პატარა ომი უნგრეთში
პატარა ომი უნგრეთში | |||
---|---|---|---|
ავსტრია_თურქეთის ომების ნაწილი | |||
ესტერგომის ალყა 1543 | |||
თარიღი | 1526—1568 | ||
მდებარეობა | უნგრეთის სამეფო | ||
შედეგი | უნგრეთი გაიყო ოსმალეთის იმპერიას (ოსმალეთის უნგრეთი), აღმოსავლეთ უნგრეთის სამეფოსა და ჰაბსბურგებს (უნგრეთის სამეფო) შორის | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
პატარა ომი უნგრეთში — კონფლიქტების სერია ერთის მხრივ, ჰაბსბურგებსა და მეორეს მხრივ, ოსმალეთის იმპერიასა და მის მოკავშირეებს შორის, რომელიც გაგრძელდა 1526 წლიდან (მოჰაჩის ბრძოლა) 1568 წლამდე და გამოიწვია დიდი მსხვერპლი ორივე მხრიდან.
ავსტრიის კონტრშეტევა
რედაქტირება1529 წელს ვენაში სულეიმან I-ის მარცხის შემდეგ, ფერდინანდ I-მა თავის თავზე აიღო ინიციატივა და წამოიწყო კამპანია შურისძიების მიზნით სულეიმანის 120 000 კაციანი რაზმის წინააღმდეგ მიყენებული ზარალის საპასუხოდ. სულეიმანის ვასალი, უნგრეთის მეფე იანოშ ზაპოლიაი თავს დაესხა ბუდას, მაგრამ ფერდინანდმა მოახერხა გრანისა და სხვა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეების აღება დუნაიზე.[1]
კოზეგის ალყა
რედაქტირება1532 წელს სულეიმანი კვლავ დაიძრა 120 000-იანი არმიით ვენისკენ. ფერდინანდმა უკან დაიხია და მხოლოდ 700 კაცი დატოვა არტილერიის გარეშე კოზეგის დასაცავად. პარგელი იბრაჰიმ ფაშა ვერ აცნობიერებდა, რომ კოზეგი არ იყო სათანადოდ გამაგრებული. გარნიზონმა მამაცი ხორვატი კაპიტან ნიკოლა იურიშიჩის მეთაურობით მოიგერია ყველა შეტევა. შედეგად დაიწყო მოლაპარაკებები. გარნიზონს შესთავაზეს უფასო გასვლა ქალაქის ჩაბარების სანაცვლოდ. აგვისტოს წვიმების დაწყებისთანავე ოსმალეთის ჯარი იძულებული გახდა უკან დაეხია.
სამშვიდობო ხელშეკრულება
რედაქტირებაფერდინანდსა და სულეიმანს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. იანოშ ზაპოლიაი უნგრეთის მეფედ და ოსმალეთის ვასალად აღიარეს, თურქებმა აღიარეს უნგრეთის დანარჩენი ნაწილი ჰაბსბურგების შემადგენლობაში.[2]
ოსიეკის ალყა
რედაქტირებახელშეკრულებამ არ დააკმაყოფილა არც იანოშ ზაპოლიაი და არც ფერდინანდი. მათი ჯარები შეტაკებაზე გადავიდნენ საზღვრის გასწვრივ. 1537 წელს ფერდინანდმა გადაწყვიტა იანოშისთვის დარტყმა მიეყენებინა (და ამით სამშვიდობო ხელშეკრულება დაერღვია) თავისი "საუკეთესო" გენერლების გაგზავნით ოსიეკის ასაღებად. თუმცა, ალყა ავსტრიის დამარცხებით დასრულდა, რომელიც მასშტაბით მოჰაჩის ბრძოლაში დამარცხებას უდრიდა. ვენაზე ახალი თავდასხმის ნაცვლად, სულეიმანმა 8000-კაციანი ცხენოსანი კორპუსი იტალიაში ოტრანტოსთან გადასვა. ვინაიდან მოსალოდნელი კოორდინირებული შეჭრა საფრანგეთის მხრიდან არ მოხდა, თურქული ჯარები დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ მოახერხეს კიდევ ერთხელ დაემარცხებინათ ჰაბსბურგების კოალიცია 1538 წელს პრევეზას მახლობლად საზღვაო ბრძოლაში.[3]
