პაოთოუ
პაოთოუ (ჩინ.: 包头市; ფინინი: Bāotóu; მონღ. Buɣutu qota) — მოსახლეობის მხრივ უდიდესი ქალაქი შიდა მონღოლეთის ტერიტორიაზე, ჩინეთი. პაოთოუს მინიჭებული აქვს საოლქო დონის ქალაქის სტატუსი. 2020 წლის მონაცემებით, ქალაქის ურბანული („მეტრო არეალი“) ნაწილი 5 რაიონისაგან შედგება, სადაც, საერთო ჯამში, 2 261 089 ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის მთელს ტერიტორიაზე 2 709 378 კაცი ცხოვრობს.[3] ქალაქის სახელი, სიტყვა-სიტყვით ითარგმნება როგორც „ირმის ქალაქი“. მსგავს რამეს ნიშნავს პაოთოუს მონღლური სახელიც, „ლუჩენგი“ (ჩინ.: 鹿城 ფინინი: Lùchéng).[4] ქალაქი ასევე ცნობილია, როგორც „გობის უდაბნოს ფოლადის ქალაქი“ (ჩინ.: 草原钢城 ფინინი:Cǎoyuán Gāngchéng).
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
პაოთოუ 包头市 ᠪᠤᠭᠤᠲᠤᠬᠣᠲᠠ | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | შიდა მონღოლეთი |
შიდა დაყოფა | Donghe District, Hondlon District, Qingshan District, Shiguai District, Bayan Obo Mining District, Jiuyuan District, Tumed Right Banner, Guyang County, Darhan Muminggan United Banner და Baotou National Rare Earth Hi-tech Industrial Development Zone |
კოორდინატები | 40°37′17″ ჩ. გ. 109°57′12″ ა. გ. / 40.62139° ჩ. გ. 109.95333° ა. გ. |
ფართობი | 27,768[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1065 მეტრი |
მოსახლეობა | 2,709,378[1] კაცი |
სიმჭიდროვე | 98 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 472 |
საფოსტო ინდექსი | 014000 |
საავტომობილო კოდი | 蒙B |
ოფიციალური საიტი | baotou.gov.cn |
წარსულში ქალაქში ძირითადად ფოლადი იწარმოებოდა. უკანასკნელ ათწლეულებში პაოთოუ საერთაშორისო მასშტაბით გახდა ცნობილი იშვიათი მინერალებით, რომელიც ბაიან-ობოში მოიპოვება. ქალაქი მინერალების უმსხვილესი წყაროა ჩინეთში.[5]
ისტორია
რედაქტირებაუძველესი პერიოდი
რედაქტირებათანამედროვე პაოთოუს ტერიტორია დასახლებული იყო მომთაბარე ტომებით. ეს ტომები თანამედროვე მონღოლების წინაპრებად არიან მიჩნეულნი. ხანის დინასტიის არსებობის მიწურულს, ძველი წელთაღრიცხვით 206 წლიდან 220 წლამდე თანამედროვე პაოთოუს ძიუიუანის რაიონში დაიბადა ცნობილი მეომარი, ლიუი ბუ.
ქალაქის დაარსება
რედაქტირებაშიდა მონღოლეთის დედაქალაქთან, ხუხ-ხოტოსთან შედარებით, პაოთოუ მოგვიანებით ჩამოყალიბდა. ქალაქის სტატუსი მას 1809 წელს მიენიჭა. ქალაქისათვის ეს ადგილი მდინარე ხუანხესთან (იგივე „ყვითელი მდინარე“) სიახლოვის გამო აარჩიეს.
XX საუკუნის დასაწყისი
რედაქტირებაბეიჯინგიდან რკინიგზა 1923 წელს აშენდა, რამაც ქალაქში სხვადასხვა საწორმოების გახსნას შეუწყო ხელი. გერმანულ-ჩინური თანამშრომლობის შედეგად, 1934 წელს აშენდა პაოტოუს აეროპორტი. ამავე პერიოდში დაიწყო ყოველკვირეული ფრენები ნინსია-ხუეისა და ლანჭოუს მიმართულებებით.
1996 წლის მიწისძვრა
რედაქტირება1996 წლის 3 მაისს, ადგილობრივი დროით 11:32-ზე, ქალაქში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იმის გამო, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქიდან არც თუ ისე შორს მდებარეობდა,[6] პაოთოუ ინციდენტის შედეგად ძლიერ დაზიანდა. შედეგად გარდაიცვალა 26 ადამიანი, 453 დაშავდა, ხოლო 196 633 ადამიანმა საცხოვრებელი დაკარგა. ასევე დაზიანდა ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, ის დადნა და ყვითელ მდინარეში ჩაეშვა.
