გინასი (ინგლ. Lake Guinas) — ნამიბიაში არსებული ორი მუდმივი ბუნებრივი ტბიდან იგი ყველაზე დიდია. იგი კარსტული ტბაა, რომელიც შეიქმნა ჩამოშლილი კარსტული გამოქვაბულების ადგილზე. მისი ფართობი შეადგენს 0,66 ჰა-ს, ხოლო წყლის მოცულობა 693 000 მ³-ია.[1] ის მდებარეობს ქალაქ ცუმებიდან 32 კმ-ით ჩრდილოეთით, D3043 ავტოგზის სიახლოვეს.

გინასი
ინგლ. Lake Guinas
კოორდინატები: 19°13′59″ ს. გ. 17°21′10″ ა. გ. / 19.23306° ს. გ. 17.35278° ა. გ. / -19.23306; 17.35278
მდებარეობა ნამიბიის დროშა ნამიბია
საშუალო სიღრმე 105 
მაქსიმალური სიღრმე 130 
გინასი — ნამიბია
გინასი

გინასის ტბაზე ბინადრობს რინოდერმის ოჯახის თევზი ოტჯიკოტოს ტილაპია, რომელიც ენდემურია ამ ტბაში. მოგვიანებით იგი გაამრავლეს გინასის ტბის მსგავს ოტჯიკოტოს ტბაში, ასევე ზოგიერთ მის სიახლოვეს მდებარე გუბეებში.[2] მტკიცებები, რომ გინასის ტბა ნამდვილად დაკავშირებულია ოტჯიკოტოს ტბასთან მიწისქვეშა მღვიმეებით საკმაოდ ხშირია, მაგრამ ეს ფაქტი ჯერ დადასტურებული არ არის.[1]

ტბა მდებარეობს კერძო ფერმის ტერიტორიაზე, მაგრამ მფლობელის თანხმობის შემდეგ მისი მონახულება შესაძლებელია.

  1. 1.0 1.1 Irish, John (1991). „Conservation aspects of karst waters in Namibia“. Madoqua. 17.2: 141–146. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება); |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  2. The IUCN Red List of Threatened Species: Tilapia guinasana