ნგამი (ინგლ. Lake Ngami) — ტბა ბოტსვანაში. მდებარეობს კალაჰარის დაახლოებით ჩრდილოეთ საზღვართან, ზღვის დონიდან 932 მეტრ სიმაღლეზე[1], სამხრეთ აფრიკის პლატოზე (მარილის საბადო, სახელად სოა, მდებარეობს 740 მეტრ სიმაღლეზე). XIX საუკუნის შუა პერიოდში მისი ფართობი აღწევდა 770 კმ²-ს. ის განუწყვეტლად მცირდება და დღეისათვის მას აქვს მცირე ზომა და წარმოადგენს ჭაობს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მასში ჩაედინება მდინარე ოკავანგო.[2]

ნგამი
ინგლ. Lake Ngami
ნგამის ტბა (1857 წლის სურათი). დღეისათვის მისი ზომები გაცილებით უფრო მცირეა
ნგამის ტბა (1857 წლის სურათი). დღეისათვის მისი ზომები გაცილებით უფრო მცირეა
კოორდინატები: 20°30′00″ ს. გ. 22°40′00″ ა. გ. / 20.50000° ს. გ. 22.66667° ა. გ. / -20.50000; 22.66667
მდებარეობა ბოტსვანის დროშა ბოტსვანა
სიმაღლე ზღვის დონიდან 932 
ჩამდინარე მდინარეები ოკავანგო
ნგამი — ბოტსვანა
ნგამი
ოკავანგოს დელტის რუკა (ნგამის ტბის დანახვა შესაძლებელია ქვემოთ)

ჩრდილოეთის ქვიშოვან სანაპიროებზე გვხვდება აკაცია, ბაობაბი, ასევე პალმის ხეები. სანაპირო ზონაში ბინადრობს ივეოსი და თეთრი ოყარი.[3] არის თევზებიც.

1849 წელს ნგამიზე კვლევებს ატარებდა დეივიდ ლივინგსტონი, ჯეიმზ ჩეპმენი, 1853 წელს — კარლ იოჰან ანდერსონი, 1886 წელს — ჰანს შინცი, 1890 წელს — ავსტრიელი გეოლოგი ედუარდ ფლეკი, ხოლო მის შემდეგ — ზიგფრიდ პასარგე.

1894 წლისთვის ნგამის ტბაზე უკვე ცხოვრობდა მკვლევართა დაახლოებით 30 ოჯახი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Lake Ngami bei britannica.com (en), 03. 10. 2014
  2. Creina Bond: The Pans. In: Peter Johnson, Anthony Bannister: Okavango: sea of land, land of water. 9. Auflage. Struik, Cape Town 1988, ISBN 0-86977-086-1, S. 33.
  3. Creina Bond: Lake Ngami. In: Peter Johnson, Anthony Bannister: Okavango: sea of land, land of water. 9. Auflage. Struik, Cape Town 1988, ISBN 0-86977-086-1, S. 41.