ოტჯიკოტო (ინგლ. Lake Otjikoto) — ნამიბიაში არსებული ორი მუდმივი ბუნებრივი ტბიდან იგი ყველაზე პატარაა. იგი კარსტული ტბაა, რომელიც შეიქმნა ჩამოშლილი კარსტული გამოქვაბულების ადგილზე.[1] ის მდებარეობს ქალაქ ცუმებიდან 20 კმ-ში და მთავარი ავტოგზა В1-დან მხოლოდ რამდენიმე მეტრით. მისი ფართობი შეადგენს 0,51 ჰა-ს, ხოლო წყლის მოცულობა 229 500 მ³-ია. ტბის დიამეტრი შეადგენს 102 მეტრს; მისი სიღრმე საბოლოოდ არ არის დადგენილი. ნამიბიის ტურისტული ორგანიზაციის საინფორმაციო მონაცემებით[2] "სიღრმე ვარირებს 62 მეტრიდან 7 მეტრამდე ცენტრში, ხოლო ზოგიერთ ადგილებში სიღრმე 100 მეტრამდეც აღწევს", თუმცა გაზეთ "ალგემაინე ცაიტუნგში" გამოქვეყნებულ სტატიაში[3] ახსნილია ან ტბის სიღრმის პრობლემა: "ტბა ვიწროვდება გვერდითი მღვიმეების სისტემებში, რაც შეუძლებელს ხდის განისაზღვროს მისი ზუსტი სიღრმე."

ოტჯიკოტო
ინგლ. Lake Otjikoto
კოორდინატები: 19°11′41″ ს. გ. 17°32′59″ ა. გ. / 19.19472° ს. გ. 17.54972° ა. გ. / -19.19472; 17.54972
მდებარეობა ნამიბიის დროშა ნამიბია
საშუალო სიღრმე 45 
მაქსიმალური სიღრმე 58 
ოტჯიკოტო — ნამიბია
ოტჯიკოტო
ტბის სრული ხედი

ტბა ბუშმენებისათვის ცნობილია სახელით Gaisis ("მახინჯი"). როდესაც ისინი გადმოვიდნენ ამ რაიონში, მათ ტბას უწოდეს Otjikoto (ჰერეროს ენა: "ღრმა ორმო"). ნამიბიის ოშიკოტოს რეგიონმა, სადაც მდებარეობს ტბა, სახელიც ტბის დასახელების გამო მიიღო.[4] პირველი ევროპელები, რომლებმაც დაინახეს და მოინახულეს ტბა, იყვნენ ფრენსის გალტონი და კარლ იოჰან ანდერსონი, რომლებიც 1851 წელს ნგამის ტბის ძებნისას მიადგნენ ოტჯიკოტოს ტბას.[5]

ტბა პირველი მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიის იმპერიის კოლონიალური ჯარების ჯარისკაცების დაკრძალვის ადგილი; 1915 წლის ივნისში გერმანიის იმპერიის ჯარმა სამხედრო იარაღი გადაზიდა ტბის მახლობლად, ხოლო შემდეგ მათი დახმარებით შეეცადნენ შეეჩერებინათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის და ბრიტანეთის იმპერიის ჯარების შეტევები. ჭურვის ყველაზე უფრო დიდი ნამსხვრევები ნაპოვნი და შენახულია ცუმების მუზეუმში, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, ორი ზარბაზანი, ჭურვებთან ერთად, დღემდე იმყოფება ტბაში[6] და მათი ნახვა შესაძლებელია სპეციალური ნებართვის შემთხვევაში დაივინგის დროს. ლეგენდის თანახმად, გერმანელებმა ასევე ტბაში ჩააგდეს დაბეჭდილი სეიფი. მისი და 6 მილიონი გერმანული ოქროს მარკის ძიებას ჯერჯერობით წარმატებები არ მოჰყოლია.[5][7]

ოტჯიკოტოს ტბაზე ბინადრობს რინოდერმის ოჯახის თევზი ოტჯიკოტოს ტილაპია, რომელიც გინასის ტბიდან შემოტანილია ოტჯიკოტოს ტბაზე.[8] მტკიცებები, რომ გინასის ტბა ნამდვილად დაკავშირებულია ოტჯიკოტოს ტბასთან მიწისქვეშა მღვიმეებით საკმაოდ ხშირია, მაგრამ ეს ფაქტი ჯერ დადასტურებული არ არის.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Irish, John (1991). „Conservation aspects of karst waters in Namibia“. Madoqua. 17.2: 141–146. ციტირების თარიღი: 30 November 2013. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)[მკვდარი ბმული]
  2. Lake Otjikoto A Window Into The Past. namibia-1on1.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-12. ციტირების თარიღი: 2012-06-06.
  3. Springer, Marc (2009-05-27). „Descending into another world: Cave diving in Namibia“. Allgemeine Zeitung. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-28. ციტირების თარიღი: 2012-06-06.
  4. Heita, Desie (13 November 2015). „Oshikoto scores big in development budget“. New Era. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 12 აპრილი 2016.
  5. 5.0 5.1 Otjikoto Lake & Lake Guinas. tourbrief.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 18 February 2011.
  6. Monty Halls and the Kaiser's Gold, Channel 5 (UK), 25 Nov 2013
  7. http://www.montyhalls.co.uk/about-monty#am-tv-section
  8. The IUCN Red List of Threatened Species: Tilapia guinasana