საქართველოს რევოლუციურ მხატვართა ასოციაცია

(გადამისამართდა გვერდიდან სარმა)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საქართველოს რევოლუციურ მხატვართა ასოციაცია — დაარსდა თბილისში 1929 წელს. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ახალგაზრდა მხატვრები და საქართველოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.

1930 წელს სარმა გამოვიდა დეკლარაციით, რომელსაც ხელს აწერდნენ მ. თოიძე, ი. თოიძე, ლ. გუდიაშვილი, კ. სანაძე, ა. ქუთათელაძე, დ. კაკაბაძე, ს. კეცხოველი, ვ. თოფურიძე, ს. მაისაშვილი, ს. ლემონჟავა და სხვა. ისინი მიზნად ისახავდნენ სახვით ხელოვნებაში ინდუსტრიული თემის შემოტანას. სარმას მხატვრებს მივლინებით აგზავნიდა ქარხნებში, მშენებლობებზე, კოლემურნეობებში; ადგილზე აწყობდნენ გამოფენებს, გაუქმდა 1933 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება