ოსკარ დირლევანგერი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოსკარ პაულ დირლევანგერი (გერმ. Oskar Paul Dirlewanger, დ. 26 სექტემბერი, 1895, ვიურცბურგი, გერმანიის იმპერია — გ. 7 ივნისი, 1945, ალტსჰაუზენი, ვიურტემბერგი, საფრანგეთის საოკუპაციო ზონა) — გერმანელი სს-ის ოფიცერი, მეთაურობდა სს-ის სპეციალურ ჯგუფს, რომელიც შემდგომ გადაიქცა დირლევანგერის სს-ის 36-ე გრენადიერთა ბრიგადად. " ის გამორჩეული იყო თავისი სისასტიკით სადამსჯელო ოპერაციებში, მაგალითად ბელარუსის სოფლებში (ხატინი[1], ბორკი და ა.შ.), დირლევანგერის დივიზია მონაწილეობდა ვარშავის აჯანყების ჩახრჩობაში. მის განყოფილებაში ძირითადად შედიოდნენ ბრაკონიერები, სასხლის სამართლის დამნაშავეები, შემდგომ პოლიტიკური პატიმრები. მეორე მსოფლიო ომის მერე გამოცხადდა ომის დამნაშავედ.

ოსკარ დირლევანგერი 1944 წელს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოსკარ დირლევანგერი დაიბადა ვაჭრის ოჯახში 1895 წლის 26 სექტემბერს ვიურცბურგში. წარმოშობით ის შვაბი იყო.[2] ბავშვობა გაატარა ესელინგ-ამ-ნეკარში. სწავლობდა ამავე ქალაქის გიმნაზიაში და სწავლა 1913 წელს დაამთავრა.

პირველი მსოფლიო ომი

რედაქტირება

დირლევანგერი ჩაიწერა ვიურტემბერგის ჯარში 1913 წლის 1 ოქტომბერს და იყო მეტყვიამფრქვევე "კიონიგ კარლ"-ის (გერმ. König Karl) 123-ე გრენადიულ განყოფილებაში. ის და მისი განყოფილება იბრძოდა დასავლეთ ფრონტზე, ისინი მონაწილეობდნენ ბელგიის, მერე საფრანგეთის დაპყრობაში[3]. დაიჭრა 6-ჯერ, დაჯილდოვდა პირველი და მეორე ხარისხის რკინის ჯვრებით. ასევე, მეთაურობდა ბრიგადას აღმოსავლეთ ფრონტზე, უკრაინასა და რუმინეთში.ბრძოლის დამთავრების შემდეგ (ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება) დაავალეს რუმინეთში გადასვლა, მაგრამ თავისი ბატალიონით დაბრუნდა გერმანიაში და ბრიგადის დაშლა ბრძანა.

გერმანელი ბიოგრაფი კნუტ შტანგი წერს, რომ ამ ომმა სერიოზულად იმოქმედა მის ფსიქიკაზე, ამას ასევე ემატებოდა მისი ალკოჰოლიზმი და სადისტური სექსუალური პრეფერენციები.

ომთაშორისი პერიოდი

რედაქტირება

1919 წელს დირლევანგერი შეუერთდა თავისუფალ კორპუსს (გერმ. Freikorps) და 1920-1921 წლებში მონაწილეობდა სასტიკ ბრძოლებში კომუნისტურ ძალებთან სილეზიაში,თიურინგიაში, საქსონიასა და რურში. პარალელურად სწავლობა მაინჰემის კომერციულ სკოლაში, მაგრამ იქნა გარიცხულიანტისემიტიზმის გამო.[4] 1922 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხისზე. (გერმ.Staatswissenschaften)[5] ამავე წლის 1 ნოემბერს შევიდა ნსდაპ-ში,მაგრამ იქნა განდევნილი. ის პარტიას მეორედ 1926 წელს შეუერთდება. 1922-1928 წლებში იყო შტუტგარტის ბანკების მოხალისე მცველი. 1928-1931 წლებში კი ერფურტის ტექსტილის ქარხანაში მუშაობდა. 1932-1933 წლებში იყო გადასახადების მრჩეველი.[6] მუშაობა ბანკში ფულის მოპარვის ბრალდებით დატოვა, ხოლო ტექსტილის ქარხნიდან კი ფინანსური მაქინაციების გამო, თუმცა დირექტორთან მოილაპარაკა და კომპენსაცია გადაუხადა.

ნაცისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. 1933-1939 წლები

რედაქტირება

ნაცისტების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე 1933 წელს დირლევანგერმა დაიწყო მუშაობა ჰაილბრონის მუშაობის ინსპექციაში, თუმცა ძალიან სწრაფად ჩავარდა ინტრიგებსა და კორუფციაში.1934 წელს ის 2 წლით დააპატიმრეს სექსუალური ურთიერთობის გამო, 13 წლის გოგოსთან. დაპატიმრების შედეგად დაკარგა სამეცნიერო ხარისხი, ლეიტენანტის წოდება, მედლები, სამსახური და პარტიის წევრობა.[7]

1936 წელს დირლევანგერი გათავისუფლდა და თავისი უახლოესი მეგორბის, გოტლობ ბერგერის რჩევით, რომელიც რეიხსფიურერ სს-ის შტაბის უფროსი იყო, ჩაიწერა მოხალისედ ჯერ უცხოურ ლეგიონში, შემდეგ ლეგიონ "კონდორში" (ორივე ლეგიონი მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში გენერალ ფრანცისკო ფრანკოს მხარეს)[8] 1937 წლის აპრილიდან 1939 წლის მაისამდე მეთაურობდა სატანკო განყოფილებას.

დირლევანგერი დაჯილდოვდა ესპანური ჯვრით და სამშობლოში დაბრუნდა. ოსკარმა მოითხოვა საქმის გადამოწმება და იქნა გამართლებული მტკიცებულებების ნაკლებობის გამო. ფრანკფურტის უნივერსიტეტი არ აპირებდა დირლევანგერისთვის დაებრუნებინა მისი სამეცნიერო ხარისხი, თუმცა შემდგომ მას ხარისხი დაუბრუნდა და ნსდაპ-ში წევრობაც აღუდგინეს.

მეორე მსოფლიო ომი

რედაქტირება

1940 წლის 4 ივნისს დირლევანგერის მეგობარმა გოტლობ ბერგერმა ჰიმლერს შესთავაზა დაენიშნა დირლევანგერი სს-ის სპეციალურ განყოფილებაში, რომელიც შედგებოდა პატიმრებისაგან. ობერშტურმფიურერის წოდებით ოსკარი მიიღეს სს-ში და მას მიეცა დავალება რომ მიიღოს მონაწილეობა პატიმრების წვრთნაში.[9]

სასჯელაღსრულების განყოფილებამ მიიღო სახელი "ორანიენბურგის ბრაკონიერთა ჯგუფი", 1940 წლის 1 სექტემბრიდან მას ერქმევა "დირლევანგერის განსაკუთრებული სს-ის ბატალიონი". 1943 წელს განყოფილებამ მთელი ბრიგადა ბრაკონიერები მიიღო, რის გამოც მას უწოდეს "დირლევანგერის განსაკუთრებული სს-ის გუნდი". როცა ჰიმლერი 1944 წლის ზაფხულში დაინიშნა სამხედრო რეზერვის მეთაურად, დირლევანგერის გუნდი გახდა "დირლევანგერის განსაკუთრებული სს-ის ბრიგადა".[10]

ჰაინრიხ ჰიმლერის 1942 წლის 29 იანვრის ბრძანებით დირლევანგერის სპეციალური ჯგუფი გამოცხადდა სს-ის მოხალისე განყოფილებად და დაქვემდებარებულიყო სს-ის მთავარ სამმართველოს. განყოფილების უფროსი გოტლობ ბერგერი განყოფილებას პირადად მეთვალყურეობდა და იცავდა მეგობარს საყვედურისაგან.

 
დირლევანგერის განყოფილების სიმბოლო

1943 წლის თებერვალში, განყიფილების ახალი სიმბოლო შეიქმნა - ორი ჯვარედინად გადაკვეთილი ხელის ყუმბარა.

1944 წლის სექტემბერში ოსკარ დირლევანგერის ბრიგადა მონაწილეობდა ვარშავის აჯანყების ჩახრჩობაში,[11] ამავე წლის ოქტომბერში კი სლოვაკეთის აჯანყების ჩახრჩობაში.[12] 1945 წლის 12 თებერვალს ბრიგადა გამოიყენებოდა გუბენში. დირლევანგერი დაიჭრა და ფრონტის იქით გადიოდა მკურნალობას. 1945 წლის აპრილში, როცა საბჭოთა არმიამ ოდრის მდინარეზე გადავიდა და გერმანელების დაცვა დაშალა, დირლევანგერის ბრიგადა ალყაში ჩავარდა,რასაც მათი ტყვედ აყვანა მოჰყვა..[13]

დირლევანგერის სიკვდილი

რედაქტირება

1945 წლის 7 მაისს ოსკარ დირლევანგერი ფრანგებმა დააპატიმრეს ალტსჰაუზენში და უახლოეს ციხეში ჩააჯინეს. მცველები ცემდნენ მას. ქალაქის რეესტრით, დირლევანგერი მოკვდა 7 ივნისს[14], თუმცა არსებობდა სხვადასხვა ვერსია, რომ ის ცოცხალია და მას დედამიწის სხვადახდვა წერტილებში ხედავდნენ.1960 წელს დირლევანგერის ნაშთები იქნა ამოღებული ექსპერტიზის მიზნით, ამავე წლის ოქტომბერში კი დამტკიცდა, რომ ნაშთები ნამდვილად ეკუთვნის მას.[15]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 251
  • Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 252
  • Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 253
  • Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 261
  • Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 262
  1. Государственный мемориальный комплекс Хатынь: Особый батальон СС «Дирлевангер» Архивная копия от 25 марта 2009 на Wayback Machine
  2. Cooper M. The phantom war: The German struggle against Soviet partisans, 1941—1944. L., 1979. P. 88.
  3. Зайончковский А. М. Первая мировая война. — СПб.: Полигон, 2000. — С. 121—131. — 878 с.
  4. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 251
  5. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 251
  6. Reinhard Rürup (Hrsg.): Der Krieg gegen die Sowjetunion 1941—1945. Berlin 1991, S. 139
  7. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 251
  8. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 251
  9. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 252
  10. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 252
  11. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 261
  12. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 251
  13. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 262
  14. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 252
  15. Hellmuth Auerbach. Die Einheit Dirlewanger. In: Vierteljahrshefte für Zeitgeschichte. Stuttgart: Deutsche Verlags-Anstalt GmbH, 1962, S. 252