სამანტაბჰადრა
სამანტაბჰადრა (სანსკ.-დევანაგარი: समन्तभद्र samantabhadra; ტიბ: ཀུན་ཏུ་བཟང་པོ ვაილი: kun tu bzang po კუნტუსანგპო - „ყოვლადკეთილი“) მაჰაიანა ბუდიზმში არის ბოდჰისატვა. ბუდდჰა შაკიამუნთან და ბოდჰისატვა მანჯუშრისთან ერთად ქმნის „შაკიამუნის სამებას“. არის ლოტოსის სუტრის პატრონი; ავატამსაკა სურტის მიხედვით, შექმნა დიდი 10 აღთქმა, რაც ბოდჰისატვათა საფუძველია.
იაპონიაში, ძირითადად, თენდაისა და შინგონის სექტები ბოდჰისატვად ცემენ თაყვანს და ნიჩირენის სექტაში - ლოტოსის სუტრის მფარველად.
ვაჯრაიანას მიმდინარეობის ნიინგმას სკოლაში სამანტაბჰადრა თავდაპირველ ბუდდჰად ითვლება უხილავ იაბ-იუმის კავშირში თავის მეუღლე სამანტაბჰადრისთან.
სამანტაბჰადრა, როგორც წესი, შავადაა გამოსახული. „დორჯე ზაჰორმას ქუდი“ სამანტაბჰადრას გამოსახულებითაა შემკული.[1]