ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პადმასამბჰავა (სანსკრ. पद्मसम्भव; ტიბ. པདྨ་འབྱུང་གནས პემა ჯუნგ ნე/პადმა ბჲუნგ გნას; მონღ. ловон Бадмажунай - ლოვონ ბადმაჟუნაჲ; ჩინ. 蓮華生 ლიანჰუაშენგ), ლოტოსში დაბადებული, იყო ბრძენი გურუ უდიანიდან, რომელსაც მიეწერება ტიბეტში, ბჰუტანსა და სხვა მე-8 საუკუნის მეზობელ ქვეყნებში ვაჯრაიანული ბუდიზმის გავრცელება. ამ მიწებზე აგრეთვე ცნობილია სახელით გურუ რინპოჩე („ძვირფასი გურუ“), ასევე პადუმი ტიბეტში, სადაც ნიინგმას სკოლა მას მე-2 ბუდად მიიჩნევს. ის ამბობდა - მამაჩემი არის შინაგანი გაცნობიერებულობა, სამანტაბჰადრა. დედაჩემი არის რეალობის სრული სფერო, სამანტაბჰადრი. მე მივეკუთვნები გაუორებული ცნობიერების სფეროს კასტას. ჩემი სახელია ლოტოსიდან დაბადებული. მე ყველა ფენომენის ჯერ არარსებული, დაუბადებელი სფეროდან ვარ. მე სამი დროის ბუდდჰების გზით ვმოქმედებ.

პადმასამბჰავას ქანდაკება ჰემისის მონასტერში, ინდოეთი

მისი „წმინდა მიწა“ არის ზანგტოკ პალრი (სპილენძისფერი მთა). მიჩნეულია ამიტაბჰას ემანაციად და ტრადიციულად ზოგიერთ ბუდისტურ სკოლაში „მეორე ბუდდჰად“ ითვლება.

ალტერნატიული სახელები

რედაქტირება
  • პადმასამბჰავა
  • გურუ რინპოჩე
  • ორგჲენ გურუ
  • ლოპპონ რინპოჩე
  • პადუმ
  • პადმაკარა
  • სარორუჰა ვაჯრა

ცხოვრება და სწავლებები

რედაქტირება

ტრადიციის თანახმად, პადმასამბჰავა იყო ინკარნირებული 8 წლის ბავშვში, რ-იც გაჩნდა დჰანაკოშას ტბაში მოტივტივე ლოტოსიდან, უდიჲანას ქვეყანაში (ითვლება, რომ ეს ადგილი არის ძველ ინდოეთში და თანამედროვე პაკისტანში სვატის ველი). მისი განსაკუთრებული ბუნება შენიშნა ადგილობრივმა მეფემ, რომელმაც ცოლად გააყოლა თავისი ქალიშვილი მანდავარა. ის და პადმასამბჰავას მეორე მთავარი ცოლი, იეშე ცოგიალი მისი ტანტრული პრაქტიკის აღმსრულებლები იყვნენ. ბევრ თანგკაზე გურუ რინპოჩე მათ შორისაა გამოსახული.

მას სახელი გაუთქვა იარლუნგის დინასტიის 38-ე და ტიბეტის 1ლმა მეფემ (742-797) ტრისონგ დეცენმა, რომლის სამეფო გარშემორტყმული იყო მთის ბოროტი ღვთაებებით. მეფემ მოიწვია პადმასამბჰავა ტიბეტში, სადაც იგი იყენებდა თავის ტანტრულ ძალებს, რ-ითაც იმორჩილებდა გზაზე გადაყრილ ბოროტ ღვთაებებს. საბოლოოდ ცოლად მიიღო იმპერატორის ცოლი, დაკინად ცნობილი ჲეშე ცოგჲალი - თავის მეუღლედ. ტიბეტში დააარსა პირველი მონასტერი - სამიე გომპა, სადაც მიიღო პირველი ბერები ხალხისათვის ტანტრული ბუდიზმის გასაცნობად.

პადმასამბჰავას ჰყავდა ხუთი მთავარი ტანტრული ქალი კომპანიონი, ე.წ. 'სიბრძნის ხუთი დაკინი' (ტიბ.: ཡེ་ཤེས་ མཁ་འགྲོ་ ལྔ་ ჲეშე ქადრო ნგა/ჲე-შეს მქა-'გრო ლნგა) ან 'ხუთი ცოლი'. პადმასამბჰავას ბიოგრაფიაში აღწერილნი არიან ხუთ ცოლად - „რ-თაც დაიმორჩილეს ოსტატის გული“ და პრაქტიკობდნენ ტანტრული წესებით, რითაც, მიჩნეულია, რომ გადევნეს ტიბეტის ყოფილი დემონები და ისინი ქვეყნის დამცველებად აქციეს. ისინი იყვნენ: ზაჰორელი მანდარავა - ვაჯრავარაჰის სხეულის ემანაცია; ინდოელი ბელვონგ კალასიდდჰი - ვაჯრავარაჰის თვისების ემანაცია, ნეპალელი ბელმო შაკჲა დევი; ვაჯრავარაჰის გონების ემანაცია, ტიბეტელი ჲეშე ცოგჲალი; ვაჯრავარაჰის წარმოთქმის ემანაცია ან „ჰიმალაელი“ ტაში კჲედრენი - ვაჯრავარაჰის ქმედების ემანაცია.

 
ტაკწანგ ძონგის მონასტერი ბჰუტანში

მან ბჰუტანში ააშენა ცნობილი ვეფხვის ბუდის მონასტერი, პაროს ველის მიწიდან 500მ სიმაღლის ფრიალო კლდის კედელზე. აშენდა ტაკცანგ სენგე სამდუპის გამოქვაბულთან ახლოს, სადაც მედიტირებდა მე8 ს-ში. პადმასამბჰავა ჲეშე ცოგჲალის ზურგზე, რ-იც მოგზაურობისთვის მფრინავ ვეფხვად გადააქცია, ტიბეტიდან გადმოფრინდა. მოგვიანებით გაემგზავრა ბუმთანგში ძლიერი ღვთაების დასამორჩილებლად, რ-იც ადგილობრივმა მეფემ გაანაწყენა. გურუ რინპოჩეს სხეულის ანაბეჭდების პოვნა შეიძლება ახლოს მდებარე კურჯე ლჰაქანგის ტაძარში.

პადმასამბჰავამ აგრეთვე დამალა რელიგიური განძი „ტერმები“ ტბებში, გამოქვაბულებში, მინდვრებსა და ჰიმალაის ტყეებში, რათა ეპოვნათ ან გადაეთარგმნათ მომავალ „ტერტონებს“.

პადმასამბჰავას მიერ მოთხრობილ ტანტრულ ციკლებს არა მარტო ნჲინგმა აღასრულებს; მათ დასაბამი მისცეს ბონის ახალ განშტოებას, რ-იც გამოჩნდა მე14 ს-ში ახალი ბონის სახელით. სარმას სკოლების გამოჩენილი ფიგურები, მაგ: კარმაპასა და საკიას ხაზის მეთაურები, პრაქტიკობდნენ და ასწავლიდნენ ამ ტანტრულ ციკლებს. პოტალას უკან დამალული ტბის დალაი ლამების ტაძარი ლუქანგი ეძღვნება ძოგჩენის სწავლებებს და აქვს გურუ რინპოჩეს 8 მანიფესტაციის ამსახველი ფრესკები. პადმასამბჰავამ დააარსა ვაჯრაჲანა ბუდიზმი, ძოგჩენის უმაღლესი ფორმები (მენგაგდე) და გარდაქმნა სრული ერი.

პადმასამბჰავას, ნეპალელ პრინცესა შაკჲა დევისთან „მეუღლის პრაქტიკაზე“ ნათქვამია, რომ მათ უძლიერესი ნეტარების მდგომარეობაში აღმოაჩინეს თავდაპირველი ბუდას გონების, ყოვლადმოწყალე სამანატაბჰადრას უსასრულო რეალობა, რომლის აბსოლუტური სიყვარული არის არსებობის დაუბრკოლებელი გენერატორი. პრაქტიკისას მათი გონების მდგომარეობა თანდათან მაღლდებოდა, ამგვარად მათ ერთად მიაღწიეს მაჰამუდრას და სრულ უმაღლეს გასხივოსნებას.

გურუ რინპოჩეს მანტრა

რედაქტირება

  „ვაჯრა გურუ მანტრით“ ომ-ა-ჰუნგ ვაჯრა გურუ პადმა სიდდჰი ჰუნგ პატივს მიაგებენ სადჰაკები. როგორც სხვა სანსკრიტული მანტრები, ტიბეტურ ენაზე წარმოითქმის დიალექტური ვარიაციით: ომ-ა-ჰუნგ ბენძა გურუ პემა სიდდჰი ჰუნგ. იეშე ცოგიალის თხოვნის პასუხად, გურუმ თავად ახსნა მანტრის მნიშვნელობა, თუმცა ამის მიუხედავად არსებობს ბევრი საიდუმლო მნიშვნელობაც.

„შვიდსტროფიანი ლოცვა (მანტრა)“ არის პადმასამბჰავას ცნობილი ლოცვა, რომელიც ყოველდღიურად იკითხება ტიბეტელების მიერ და ნათქვამია, რომ ძოგჩენის ძირითად და წმინდა სწავლებებს შეიცავს:

ჰუნგ: ორგჲენ ჲულ გჲი ნუბ ჯანგ ცამ ჰუმ, უდიანას ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან,

პე მა გე სარ დონგ პო ლა დაბადებული ლოტოსის ყვავილის გულში.

ჲა ცენ ჩო'გ გი ნგო დრუბ ნჲე შენ მიაღწიე საოცარ, უზენაეს ძალმოსილებას.

პე მა ჯუნგ ნე ჟე სუ დრაგ ცნობილი, როგორც ლოტოსიდან შობილი - (პადმასამბჰავა),

ქორ დუ ქან დრო მანგ პო კორ გარშემორტყმული ურიცხვ დაკინთა დასით.

ქჲე კჲი ჯეე სუ დაგ დრუბ კჲი პრაქტიკის აღსრულებაში მოგყვები შენ,

ჯინ გჲი ლაბ ჩირ შეეგ სუ სოლ გთხოვ, მობრძანდე და მაკურთხო.

გურუ პემა სიდდჰი ჰუნგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პადმასამბჰავა“-დან