პაოლო დი კანიო
პაოლო დი კანიო (იტალ. Paolo Di Canio; დ. 9 ივლისი, 1968, რომი, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 9 ივლისი, 1968 | ||
დაბადების ადგილი | რომი, იტალია | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ლაციო | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1985–1990 | ლაციო | 54 | (4) |
1986–1987 | ტერნანა (იჯარა) | 27 | (2) |
1990–1993 | იუვენტუსი | 78 | (6) |
1993–1994 | ნაპოლი | 26 | (5) |
1994–1996 | მილანი | 37 | (6) |
1996–1997 | სელტიკი | 24 | (12) |
1997–1999 | შეფილდ უენსდი | 41 | (15) |
1999–2003 | ვესტ ჰემი | 118 | (48) |
2003–2004 | ჩარლტონ ატლეტიკი | 31 | (4) |
2004–2006 | ლაციო | 50 | (11) |
2006–2008 | ჩისკო რომა | 46 | (14) |
ეროვნული ნაკრები | |||
1988–1990 | იტალია 21-წლ. | 9 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საფეხბურთო კარიერა
რედაქტირებაპაოლო დი კანიო რომის ლაციოს სკოლის აღზრდილია, თუმცა დიდ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია რომაულ კლუბში. იგი ყოველთვის იყო ძირითადი ფეხბურთელი კლუბების როგორებიცაა ლაციო, იუვენტუსი, ნაპოლი და მილანი, თუმცა უმეტესად ის მაინც ჩრდილში იყო ისეთი ფეხბურთელების როგორებიცაა ალესანდრო დელ პიერო, რობერტო ბაჯო და ჯანლუკა ვიალი, რის გამოც ის ვერ გაიხსნა ბოლომდე. პაოლო ურო სხვა მხრივ გამოირჩეოდა, ის იზრდებოდა რომის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ უბანში კვარტიჩოლოში, სადაც უმეტესი წილი რომას ფანებს ეჭირათ, თუმცა იგი როგორც ლაციალედ აღიზარდა და ასევე მას არაერთხელ დაუმალავს რომ ბენიტო მუსოლინის თაყვანისმცემელია, რაც მის მხარზე გაკეთებული სვირინგი DUX მიგვანიშნებს, რაც ლათინურად დუჩეს ნიშნავს.
1996/97 წელს დი კანიო გლაზგო სელტიკის ფეხბურთელი ხდება, სადაც იმავე წელსვე საუკეთესო ფეხბურთელი ხდება. ამის შემდეგ იგი ინგლისში შეფილდ უენსდის უერთდება. პაოლოს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, რის გამოც იმდროინდელი იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი ხშირად იგნორირებას უკეთებდა პაოლოს. შეფილდის მწვრთნელიც რონ ატკინსონიც ხშირად ადანაშაულებდა პაოლოს იმაში რო მას მომენტებში უბრალოდ ეკიდა თამაში, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ საინტერესო ფაქტი მოხდა, ატკინსონმა პაოლო გუნდის კაპიტნად დანიშნა და დიდ წილად მისი დამსახურებით არ გავარდნენ ბუები დაბლა დივიზიონში. 1998 წელს სექტემბერს არსენალის წინააღმდეგ დი კანიომ და მარტიონ კიოუნმა ერთმანეთში წაიკინკლავეს, რაც უფრო მძიმე შეჯახებაში გადაიზარდა და მსაჯმა დი კანიო მოედნიდან გააძევა, თუმცა პაოლომ ამაზე მსაჯს ხელი კრა და უთხრა რომ იგი არასწორი იყო. ეს საქციელი მძიმედ აისახა დი კანიოზე და ბრიტანული პრესაც არაერთხელ სდებდა მას ბრალს როგორც "ბინძური" ფეხბურთელი. 1999 წელს პაოლოს ბევრი შემოთავაზება ჰქონდა იტალიიდან და ესპანეთიდან, თუმცა მან ინგლისში დარჩენა ამჯობინა და ლონდონის ვესტ ჰემს შეუერთდა. იმჟამინდელი მწვრთნელი ჩაქუჩების ჰარი რედნაპი დი კანიოსნაერ ლიდერს ეძებდა გუნდისთვის და მალევე პაოლოც შეუდგა საქმეს. სტატისტიკის მიხედვით რაც ინგლისში დათვლა ძალიან უყვართ პაოლო ყველაზე პროდიქტიული და სასარგებლო ფეხბურთელი ხდება ლიგის.
