ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დაკინი (სანს: डाकिनी ḍākinī;ტიბ: མཁའ་འགྲོ་མ་ ქანდრომა, ვაილი: mkha' 'gro ma; ჩინ: 空行女,狐仙,明妃) არის ქალღმერთის მსგავსი ქალი არსება ბუდიზმსა და ინდუიზმში. ძირითადად, გავრცელებულია ტიბეტურ ბუდიზმში. დაკინი შთააგონებს სულიერ პრაქტიკას. ხშირად გამოსახულია შიშველ, ლამაზ ქალად. სიშიშვლე განასახიერებს გონების თავისუფლებას.

ვაჯრაიოგინი დაკინის ტიბეტური გამოსახულება

დაკინის ჩინური და ტიბეტური ტერმინები სიტყვასიტყვით ნიშნავს - „ის, ვინც სივრცეში მოძრაობს“, „სივრცეში მოძრავი ქალი“; ზოგჯერ, პოეტურად, „ცის მოცეკვავედაც“ მოიეხსენიებენ. მათი სხეულები მოხრილადაა გამოსახული ტალღოვანი ცეკვის პოზებში.

დაკინი დაკავშირებულია ენერგიასთან, ტრანსფორმაციის გზის გამოცხადებასთან. ისინი ადამიანებს ნეგატიური ემოციების ენერგიის შეცვლაში ეხმარებიან, რასაც ჰქვია კლეშა.

იკონოგრაფია

რედაქტირება

გამოსახულებებზე დაკინები გამოსახულნი არიან ახალგაზრდად, შიშველად, საცეკვაო პოზაში. ხშირად ერთ ხელში უკავიათ მენსტრუალური სისხლით სავსე ქალა-ჭიქა ან სიცოცხლის ელექსირი და მეორეში დაკლაკნილი დანა. ატარებენ ადამიანის ქალებიან გირლანდას სამკბილა კვერთხით, რომელიც მის საწინააღმდეგოდ იხრება. მათი თმა ხშირად გაჩეჩილია და ზურგს უკანაა ჩამოშლილი, სახე ხშირად მრისხანეა; ცეკვავენ ცხედარზე, რაც მათი ეგოსა და უვიცობაზე ბატონობის სიმბოლოა.

მოვლენები

რედაქტირება

ტიბეტელ ბუდისტებს ჯერათ, რომ დაკინიმ მე-3 კარმაპა რანგჯუნგ დორჯეს (1284-1339) მისცა შავი ქუდი, როდესაც ის სამი წლის იყო.[1] შავი გვირგვინი კარმა კაგიუს ხაზის ემბლემად გადაიქცა.

დაკა იგივე დაკინია, ოღონდ მის მამაკაც განსხეულებაში.

  1. A portrait of the 3rd Karmapa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-11. ციტირების თარიღი: 2011-01-10.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დაკინი“-დან