პატარა ქაჩუ
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და ჩეჩნეთში
პატარა ქაჩუ — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე, მდინარე ფარსმისხევის (პირიქითი ალაზნის შენაკადი) სათავეში, საქართველოსა და რუსეთის ჩეჩნეთის საზღვარზე. პატარა ქაჩუ გაწოლილია ქაჩუს უღელტეხილის აღმოსავლეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 3823 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. ზედა ნაწილი კლდოვანია, მცენარეულობა არ ხარობს. სამხრეთ კალთაზე დაკიდებული მყინვარია, რომლის ქვედა ნაწილი მორენული მასალის ქვეშაა მოქცეული.
პატარა ქაჩუ | |
---|---|
კოორდინატები: 42°32′16″ ჩ. გ. 45°32′31″ ა. გ. / 42.53778° ჩ. გ. 45.54194° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ჩეჩნეთი |
სიმაღლე | 3823 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- კურდღელაიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 496.