2000 წელს 16 დეკემბერს ისეთი რამე მოხდა ევერტონთან თამაშში რომ დღემდე და ყოველთვის ემახსოვრებათ ფეხბურთის ფანებს დი კანიოს საქციელი. ვესტ ჰემის ერთმა ფეხბურთელმა ჩააწოდა ბურთი, როდესაც ევერტონის მეკარემ პოლ ჯერარდმა შეჯახების დროს ტრავმა მიიღო, ეს რომ დაინახა პაოლომ ბურთი ხელში და თითით ჯერარდისკენ ანიშნა. ეს კადრები მთელმა მსოფლიომ მოიარეს და ფიფამაც დი კანიოს Fair Play-ს ჯილდო გადასცეს. პაოლომ ვესტ ჰემის ლეგენდა გახდა, თუმცა იგი ჩარლტონში გადავიდა, რის მერეც კი ოცნება აისრულა და ისევ ლაციოში დაბრუნდა, თან ისე რომ ძალიან მცირე ხელფასზე დათანხმდა.
რომშო პაოლოს დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ ლაციოს ულტრასები და პაოლოც საქმეს შეუდგა გუნდში, თუმცა მისი ფაშისტური გამოხტომები ხშირად ცუდ რეპუტაციას უქმნიდნენ კლუბს და ხელმძღვანელობას, რის გამოც არაერთხელ დააჯარიმეს კლუბიც და თვითონ პაოლოც. ფანებისთვის რა თქმა უნდა ეს არაფერი იყო, განსაკუთრებით პაოლოს მოგებული დერბი რომ ახსენდებათ მით უმეტეს, ეს კაცი იყო ლეგენდა „ლაციოსთვის“ და ყოველთვის მასე იქნება, თუმცა კლაუდიო ლოტიტომ მისი გამოხტომები არ აპატია და გუნდიდან მოკვეთა, რის გამოც პაოლომ იქვე რომის კლუბს ჩისკო რომას მიაკითხა, სადაც არც თუ ისე ურიგოდ გამოდიოდა. გუნდი სერია ც2-ში გამოდიოდა, თუმცა დი კანიოს მოსვლით გუნდმა შეძლო და მე-2 წელს სერია ც1-ში აღზევდა. 2008 წელს მარტში კი დი კანიო დიდი ფეხბურთიდან წავიდა.
სამწვრთნელო კარიერა
რედაქტირებაპაოლოს UEFA Pro Licence აქვს მწვრთნელობის აღებული, ხოდა 2011 წელს იგი ინგლისური კლუბის სუინდონ თაუნის მთავარ მწვრთნელად ინიშნება, თვითონ გუნდი კი ინგლისის რანგით მე-4 დივიზიონში გამოდის. დი კანიოს მძიმე ხასიათმა არც სუინდონში დატოვეს და მას ჩხუბიც კი მოუვიდა გუნდის ფორვარდთან ლეონ კლარკთან, თუმცა ეს გუნდზე არ აისახა რადგან მისი გუნდი იმ სეზონში რანგით მაღლა დივიზიონში აღზევდა და ყველას იმის იმდი გაუჩნდა რომ პაოლო ამ გუნდს კიდე უფრო მაღლა აიყვანს. ერთი სიტყვით პაოლომ დაიწყო მწვრთნელობა.
მიღწევები
რედაქტირება- იტალიის ჩემპიონი (1996)
- უეფას თასის გამარჯვებული (1993)
- ინტერტოტოს თასის გამარჯვებული (1994)
- უეფას სუპერთასის გამარჯვებული (1994)
ინდივიდუალური მიღწევები
რედაქტირება- შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (1997)
- Fair Play-ის პრემიის ლაურეატი (2000)
სამწვრთნელო მიღწევები
რედაქტირება- ინგლისის საფეხბურთო ლიგა 2-ის გამარჯვებული (2012)