პაატა ბერიძე
პაატა ბერიძე (დ. 10 სექტემბერი, 1988, თბილისი, საქართველო[1]) — ქართველი მესაყვირე, პედაგოგი, ფოტოხელოვანი.[2]
პაატა ბერიძე | |
---|---|
პაატა ბერიძე | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | პაატა ბერიძე |
დაბ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1988[1] |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
ჟანრ(ებ)ი | კლასიკა, ჯაზი |
საქმიანობა | მესაყვირე |
ინსტრუმენტ(ებ)ი | საყვირი |
აქტიური | 2004-დან |
საიტი | paataberidze.com |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაპაატა ბერიძე დაიბადა 1988 წლის 10 სექტემბერს ქალაქ თბილისში. საყვირზე დაკვრა დაიწყო 2004 წელს კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ მუსიკალურ ათწლედში ლერი ჭეჭელაშვილის კლასში. 2005-2008 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში (ნიჭიერთა ათწლედში). პარალელურად ქ. თბილისის სამუსიკო კოლეჯში ეუფლებოდა სახელოვნებო სკოლის ჩასაბერ საკრავთა პედაგოგის, კონცერტმეისტერის სპეციალობას.
2008 წელს ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საორკესტრო ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების ფაკულტეტზე, საყვირის სპეციალობით. ამ პერიოდიდან მოყოლებული აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში, ასევე უკრავდა კონსერვატორიის ორკესტრის პირველ საყვირს.[3][4]
კარიერა
რედაქტირებაპაატა ბერიძემ 2010 წელს მონაწილეობა მიიღო ჭიათურის „ზამთრის აკადემიის“ მასტერკლასებში. ამავე პერიოდში მიწვევით მუშაობდა სამეფო უბნის და მარჯანიშვილის თეატრებში, სადაც მონაწილეობას იღებდა სპექტაკლების მუსიკალურ გაფორმებაში.
2012 წელს შეარჩიეს კავკასიის მასშტაბით გამოცხადებულ ფესტივალ „მშვიდობის მელოდიების“ კონცერტმეისტერად და საერთაშორისო ფესტივალ „მოგზაური ნოტების“ სოლისტ მონაწილედ. ასევე დაუკრა თბილისის ბაროკოს კვირეულში და რევაზ კიკნაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო იონას კოხერის, მაქსიმილიან მარკოლის და ერნესტო მოლინარის თანამედროვე კლასიკის იმპროვიზაციის ვორკშოფებში. შემოქმედებით აქტივობებთან ერთად პაატა ბერიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტის საბჭოსა და სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში, აგრეთვე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად.
გავლილი აქვს: გუიდო სეგერსის, ვოლფგან გუგენბერგერის, ვოლფგანგ ჰააგის, ფრიც დამროვის, ურბან აგნასის, მათიას ჰოფსის, ჰოკან ჰარდენბერგერის, გაბორ ტარკოვის, რაინჰოლდ ფრიდრიხის და მაურო მაურის მასტერკლასები.
2013 წელს პაატა ბერიძეს მიენიჭა ლაურეატის დიპლომი, საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის. იგი გამოირჩევა თავისი პედაგოგიური მოღვაწეობითაც და სამუსიკო სკოლაში საყვირზე დაკვრას ასწავლის დამწყებ მუსიკოსებს. მისი კლასის არაერთ ახალგაზრდას აქვს შესრულებული კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. მისი ინიციატივით აქტიურად ტარდება საქველმოქმედო კონცერტები მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად და ამასთან ერთად საყვირზე დაკვრის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
2013 წელს პაატა ბერიძემ ჩამოაყალიბა ჯაზ-ბენდი.[5] 2013 წელს, პაატამ ითანამშრომლა გია ყანჩელთან და აღადგინა მისი ნაწარმოები „ყარაჩოღელის ანდერძი“, რომელიც მისივე სოლო კონცერტზე სცენიურად პირველად შესრულდა. ამავე ჩანაწერზე რეჟისორმა მიხეილ ჭიჭიბოშვილმა კლიპი გადაიღო.[6] ამავე წელს ანრი ღუდუშაურთან ერთად მან ჩამოაყალიბა „ბგერის თეატრი“, რომელიც თვისობრივად ახალი ჟანრის მუსიკას და თეატრალურ წარმოდგენებს სთავაზობს თავის მაყურებელს.[7]
იგი მუდმივად იღებს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა კლასიკურ და ჯაზ-კონცერტებზე, როგორც სოლო შესრულებით, ასევე ანსამბლის, ორკესტრის და ბენდის შემადგენლობაში.
