უქმე დღეები საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში)
უქმე დღეები საქართველოში ― საქართველოში დადგენილი უქმე დღეების სია. საქართველოში დადგენილია 17 უქმე დღე.[1]ისინი ემთხვევა საერო ან მართლმადიდებლურ საეკლესიო დღესასწაულებს.
- 1 და 2 იანვარი — ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
- 7 იანვარი — შობა;
- 19 იანვარი — ნათლისღება;
- 3 მარტი — დედის დღე;
- 8 მარტი — ქალთა საერთაშორისო დღე;
- 9 აპრილი — საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
- სააღდგომო დღეები: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი);
- 9 მაისი — ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
- 12 მაისი — ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე; საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის − წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე.
- 26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
- 28 აგვისტო — მარიამობა;
- 14 ოქტომბერი — მცხეთობა;
- 23 ნოემბერი — გიორგობა.
ისტორია
რედაქტირებასაქართველოში უქმე დღეები პირველად დადგინდა 1918 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ოფიციალური უქმე დღეებიდან სეკულარიზმის პრინციპების მიხედვით გამორიცხული იყო საეკლესიო დღესასწაულები. დაწესებული იყო 4 უქმე დღე. ესენი იყო:
- 1 იანვარი — ახალი წელი
- 12 მარტი — თებერვლის რევოლუციის დღე
- 1 მაისი — მშრომელთა საერთაშორისო დღე
- 26 მაისი — საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ლიტერატურა
რედაქტირება- ქანთარია ბ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 434.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბილისი, 1990
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, შრომის კოდექსი, მუხლი 30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-27. ციტირების თარიღი: 2015-05-04.