პასტუხოვის სურო
პასტუხოვის სურო (ლათ. Hedera pastuchowii) — მრავალწლოვანი, ხისებრი მცენარე არალიისებრთა ოჯახისა. იშვიათი სახეობაა. შემცირებულია რაოდენობაში, რის გამოც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნებში“.
პასტუხოვის სურო | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Hedera pastuchowii | |||||||||||
|
წარმოადგენს მაღალ წვეტიან ბუჩქნარს, რომელიც განფენილია მიწაზე ან ემაგრება ხეების ღეროს ფესვების მეშვეობით. ყლორტი ღია ყავისფერია, იშვიათი ბეწვით. ფოთლები წვრილია, ღია მომწვანო, რომელთა სიგრძეა 10 სმ, ხოლო სიგანე 6 სმ. ნაყოფი მოშავოა (დიამეტრი 6-10 სმ). მიწაზე გართხმული ყლორტების ფოთლები მომრგვალოკვერცხისებრია, მთლიანი ან დანაკვთული, მხოხავი ყლორტებისა — მოგრძოკვერცხისებრნი.
იზრდება ფოთლოვან ტყეებში. პასტუხოვის სურო გავრცელებულია აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, კერძოდ აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ საქართველოში. გვხვდება აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. გავრცელებულია ასევე დაღესტანში და ირანის ჩრდილოეთით.
საქართველოში პასტუხოვის სურო რეგისტრირებულია ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში,[1] ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში[2] და აჯამეთის აღკვეთილში.[3] კარგი თაფლოვანი მცენარეა.[4]
სქოლიორედაქტირება
- ↑ სტატია ლაგოდეხის ნაკრძალი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 98-99, თბ., 1983 წელი.
- ↑ ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი
- ↑ აჯამეთის აღკვეთილი
- ↑ სტატია სურო, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 612-613, თბ., 1985 წელი.