ბონი (რელიგია)
ბონი (ტიბ. བོན་ - ბონ (ლჰასური დიალექტი: pʰø̃̀(n) ) — ტიბეტელთა ეროვნული რელიგია. ფაქტობრივად იყო ტიბეტის სახელმწიფო რელიგია VI-დან IX ს-მდე. ქვეყანაში დომინირებდა ბუდიზმის მიერ XIII ს-ში განდევნამდე. დღესდღეობით, ბონის მიმდევრები ძირითადად ცხოვრობენ ტიბეტის ყოფილ ტერიტორია ქამში, ასევე სიკიმსა და ბჰუტანში.
ეტიმოლოგია
რედაქტირებატიბეტური ტერმინი „ბონ“, შეიძლება ითარგმნოს „რიტუალ“-ად. ამ სიტყვით აღინიშნება ლიტურგიული გალობა, რელიგიური ტექსტების დეკლამაცია, „ღვთაებათა მოხმობა“ და მისთ.. თანამედროვე ტიბეტურში „ბონ“ „ლა(བཟླ་ ბზლა)“-ს (რეციტირება) სინონიმად იხმარება.
ჯ. ტუჩი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ „ბონი“ შეიძლება მოდიოდეს ტიბეტის ძველი სახელწოდებიდან - ბოდ, ბოდ ჲულ.
ბონის ისტორია
რედაქტირებაბონ რელიგიის ისტორიის მეცნიერულად შესწავლა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული, მათგან ერთ-ერთი მთავარია ისტორიული წყაროების არარსებობა. ბონის ერთადერთ ტექსტად, რომელიც ასე თუ ისე შეიძლება ჩაითვალოს წყაროდ, არის სარატ ჩანდრა დასის 1915 წ-ს გამოცემული „ბონური ქრონიკები“ (རྒྱལ་རབས་ བོན་གྱི་འབྱུང་གནས་ გჲალ რაბ ბონ გჲი 'ჯუნგ ნე / რგჲალ რაბს ბონ გჲი 'ბჲუნგ გნას) XIV ს-ის დასასრულს, XV ს-ის დასაწყისში შედგენილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში ითარგმნა გერმანულად.
ტრადიციული ისტორია
რედაქტირებაერთ-ერთი ტიბეტური გადმოცემის თანახმად, ბონის სწავლება 15-16 ათას ჩვ.წ/აღ-მდე ცენტრალურაზიურ ქვეყანა ოლმო ლუნგრინგიდან გასხივოსნებულმა ტონპა შენრაბმა მოიტანა.
ტიბეტში ბონის სწავლება თავდაპირველად შანგ-შუნგის (სამხ.-დასავლეთ ტიბეტი) ქვეყანაში დამკვიდრდა. შემდგომში, ზოგიერთი დასავლელი მეცნიერის აზრით, მისმა შამანურმა და მაგიურმა წეს-ჩვეულებებმა გავლენა მოახდინეს ბუდისტურ სკოლა ნჲინგმაზე. სხვა მოსაზრებით, ბუდიზმმა გავლენა მოახდინა ბონის ძველ შამანურ პრაქტიკებზე, რის შედეგადაც წარმოიშვა რეფორმირებული ბონი.
ბონის აღმსარებლები საუბრობენ თავიანთი სწავლების სამ „ისტორიულ ფორმაზე“:
- ძველი (შამანური) ბონი;
- რეფორმირებული ბონი;
- „მარადიული ბონი“ ან „სვასტიკის ბონი“ (გჲუნგ დრუნგ ბონ).
ბონის სულიერი პრაქტიკები
რედაქტირებაბონი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტიბეტურ ბუდიზმს ძალიან ჰგავს, შეიძლება გავასხვავოთ გარკვეული მახასიათებლებით:
- ბონის ხაზის წარმოშობა უფრო ბუდა ტონპა შენრაბის (ტიბ. སྟོན་པ་གཤེན་རབ་ ) კვალზეა, ვიდრე ბუდა შაკჲამუნისაზე.
- ბონელები „ჲუნგდრუნგს“ (ან საუვასტიკა) ვაჯრას (ტიბ. დორჯე རྡོ་རྗེ་ ) ნაცვლად გამოიყენებენ სიმბოლოდ და რიტუალურ იარაღად.
- ზარის ნაცვლად, ბონელები თავიანთ რიტუალებში „შანგს“ იყენებენ.
- ბონში „ცხრაგზიანი გზაა“ აღწერილი. ეს განსხვავდება ტიბეტური ბუდიზმის სკოლა ნჲინგმის ცხრა-ჲანა (ბორბალი) სისტემისგან.
- ბონის ტექსტის კანონები შეიცავს წესებს სულების დასაწყნარებლად, ამინდზე გასავლენად, ადამიანების სულიერად განსაკურნებლად და სხვა შამანურ პრაქტიკებს. ბევრი ეს პრაქტიკა ტიბეტური ბუდიზმის ზოგიერთ ფორმებშიცაა გავრცელებული.
- ბონს აქვს წმინდა ტექსტები, რ-ებიც არც სანსკრიტული და არც ტიბეტური წარმოშობისაა, რ-იც შეიცავს ჟანგ-ჟუნგის ენაზე დაწერილ ზოგიერთ ნაწილს.
- ბონის მითოლოგიური სამყარო მოიცავს ცხრა საუვასტიკას მთას და ტაგზიგ ოლმო ლუნგ რინგის სამოთხეს.