პავლე აბრამიძე
პავლე ივლიანეს ძე აბრამიძე (დ. 19 მარტი, 1901, ვანი ― გ. 3 აპრილი, 1989, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი (1940).[1]
პავლე აბრამიძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 19 მარტი, 1901 |
დაბადების ადგილი |
ვანი ქუთაისის გუბერნია რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 3 აპრილი, 1989 (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი საქართველოს სსრ |
ჯარის სახეობა | წითელი არმია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1926–1956 |
წოდება | |
მეთაურობდა | 72nd Mountain Rifle Division |
ბრძოლები/ომები |
სსრკ-ფინეთის ომი მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები | |
სამსახურიდან გადადგომა | 1956 |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა გლეხის ოჯახში. 1926 წელს დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა და დაინიშნა ოცეულის მეთაურად. 1933-იდან პოლკის, ხოლო 1938-იდან დივიზიის მეთაური იყო. იმყოფებოდა იმ ჯარების შემადგენლობაში, რომლებმაც 1939 წელს მოახდინეს დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელარუსის ოკუპაცია. მონაწილეობდა ფინეთთან ომში. მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა პერემიშლის, ლვოვის, დროგობიჩის, ვინიცის, კიევის მისადგომებთან; 1941-45 წწ. იმყოფებოდა გერმანელთა ტყვეობაში. 1945 წ. სამხედრო სამსახურში აღადგინეს. 1956-იდან თადარიგშია. 1949-იდან სამხედრო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწოდა. სკკპ წევრი 1927 წლიდან. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყურაშვილი, გიორგი. სამშობლოს ერთგული შვილები, თბ., 1965
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 33.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (12 ივნისი, 2017). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — პავლე აბრამიძე — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 24 ნოემბერი, 2018.