2015 წელს კომპოზიტორ და პიანისტ ზურაბ ხუციშვილთან ერთად იმუშავა და ჩაწერა დისკი, რომელიც კინო მუსიკისიკისთვის არის განკუთვნილი. ეს მუსიკა საავტოროა და ამ ვერსიის აუდიო ვერსია გერმანიაში დაიბეჭდა. ასევე ამ წელს გადაიღო მორიგი კლიპი ესპანურ მოტივზე მანუელ დე ფალიას „ნანა" ია დავითაშვილთან და მარიამ ჩხაიძესთან ერთად.[8] 2014 წლიდან პაატა ბერიძე 6 კაციან ანსამბლს აყალიბებს, რომელთან ერთადაც მარჯანიშვილის თეატრში უკრავს ებრაულ მუსიკას. პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიას უცვლელი წევრია და მისი ინიციატივით არაერთი პროექტი ხორციელდება. 2015 წელს პაატა ბერიძე ანსამბლ კონსილიასთან ერთად მუშაობს მოძრაობის თეატრში, სპექტაკლის იმპროვიზაციულ გაფორმებაში.[9] 2014-2015 წლებში პაატა ბერიძეზე გადაიღეს მხატვრულ დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია მისი შემოქმედებითი ცხოვრება.[10][11] პაატა ბერიძე წლების განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა რადიო „მუზასთან“.
2015-2018 წლებში, პაატა ბერიძე გერმანიაში, ლეოპოლდ მოცარტის ცენტრში სამაგისტრო პროგრამაზე, პროფესორ უვე კლაინდინსტის ხელმძღვანელობით სწავლობდა.[12] რომლის დასრულების შემდეგაც საყვირის სპეციალობით (ბაროკოს საყვირი) მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
2015 წელს, პაატა ბერიძემ, გერმანიაში მუსიკალური ალბომი „ჟამე ვუ“ გამოსცა. ალბომში შესულია XX და XXI საუკუნის მუსიკა. ამ დისკისთვის არაერთ კომპოზიტორს აქვს შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები, ესენი არიან: იოსებ ბარდანაშვილი, ნინო ჯანჯღავა, ტობიას ბროსტრომი, ემი დუნკერი და სხვები.[13]
2016 წელს, საქართველოს სინფონიეტასთან ერთად გერმანიის ქალაქ აუგსბურგში სოლო კონცერტი გამართა, სადაც მისი პირველი მუსიკალური ალბომის პრეზენტაციაც ისტორიულ ოქროს დარბაზში შედგა, აქვე მისი სურათების გამოფენაც მოეწყო.[14]პაატა ბერიძის ცხოვრება უკავშირდება ფოტო-ვიდეოგრაფიასაც. იგი აქტიურად აწყობს გამოფენებს და მუშაობს არაერთ დოკუმენტურ ფილმზე.[15][16]
2017 წელს, აუგსბურგში, პაატა ბერიძემ ლითონის ჩასაბერ ინსტრუმენტალისტთა კვინტეტი შექმნა, რომლის სახელწოდებაც იყო „ლეოპოლდ ბრასი“.[17]
მთარგმნელობითი საქმიანობა
რედაქტირებაპაატა ბერიძე გამოირჩევა მთარგმნელობითი საქმიანობითაც. 2013 და 2014 წელს მან ქართულ ენაზე თარგმნა შემდეგი წიგნები:
- ჰერბერტ ლინკოლნ კლარკი. საყვირის ტექნიკური სავარჯიშოები.
