პეზიზა, პეციცა (ლათ. Peziza) — ჩანთიანი სოკოების გვარი. ნაყოფსხეული ჯამის ან ლამბაქის ფორმისაა, დიამეტრით 1–5 (10-მდე) სმ, ხშირად უსწორმასწორო და გაწყვეტილი კიდეებით, მჯდომარეები ან ძალიან მოკლე ფეხით არიან. შიდა ნაწილი ყავისფერი, მურა, ნარინჯისფერი ან იასამნისფერია, გარე — მომურო, მოთეთრო, შიშველი, მარცვლოვანი ან დაფქვილული. საპროტროფული ორგანიზმებია. იზრდებიან ტყეებში, ბაღებში, პარკებში; მარტოდ ან ჯგუფებად; ტენიან ნიადაგზე, ფოთლოვანი ჯიშების ლპობად მერქანზე, ცხოველთა ექსკრემენტებზე, ნაკოცონარ ადგილებზე.[1] მოიცავს 85–100 სახეობას.[2] საკვებად უვარგისებია. ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება მურა ჯამა სოკო (P. badia),[3] რომელიც ძირითადად ზაფხულში და შემოდგომაზე დიდ ჯგუფებად ჩნდება წიწვიან ტყეებში, უმთავრესად ტყის პირებსა და გზების გასწვრივ.[1]

პეზიზა

მურა ჯამა სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Peziza (Dill. ex Fries, 1822)
  1. 1.0 1.1 Гарибова Л. В. ПЕЗИЗА // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 515.
  2. Kirk PM, Cannon PF, Minter DW, Stalpers JA (2008). Dictionary of the Fungi, 10th, Wallingford, UK: CAB International, გვ. 512. ISBN 978-0-85199-826-8. 
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 35, ISBN 99940-856-1-1.