XXI საუკუნე
რედაქტირებაXXI საუკუნის დასაწყისში პაოთოუს ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა. 2000 წლიდან 2010 წლამდე თითქმის გაათმაგდა.[7] ქალაქი მთლიანი შიდა პროდუქტის პიკი 2016 წელს დაფუქსირდა, როდესაც მაჩვენებელმა ჩინური იუანი შეადგინა. ამის შემდეგ მაჩვენებელი თანდათან შემცირდა.[7]
დემოგრაფია
რედაქტირება2020 წლის ჩინეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, პაოთოუში 2 709 400 ადამიანი ცხოვრობს, რაც 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 59 000-ით გაიზარდა. [8] ერთ სახლში მაცხოვრებელთა რიცხვი საშუალოდ 2.27 ადამიანს შეადგენს, რაც 2010 წლის მონაცემთან შედარებით (2.65) შემცირებულია.[8]
ასაკობრივი და სქესობრივი განაწილება
რედაქტირებაპაოთოუში, ჩინეთის ბევრი ადგილის მსგავსად, ასაკობრივი მოსახლოება ჭარბობს. 2020 წლის მონაცემებით, პაოთოუში 60 წლის ან მეტი ასაკის ადამიანთა პროცენტულმა წილმა 20.19% შეადგინა. ეს ჩინეთის საშუალო მაჩვენებელთან (18.70%) შედარებით 1.49 პროცენტით მაღალი მაჩვენებელია.[8] 65 ან მეტი წლის მოსახლეობის 13.70%-ია, რაც ჩინეთის საშუალო მაჩვენებელზე (13.50%) 0.20 პროცენტით მაღალია.[8] 60 და მეტი წლის ადამიანთა რიცხვი 2010 წელთან შედარებით 7.42%-ითაა გაზრდილი[8]
2020 წლის ჩინეთის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქალაქში მაცხოვრებლებს შორის 50.7% მამრობითი სქესის, ხოლო 49.3% მდედრობითი სქესისაა.[8]
ეთნიკური ჯგუფები
რედაქტირებაეთნიკური ჯგუფი | 2020[8] | |
---|---|---|
მოსახლეობა | პროცენტული მაჩვენებელი | |
ხანები | 2,525,500 | 93.21% |
მონღოლები | 113,200 | 4.18% |
ხუეის ხალხი | N/A | N/A |
სხვა | 70,700 | 2.61% |
სულ | 2,709,400 | 100.00% |
ურბანიზაცია
რედაქტირება2020 წლის მონაცემებით, 2 334 400 ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 86.16%) პაოთოუს ურბანულ ნაწილებში ცხოვრობდა.[8] შესაბამისად 375 000 ადამიანი (13.84%) ქალაქის გარეუბნებშია დასახლებული.[8]
კლიმატი
რედაქტირებაპაოთოუსათვის დამახასიათებელია ცივი ნახევრად უდაბნოს კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია BSk). ქალაქისათვის დამახასიათებელია გრძელი, ცივი და ძალიან მშრალი ზამთარი და ცხელი, ნოტიო ზაფხული.
ჰავის მონაცემები — პაოთოუ (1971−2000) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 7.4 | 15.9 | 20.4 | 34.4 | 35.9 | 36.7 | 39.2 | 37.6 | 35.0 | 27.5 | 19.3 | 10.1 | 39.2 |
საშუალო მაღალი °C | −4.1 | 0.4 | 7.6 | 16.9 | 23.9 | 28.2 | 29.6 | 27.1 | 22.1 | 14.8 | 5.2 | −2.3 | 14.1 |
საშუალო დღიური °C | −11.1 | −6.8 | 0.7 | 9.5 | 16.7 | 21.4 | 23.2 | 21.0 | 15.0 | 7.3 | −1.8 | −9.0 | 7.2 |
საშუალო დაბალი °C | −16.8 | −12.7 | −5.6 | 2.0 | 8.7 | 13.6 | 17.1 | 15.3 | 8.7 | 1.3 | −7.2 | −14.3 | 0.8 |
რეკორდულად დაბალი °C | −31.4 | −28.8 | −20.4 | −10.4 | −3.0 | 3.2 | 10.5 | 4.9 | −2.0 | −11.8 | −20.8 | −25.6 | −31.4 |
საშუალო ნალექი (მმ) | 2.1 | 3.8 | 8.3 | 8.1 | 17.3 | 28.0 | 81.3 | 87.7 | 38.7 | 17.1 | 3.8 | 1.4 | 297.6 |
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 1.4 | 2.2 | 2.9 | 3.0 | 4.7 | 7.0 | 10.5 | 10.7 | 6.9 | 3.8 | 1.7 | 1.5 | 56.3 |
წყარო: Weather China |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (2019) China Urban Construction Statistical Yearbook 2017. Beijing: China Statistics Press, გვ. 48. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი 2021. დაარქივებული 18 June 2019[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ China: Inner Mongolia (Prefectures, Leagues, Cities, Districts, Banners and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
- ↑ China: Inner Mongolia (Prefectures, Leagues, Cities, Districts, Banners and Counties) - Population Statistics, Charts and Map.
- ↑ Baotou. ციტირების თარიღი: 2021-10-29
- ↑ Rare-earth mining in China comes at a heavy cost for local villages en (2012-08-07). ციტირების თარიღი: 2021-04-18
- ↑ of the epicenter of the 1996 earthquake
- ↑ 7.0 7.1 zh:中国 国内生产总值:内蒙古:包头 zh. ციტირების თარიღი: 2021-10-16
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 zh:人口状况 zh. Baotou Municipal People's Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-16. ციტირების თარიღი: 2021-10-16