- ფრიც დამროვი. ფიტნესი ლითონის ჩასაბერი საკრავებისათვის. თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, 2014.
ამ უკანასკნელი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა ავტორთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.[18]
კომპანიების სახე
რედაქტირება2013 წელს პაატა ბერიძე გახდა გერმანული საყვირის დამამზადებელი ფირმის „შილერის“[19] სახე, როგორც ამ ფირმის ინსტრუმენტების მომხმარებელთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.[20][21][22]
2017 წელს პაატა ბერიძე გახდა საყვირის ჩანთების დამამზადებელი ფირმა გარდის სახე.[23]
2019 წელს, კომპანია „გარდ ბაგსმა“ პაატა ბერიძის დიზაინით ბაროკოს საყვირის კეისი შეკერა, რომელიც პაატა ბერიძის სახელს ატარებს.[24]
მიმდინარე აქტივობები
რედაქტირებაპაატა ბერიძის მუსიკა გამოირჩევა ბაროკო მუსიკის ავთენტური შესრულებით. მან 2018 წელს გადაიღო კლიპი ნოდარ გაბუნიას მუსიკაზე (რეჟისორი ზაზა კავთუაშვილი).[25]
2020 წელს პაატა ბერიძე გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მიიწვიეს, როგორც პედაგოგი, სადაც დღემდე აქტიურად მუშაობს და მართავს კონცერტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში.[26]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 პაატა ბერიძე - ივერიელი. dspace.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ ახალგაზრდა მუსიკოსები ია დავითაშვილი და პაატა ბერიძე. old.1tv.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-17. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Paata Beridze. paataberidze.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ ქართველი მესაყვირე გერმანიაში. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Malte Burba by Kühnl & Hoyer - Player Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Giya Kancheli "Karachogelis anderdzi" Trumpet Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ ბგერის თეატრი მიტოვება. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Manuel de falla - Nana Canciones Populares Espanolas. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ “მოძრაობის თეატრი” პრემიერისთვის ემზადება. kvira.ge. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2015.
- ↑ Georgian Trumpeter Gets Recognition in Germany. old.georgiatoday.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ პაატა ბერიძის “Jamais-vu” და ნინო ჯანჯღავას “უპასუხო კითხვა”. stumari.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-17. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Korrepetitorin Mimi Park (mit Stud. MA Paata Beridze). www.uwekleindienst.de. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2020.
- ↑ პაატა ბერიძის “Jamais-vu” და ნინო ჯანჯღავას “უპასუხო კითხვა”. stumari.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-17. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ რუსთავი 2 სიუჟეტი აუგსბურგის კონცერტთან დაკავშირებით. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Paata Beridze (PB). docplayer.org. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2020.
- ↑ Kristjan Jarvi, Dudana Mazmanishvili among headlining artists of Tbilisi Piano Fest. travelingeorgia.com. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ „ლეოპოლდ ბრასი“ - პაატა ბერიძე. www.salkhinomusicfest.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-04. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2020.
- ↑ ფიტნესი ლითონის ჩასაბერი საკრავებისათვის ISBN:9789941939914. catalog.nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Flugelhorn Studio Artist – Silver Plated. www.schillerinstruments.com. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ Schiller Flugelhorns. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ schiller instruments. www.schillerinstruments.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ რატომ დაინტერესდა ცნობილი კომპანია „შილერი“ ქართველი მესაყვირით. tbiliselebi.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ Gardbags 16-WBFLK Quad Trumpet Wheelie case review by Paata Beridze. www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ გაიცანი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, მესაყვირე პაატა ბერიძე. www.imedi.ge. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2020.[მკვდარი ბმული]
- ↑ Nodar Gabunia Sonata for Trumpet, Piano and Percussion (1979). www.youtube.com. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2019.
- ↑ UNSERE NEUEN DOZENTEN AB OKTOBER 2019. musikstudio-kutscher.de. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2020.[მკვდარი ბმული]