სამიე (ჩინ. 桑耶寺; პინ Sāngyē Sì; ტიბ. བསམ་ཡས་, ვაილი bsam yas;) ან სამიე-გომპა — ბუდისტური მონასტერი ტიბეტის ავტონომიურ რაონში ჩსრ, შანიანის ოლქის უეზდ ჯანანგში. ის აიგო 770-ანი წლების მეორე ნახევარში ტიბეტის მეფის ტრისონგ დეცენას ბრძანებით, რომელმაც სონგცენ გამპოს (VII სს) მმართველობის დროს ბუდიზმის დაცემის შემდეგ დიდი წვლილი შეიტანა მის აღდგენასა და განვითარებაში. მონასტერი განლაგებულია მდინარე იარლუნგის (ბრაჰმაპუტრა) ჩრდილოეთ საპირზე, დედაქალაქ ლჰასადან 137 კმ.

A grand view of Samye.jpg
სამიეს მონასტრის ხედი
მონასტერის მთლიანი ხედი ზემოდან
სალოცავი ბარაბნები სამიეს მონასტერში

არქიტექტურა

რედაქტირება

სამიეს მონასტრის შენობა ინდური მონასტრის ოდანტაპურის მსგავს, მანდალას ფორმით. მთელი სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურა შეიცავს ინდურ, ტიბეტურ და ჩინურ ელემენტებს. ძირითადი ტაძრის გარშემო განლაგებულია რვა მცირე ზომის ტაძარი. ოთხი მხარე ეძღვნება ბოდჰისატვებს ავალოკიტეშვარას, არიაპალეს, მანჯუშრის, მაიტრეას. ოთხივე მხარეს მდებარეობს, აგრეთვე, დიდი სტუპები. სამონასტრო კომპლექსის მრგვალი გალავნის გარშემო მდებარეობს 108 მცირე სტუპა. ტაძრის შიგნით ინახება მრავალრიცხოვანი რელიქვიები, მათ შორის ბუდას და ბოდჰისატვას სტატუები.

მონასტრის ისტორია

რედაქტირება

ტაძარი ზომით უზარმაზარია. ეს არის პირველი ბუდისტური მონასტერი ტიბეტში, რომლის ასაკი 1200 წელს აღწევს.

პირველი თარგმანების პერიოდი

რედაქტირება

IX სს. სამიეს მონასტერში მიმდინარეობდა თავდადებული მუშაობა ბუდიზმის მრავალრიცხოვანი თხზულებების სანსკრიტიდან ტიბეტურ ენაზე გადასათარგმნად.

დისკუსია სამიეში

რედაქტირება

792—794 წწ. სამიეში შედგა დისკუსია ინდოელ ბუდისტ სწავლულებსა და მათ კოლეგებს შორის ჩინეთიდან. ინდოელებს მეთაურობდა ცნობილი კამალაშილა, ხოლო ჩინელებს ასევე ცნობილი ჰეშან მაჰაიანა. ინდოელები იყვნენ ფილოსოფიურ სკოლა სარვასტივადას მიმდევრები, ხოლო ჩინელები ჩან-ბუდიზმის (ჩინური ბუდიზმის სკოლის) წარმომადგენლები. რამდენიმედღიანი კამათის გამარჯვებულად ჩაითვალა კამალაშილა მისი თანამოაზრეებით. ტრისონგ დეცენამ ამ კამათის შემდეგ ტიბეტში ბუდიზმის ყველა მიმდინარეობის სკოლა აკრძალა, გარდა გამარჯვებულისა.

მედიცინის კონგრესი

რედაქტირება

IX სს. დასაწყისში მეფე ტრისონგ დეცენამ მოახერხა მონასტერში პირველი სამედიცინო კონგრესის ჩატარება. აქ მოიწვიეს სახელმწიფოს ყველა ცნობილი მეცნიერი და ექიმი. კონგრესმა საფუძველი ჩაუყარა ტრადიციულ ტიბეტურ კლასიკურ მედიცინას. აქ წარმოდგენილი იყო მკურნალობის მრავალრიცხოვანი ხერხები და სამედიცინო სისტემები.

ლანდარმას პერიოდი

რედაქტირება

ლანდარმას მეფობის პერიოდში ბუდიზმი სასტიკად იდევნებოდა. ბერები იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ ტიბეტი ან საზღვრის მიმდებარე რეგიონებში დასახლებულიყვნენ. სამიეს მონასტერმაც და ბუდიზზმაც ამ დროს დაკარგა მნიშვნელობა და პოზიციები. XI ს დაიწყო ტიბეტში ბუდიზმის შემოღწევის ხელახალი ტალღა, რომელიც ახალ თარგმანებთან იყო დაკავშირებული.

კულტურული რევოლუცია

რედაქტირება

ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს (1966—1976) სამიეს მონასტერი, ისევე, როგორც სხვა მონასტრები გაძარცვული და დანგრეული იქნა. განადგურდა მრავალრიცხოვანი ძვირფასი რელიქვია. მონასტერმა არსებობა შეწყვიტა.

მონასტერი დღეს

რედაქტირება

ნიინგმას სკოლის მოძღვარმა დილგო კიენცე რინპოჩემ (1910—1991) შეძლო მონასტრის მცირე ნაწილის აღდგენა და კურთხევა 1980-ანი წლებისათვის. ამჟამად, მონასტერი იმართება ნიინგმას და საკიას სკოლების მიერ ერთობლივად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Guru Padmasambhava, «Die Geheimlehre Tibets», Kösel Verlag, München 1998, ISBN 3-466-20439-9 .
  • Keith Dowman, «The Secret Life and Songs of the Lady Yeshe Tsogyel», ISBN 1-55939-065-4.
  • Mikel Dunham, «Samye — A Pilgrimage to the Birthplace of Tibetan Buddhism», Jodere Group 2004, ISBN 1-58872-083-7.
  • Padmasambhava, «Die Legende vom großen Stupa», Dharma Publishing, Münster 1993
  • «Sources for a history of the bSam yas debate», Monumenta Tibetica historica, VGH-Wissenschaftsverlag 1980, ISBN 3-88280-007-0. (Texte in Transkription)
  • Yeshe Tsogyal, «Der Lotosgeborene im Land des Schnees» — Wie Padmasambhava den Buddhismus nach Tibet brachte, Fischer 1996, ISBN 3-596-12975-3. (Biographie von Padmasambhava)
  • Эванс-Вентц У. Й., «Тибетская книга о Великом Освобождении» — "Или достижение нирваны путём познания ума с краткой биографией Падмасамбхавы и учениями Гуру Пхадампы Сангая", перевод с английского О.Т. Тумановой, Самара: Агни 1998 г, ISBN 5-89850-007-3 (Тибетская серия)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება