზარდა თეირანში, საშუალო კლასის ოჯახში.[13]
ბავშვობის პერიოდში, მარჯანი ისლამური რეჟიმის უამრავ სისასტიკეს შეესწრო. მისი ოჯახის ბევრ მეგობარს დევნიდნენ, ბევრიც სიკვდილით დასაჯეს. მის ცხოვრებაზე პირდაპირ თუ ირიბად აისახებოდა ისლამისტური რეპრესიები, ომი, რელიგიური ტერორი.
1983 წელს მშობლებმა 14 წლის მარჯანი ავსტრიაში გაგზავნეს.[14] მისი წამოსვლის მთავარი მიზეზი რელიგიური ირანიდან თავის დაღწევა და გახსნილ, სეკულარულ ევროპაში ცხოვრების აუცილებლობა იყო. ვენაში მარჯანმა ფრანგული ლიცეუმი დაამთავრა.
ავსტრიაში მყოფი საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიდა. იქ გატარებული ბოლო სამი თვე უსახლკარო ცხოვრებას ეწეოდა, სანამ თითქმის მკვდარი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში არ მოათავსეს. გამოჯანმრთელების შემდეგ, 19 წლის მარჯანი სამშობლოში დაბრუნდა და სამხატვრო კოლეჯში ჩააბარა.[15]
21 წლის ასაკში დაქორწინდა თანაკურსელ რეზაზე, ირან-ერაყის ომის ვეტერანზე, მაგრამ მალევე დაშორდა მას. განქორწინების შემდეგ, 1994 წელს საფრანგეთში, სტრასბურგში გადავიდა საცხოვრებლად და დეკორატიული ხელოვნების ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.
ამჟამად ცხოვრობს პარიზში, მუშაობს ცნობილ გაზეთებში, დაქორწინებულია შვედ მსახიობ მათიას რიპაზე.
მშობლიური ენის, სპარსულის გარდა სატრაპი ფლობს ფრანგულ, ინგლისურ, შვედურ, გერმანულ და იტალიურ ენებს.[16]
გრაფიკული რომანები
რედაქტირებასატრაპი ცნობილი გახდა ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანებით, რომლებიც პირველად 2000-2003 წლებში ფრანგულ ენაზე 4 ნაწილად გამოიცა. 2003-2004 წლებში რომანები ინგლისურად ითარგმნა და ორ ნაწილად გამოქვეყნდა: „პერსეპოლისი“ და „პერსეპოლისი 2“.
„პერსეპოლისი“ ავტორის ბავშვობისა და ახალგაზრდობის შესახებ გვიყვება, რომელიც ირანისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან პერიოდს – შაჰის ჩამოგდებას, 1979 წლის ისლამურ რევოლუციას და ერაყთან ომს დაემთხვა. სატრაპი საკუთარი თავისა და ოჯახის მაგალითზე გვიამბობს, თუ როგორ აისახა ისლამისტური რეპრესიები და რელიგიური ტერორი რიგითი ირანელი ადამიანების ცხოვრებაზე. ირანის მთავრობამ რომანს ისლამოფობიური უწოდა.[13]
2019 წელს ჟურნალ The Guardian-ის სიაში „21-ე საუკუნის 100 საუკეთესო წიგნი“ „პერსეპოლისი“ 47-ე ადგილზე მოხვდა.[17]
ფილმები
რედაქტირება2007 წელს სატრაპმა ვინსენტ პარონოუდთან ერთად „პერსეპოლისის“ მიხედვით ანიმაციური ფილმი გადაიღო. პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და ფილმმა ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა.[18] „პერსეპოლისი“ წარდგენილი იყო ოსკარზე ნომინაციაში საუკეთესო ანიმაციური სურათი.[19] ირანის ხელისუფლებამ დაგმო ფილმი და მოხსნა ბანგკოკის საერთაშორისო კინოფესტივალიდან.[20]
2019 წელს სატრაპმა გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი მარია კიურიზე, ორგზის ნობელის პრემიის ლაურეატ პოლონელ ქიმიკოსზე. ფილმის სათაურია „რადიოაქტიური“.[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირანული ხელოვნება ისლამური რევოლუციის წინააღმდეგ
- ემა უოთსონის ინტერვიუ მარჯან სატრაპთან
- მარჯან სატრაპი — ბაკურ სულაკურის გამომცემლობა
- Persepolis film (2008) official website, Sony Picture Classics
- Marjane Satrapi, author at Random House
- Marjane Satrapi biography on Lambiek Comiclopedia
- "Princess of Darkness", interview by Robert Chalmers, The Independent (1 October 2006)
- Marjane Satrapi interview დაარქივებული 2008-05-31 საიტზე Wayback Machine. at Bookslut (2004)
- Marjane Satrapi interview at Powells.com (2006)
- Marjane Satrapi interview at Reviewgraveyard.com
- The Comic World of Marjane Satrapi: Yearnings for a Lost Homeland დაარქივებული 2012-11-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Bibliothèque nationale de France Record #135762942 // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ "J'ai été très bien accueillie et je n'oublierai jamais que j'ai été naturalisée grâce à Jack Lang." (Abusdecine perse les secrets de « Persepolis » [მკვდარი ბმული]).
- ↑ Vingt-deux films pour une palme d'Or. ციტირების თარიღი: 8 December 2018.
- ↑ La société iranienne // Le Monde / J. Fenoglio — Paris: Société éditrice du Monde, 2005. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ 2015 års Adamsonvinnare — Svenska Serieakademien, 2015.
- ↑ Malin Biller får Adamsonstatyetten // Nya Wermlands-Tidningen — 2015. — ISSN 1103-985X
- ↑ arrêté ministériel du 17 juillet 2015
- ↑ Premiats
- ↑ 2004 Harvey Award Winners Announced! — Diamond Comic Distributors.
- ↑ Marjane Satrapi, Premio Princesa de Asturias de Comunicación y Humanidades
- ↑ Who's Who in France — Paris: 2003. — P. 1700. — ISSN 0083-9531; 2275-0908
- ↑ „Marjane Satrapi“. The Washington Post (ინგლისური). 20 January 2008. ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 10 February 2016.
- ↑ 13.0 13.1 Hattenstone, Simon (29 March 2008). „Confessions of Miss Mischief“. The Guardian. ციტირების თარიღი: 7 November 2012.
- ↑ Bédarida, Catherine. "Marjane Satrapi dessine la vie de l'Iran." Le Monde. 25 June 2003. Retrieved on 21 September 2009.
- ↑ Heather Lee Schroeder (2010). A Reader's Guide to Marjane Satrapi's Persepolis. Enslow Publishers, Inc., გვ. 136. ISBN 978-0-7660-3166-1. ციტირების თარიღი: 6 September 2011.
- ↑ Author Bio: Marjane Satrapi. Michael Schwartz Library: Cleveland State University (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 6 September 2011.
- ↑ „The 100 best books of the 21st century“. The Guardian. 2019-09-21. ციტირების თარიღი: 22 September 2019.
- ↑ Festival de Cannes: Persepolis. festival-cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2012. ციტირების თარიღი: 20 December 2009.
- ↑ „Persepolis (2007) NYT Critics' Pick“. The New York Times. 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2007. ციტირების თარიღი: 6 September 2011.
- ↑ Highly Acclaimed 'Persepolis' Denounced by Iran en. ციტირების თარიღი: 13 March 2019
- ↑ Keslassy, Elsa; Keslassy, Elsa. (19 February 2018) Amazon Boards Marjane Satrapi’s Marie Curie Biopic ‘Radioactive’ (EXCLUSIVE) en. ციტირების თარიღი: 13 March 2019