ლეოპოლდ მოცარტი
იოჰან გეორგ ლეოპლდ მოცარტი (გერმ. Leopold Mozart; დ. 14 ნოემბერი 1719, აუგსბურგი — გ. 28 მაისი, 1787, ზალცბურგი) — ავსტრიელი კომპოზიტორი, მევიოლინე და პედაგოგი. ავტორია ვიოლინოზე სწავლის წიგნისა — „Versuch einer gründlichen Violinschule“. იყო ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მამა და მასწავლებელი. დიდი გავლენა იქონია მის მუსიკალურ განვითარებაზე.
ლეოპოლდ მოცარტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 14 ნოემბერი 1719 |
დაბ. ადგილი | აუგსბურგი |
გარდ. თარიღი | 28 მაისი, 1787 |
გარდ. ადგილი | ზალცბურგი |
დასაფლავებულია | წმინდა სებასტიანის სასაფლაო |
ლეოპოლდ მოცარტი ვიკისაწყობში |
ლეოპოლდ მოცარტი დაიბადა წიგნების მკინძავის ოჯახში. იყო იოჰან გეორგ მოცარტისა (1679-1736) და მისი მეორე ცოლის — ანა მარია სულზერის (1696-1766) შვილი. სწავლობდა თეოლოგიას ზალცბურგის უნივერსიტეტში, თუმცა ყოველთვის იტაცებდა მუსიკა და 1740 წელს გახდა პროფესიონალი მევიოლინე.
1747 წელს დაქორწინდა ანა მარია პერტლზე. მათ ეყოლათ 7 ბავშვი, რომლიდანაც მხოლოდ 2 დარჩა ცოცხალი: მარია ანა ვალბურგა იგნატია მოცარტი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. ორივე ბავშვი პატარობიდან მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა, რომლებიც შემდეგ განთქმული მუსიკოსები გახდნენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლეოპოლდ მოცარტი“ ვიკისაწყობში.
- ლეოპოლდ მოცარტი — Mozart Project
- ლეოპოლდ მოცარტი — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
- ლეოპოლდ მოცარტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)