მანჯუშრი
მანჯუშრი (სანსკ: मञ्जुश्री Mañjuśrī; ბენგ: মঞ্জুশ্রী; ჩინ: 文殊 Wénshū, 文殊師利 Wénshūshīlì; იაპ: 文殊 მონჯუ, 文殊師利 მონჯუშ'რი; ტიბ: འཇམ་དཔལ་དབྱངས། ჯამპელჲანგ; მონღ: Зөөлөн эгшигт Zogelen Egsigtu; კორ: 문수보살 მუნსუ ბოსალ; თაი: พระมัญชุศรีโพธิสัตว์; ვიეტ: Văn-thù-sư-lợi) — ტრანსცენდენტულ სიბრძნესთან ( პრაჯნა ) დაკავშირებული ბოდჰისატვა მაჰაიანა ბუდიზმში. ეზოთერულ ბუდიზმში აგრეთვე აღებულია სამედიტაციო ღვთაებად. სანსკრიტული სახელი მანჯუშრი შეიძლება „დიდებულ სიტყვებად“ ითარგმნოს.[1]. მანჯუშრის სხვა, სრული სანსკრიტული სახელი არის მან'ჯუშრიიკუმაარაბჰუუტა (Mañjuśrīkumārabhūta).[2]
მაჰაიანა ბუდიზმში
რედაქტირებამკვლევრები მანჯუშრის მაჰაიანურ ლიტერატურაში ერთ-ერთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს ბოდჰისატვად მიიჩნევენ.[3] მანჯუშრი პირველად მოხსენიებულია ადრინდელ მაჰაიანურ ტექსტებში, მაგალითად პრაჯნაპარამიტა სუტრაში. ლოტოსის სუტრა მას მიაწერს „წმინდა მიწა“ ვიმალას, რომელიც, ავატამსაკა სუტრის მიხედვით, მდებარეობს აღმოსავლეთით.
ეზოთერულ ბუდიზმში
რედაქტირებაეზოთერულ ბუდიზმში მანჯუშრი სამედიტაციო ღვთაებაა და სრულად გასხივოსნებულ ბუდდჰად ითვლება. ეზოთერული ბუდიზმის შინგონის სკოლაში, ის იმ 13 ღვთაებათაგანია, რომელსაც მოწაფეები თავს უძღვნიან. ხშირად მოიხსენიება ბევრ ეზოთერულ ტექსტში, მაგალითად მანჯუშრი მულა კალპასა და მანჯუშრინამასამგიტიში. ზოგ ტრადიციაში მისი მეუღლეა სარასვატი.
მიჩნეულია, რომ ჯე ცოგქაპამ, რომელმაც ტიბეტური ბუდიზმის გელუგის სექტა დააარსა, სწავლებები გამოცხადების სახით მანჯუშრისგან მიიღო.
იკონოგრაფია
რედაქტირებამანჯუშრი გამოსახულია მამაკაც ბოდჰისატვად, მარჯვენა ხელში აალებული მახვილით (ტრანსცენდენტული სიბრძნის რეალიზაცია, რომელიც კვეთს უვიცობასა და ორპირობას). მარცხენა ხელში ლოტოსით უკავია პრაჯნაპარამიტას სუტრა. მანჯუშრი ხშირად გამოსახულია თეთრ ლომზე ამხედრებულად ან ლომის ტყავზე მდგომარედ. ეს გამოსახავს სიბრძნის გამოყენებას გონების დასამორჩილებლად, რომელიც შედარებულია ჭენებასთან ან მრისხანე ლომის დამორჩილებასთან.
ტიბეტურ ბუდიზმში ზოგჯერ გამოისახება სამებაში ავალოკიტეშვარასთან ან ვაჯრაპანისთან ერთად.
მანტრები
რედაქტირებამანჯუშრის მანტრაა ომ ა რა პა ჩა ნა დჰიჰ; მიიჩნევა, რომ ეს მანტრა ზრდის სიბრძნეს და აუმჯობესებს კამათის, მახსოვრობისა და მწერლობის შესაძლებლობებს. მარცვალი დჰიჰ წარმოითქმება ძლიერი მახვილით.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lopez Jr., Donald S. (2001). The Story of Buddhism: A Concise Guide to its History and Teachings. New York, NY, USA: HarperSanFrancisco. ISBN 0-06-069976-0 (cloth) P.260.
- ↑ Keown, Damien (editor) with Hodge, Stephen; Jones, Charles; Tinti, Paola (2003). A Dictionary of Buddhism. Oxford, UK: Oxford University Press. ISBN 0-19-860560-9 p.172.
- ↑ A View of Manjushri: Wisdom and Its Crown Prince in Pala Period India. Harrington, Laura. Doctoral Thesis, Columbia University, 2002