ნიკოლა იურიშიჩი
ბარონი ნიკოლა იურიშიჩი (უნგრ. Miklós Jurisics; დ. 1490 — გ. 1545) — ხორვატი თავადაზნაური, ჯარისკაცი და დიპლომატი.
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლა იურიშიჩი დაიბადა ხორვატიის ქალაქ სენში.
1522 წლისთვის იურიშიჩი ფერდინანდ I ჰაბსბურგის ჯარების ოფიცრად იხსენიება. ამ დროს ის ხორვატიის ციხეებს ოსმალთა იმპერიის შემოტევისგან იცავდა, რომელთაც სულეიმან I მეთაურობდა და ვენისკენ მიემართებოდა. 1522-1526 წლებში იურიშიჩმა რაინდობა მიიღო.[1]
მოჰაჩის ბრძოლის შემდეგ (1526) მეფემ იურიშიჩს საზღვრების მცველი ძალების უმაღლესი არმიის მთავარსარდლის მეთაურის წოდება მიანიჭა. იურიშიჩმა თავის მხრივ 1527 წლის ცეტინის არჩევნებში შუამავლის როლი ითამაშა, რითაც ფერდინანდ I-ს გამეფებაში ხელი შეუწყო. 1530 წელს იურიშიჩი ოსმალებთან მოსალაპარაკებლად კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Pallas Nagy Lexikona (უნგრული)