ჰაბსბურგების კიდევ ერთი დამამცირებელი დამარცხება იყო ბუდას ალყა. იანოშ ზაპოლიაი გარდაიცვალა 1540 წელს, ამ დროს მისი ვაჟი მხოლოდ რამდენიმე კვირის გახლდათ. იანოშის გარდაცვალების შემდეგ ავსტრიელები გადავიდნენ ბუდაში. 1541 წელს ასაკოვანი გენერალი როგენდორფი ბუდასთან დამარცხდა, სანამ დუნაის გადაკვეთდა და ქალაქს ალყაში მოაქცევდა.[4]
სულეიმანის 1543 წლის კამპანია
რედაქტირება1543 წლის აპრილში სულეიმანმა წამოიწყო ახალი კამპანია უნგრეთში, დაიბრუნა გრანი, სხვა ციხესიმაგრეები დუნაიზე და უნგრეთის დიდი ნაწილი საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია. 1543 წლის აგვისტოში თურქებმა წარმატებით აიღეს ესტერგომი, ხოლო 1543 წლის სექტემბერში — სეკესფეჰერვარი, შიქსოსი და სეგედი.[5]
ავსტრიელებსა და თურქებს შორის მშვიდობიანი ვითარება გაგრძელდა 1552 წლამდე, სანამ სულეიმანმა ეგერზე შეტევა არ გადაწყვიტა. ეგერის ალყა მარცხით დასრულდა, ავსტრია-უნგრეთის გამარჯვებამ ეგერთან მრავალჯერადი დამარცხების შემდეგ, ავსტრიელებს საფუძველი მისცათ ეფიქრათ, რომ უნგრეთი კვლავ სადავო ტერიტორიად რჩებოდა და სამუდამოდ არ იყო დაკარგული.[6]
1566 წელს სულეიმანმა კვლავ შეუტია უნგრეთს. ის უკვე მოხუცი გახლდათ და გარდაიცვალა სიგეტვართან ბრძოლის დროს, მაგრამ კამპანია მთლიანობაში წარმატებული აღმოჩნდა თურქებისთვის: მათ უნგრეთში დაამარცხეს ავსტრიელები და კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები აიღეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Tracy, James. "The Road to Szigetvár: Ferdinand I's Defense of His Hungarian Border, 1548–1566." Austrian History Yearbook 44 (2013): 17–36.
- Turnbull Stephen, (2003). The Ottoman Empire 1326–1699. New York: Osprey Publishing. ISBN 1-84176-569-4.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Turnbull, Stephen. The Ottoman Empire 1326–1699. New York: Osprey, 2003. pg 51
- ↑ Korpás, Zoltán: La correspondencia de un soldado español de las guerras de Hungría a mediados del siglo XVI. Comentarios al diario de Bernardo de Aldana (1548–1552). In: Hispania, Vol. 60, no 206, 2000, pp. 881–910 ^ Dixon, C. Scott; Fuchs, Martina: The histories of Emperor Charles V: nationale Perspektiven von Persönlichkeit und Herrschaft. Münster: Aschendorff, 2005. ISBN 3402065746, p. 235
- ↑ Lambton, Ann Katherine Swynford; Lewis, Bernard (1984). The Cambridge History of Islam. Cambridge University Press. p. 328. ISBN 978-0-521-29135-4.
- ↑ map: https://4.bp.blogspot.com/-IeSxQBaaJ7s/TdJE_SXgNfI/AAAAAAAAAjA/5cXqXNWuoYA/s1600/1541oszmanhoditas.jpg
- ↑ Map: https://4.bp.blogspot.com/-eYwjL_nII2o/UAgu3nZvK7I/AAAAAAAABpI/7fKMIGYYy4A/s1600/torok+hadjarat+terkepe+1526-1547.jpg
- ↑ Finkel, Caroline (1988). The Administration of Warfare: The Ottoman Military Campaigns in Hungary, 1593–1606. Vienna: VWGÖ. p. 8. ISBN 3-85369-708-9.