პარაცელსუსი (ნამდვილი სახელი და გვარი ფილიპუს ავრეოლუს თეოფრასტუს ბომბასტუს ფონ ჰოენჰაიმი; დ. 1493 ან 1494 — გ. 24 სექტემბერი, 1541, ზალცბურგი) — აღორძინების ეპოქის ექიმი, ბოტანიკოსი, ალქიმიკოსი, ასტროლოგი და ოკულტისტი. განათლება მიიღო იტალიის ქალაქ ფერარაში. დაახლოებით 1515 წელს მიენიჭა ექიმის წოდება; იყო ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორი (1526) და ქალაქის ექიმი. ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. გამოდიოდა სქოლასტიკური მედიცინისა და გალენოსის ავტორიტეტის ბრმა აღიარების წინააღმდეგ, მათ უპირისპირებდა დაკვირვებისა და ცდის მეთოდს. უარყოფდა მოძღვრებას ადამიანის სხეულის 4 წვენის შესახებ და მიაჩნდა, რომ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესი ქიმიური პროცესია. პარაცელსუსი შეისწავლიდა ქიმიური ელემენტებისა და შენაერთების სამკურნალო მოქმედებას, ქიმია დაუახლოვა მედიცინას და ამრიგად გახდა იატროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. გამოყოფდა მცენარეებიდან წამლებს და ტინქტურის, ექსტრაქტისა და ელექსირის სახით იყენებდა სამკურნალოდ. პარაცელსუსმა განავითარა იმ დროისათვის ახალი წარმოდგენა დოზირების შესახებ; სამკურნალოდ იყენებდა მინერალური წყაროების წყალს, მიუთითა ცალკეული დაავადებების სამკურნალოდ სპეციფიკური საშუალებების (მაგალითად, ვერცხლისწყალი ათაშანგის სამკურნალოდ) ძიებისა და გამოყენების აუცილებლობაზე. პარაცელსუსმა შექმნა მოძღვრება „არქეზე“ — უმაღლეს სულიერ პრინციპზე, რომელიც თითქოს არეგულირებს ორგანიზმის ცხოველმოქმედებას. პარაცელსუსმა აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა ტოქსიკოლოგიას.

პარაცელსუსი
დაბადების თარიღი 11 ნოემბერი ან 17 დეკემბერი 1493
ეგი, შვიცის კანტონი, შვეიცარია
გარდაცვალების თარიღი 24 სექტემბერი 1541
ზალცბურგი
ალმა-მატერი ბაზელის უნივერსიტეტი
ფერარის უნივერსიტეტი
პროფესია მედიცინა
ბოტანიკა
ალქიმია
ასტროლოგია
ოკულტიზმი

თხზულებები

რედაქტირება
  • Sämmtliche Werke, Abt. 1, Bd 1—14, Münch. — Jena, 1922—36;
  • Abt. 2, Bd 4, 5, Wiesbaden, 1955—56.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება