ვარშავის აჯანყება

ვარშავის აჯანყება
ოპერაცია ტემპესტის და მეორე მსოფლიო ომის ნაწილი


საათის ისრის მიმართულებით ზემოდან მარცხენა მიმართულებით:

მშვიდობიანები აწყობენ ტანკსაწინაღმეგო სანგარს ვოლას რაიონში; გერმანული ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი ვარშავის თეატრის მოედანზ; საშინაო არმიის სამხედრო იცავს ბარიკადას; ბილანსკას ქუჩის ნანგრევები; აჯანყებულები ტოვებენ ქალაქის ნანგრევებს დანებების შემდეგ; მოკავშირეების სატრასპორტო თვითმფრივი ამარაგებს პოლონელ აჯანყებულებს წმინდა ჯვრის ეკლესიასთან.
თარიღი 1944 წლის 1 აგვისტო – 2 ოქტომბერი
(63 დღე)
მდებარეობა ვარშავა, პოლონეთი
52°13′48″ ჩ. გ. 21°00′39″ ა. გ. / 52.23000° ჩ. გ. 21.01083° ა. გ. / 52.23000; 21.01083კოორდინატები: 52°13′48″ ჩ. გ. 21°00′39″ ა. გ. / 52.23000° ჩ. გ. 21.01083° ა. გ. / 52.23000; 21.01083
შედეგი

გერმანელების გამარჯვება

მხარეები
პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფო

პოლონეთის დროშა პოლონეთის შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთში
(14 სექტემბრის შემდეგ)[1]


მხარდაჭერა:

ვარშავის საჰაერო მომარაგება
გაერთიანებული სამეფოს დროშა სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალები
(პოლონური ექსკადლირიების ჩათვლით)
აშშ-ის დროშა აშშ-ის არმიის საჰაერო ძალები
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალები
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალები
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
მეთაურები
ტადეუშ ბორ-კომოროვსკი (ტყვე)
ტადეუშ პელჩინსკი (ტყვე)
ანტონი ჩრუშიელი (ტყვე)
კაროლ ზიემსკი (ტყვე)
ედუარდ პფეიფერი (ტყვე)
ლეოპოლდ ოკულისკი
იან მაზურკიევიჩი
პოლონეთის დროშა სიგმუნტ ბერლინგი
საბჭოთა კავშირის დროშა კონსტანტინე როკოსოვსკი
ნაცისტური გერმანიის დროშა ვალტერ მოდელი
ნაცისტური გერმანიის დროშა ნიკოლაოს ფონ ფორმანი
ნაცისტური გერმანიის დროშა რეინერ სტაჰელი
ნაცისტური გერმანიის დროშა ერიხ ფონ დემ ბახ-ზელევსკი
ნაცისტური გერმანიის დროშა ჰაინც რაინერფართი
ნაცისტური გერმანიის დროშა ბრონისლავ კამინსკი
ნაცისტური გერმანიის დროშა ოსკარ დრილვანაგერი
ნაცისტური გერმანიის დროშა პეტრო დიაჩენკო
ნაცისტური გერმანიის დროშა რობერტ რიტერ ფონ გრეიმი
მხარდაჭერა:
ძალები
20 000[3]–49 000[4] მებრძოლო

2 500 შეიარაღებული (თავდაპირველად)
2 დატყვევებული პანზერ ტანკი
1 დატყვევებული ჰერცერ ტანკ გამანადგურებელი
2 დატყვევებული ბრონირებული ტრანსპორტი
იმპროვიზირებული ბრონირებული მანქანები


ვარშავის საჰაერო მომარაგება:

აშშ-ის დროშა აშშ-ის არმიის საჰაერო ძალები

  • 107 B-17-ები და P-51 მუსტანგები
13 000[5]–25 000[6] სამხედრო (თავდაპირველად)

აჯანყების განმავლობაში: ~ 50 000 სამხედრო
ათობით ტანკი


ლუფტვაფე
  • 6 Junkers Ju 87-ები
დანაკარგები
პოლონური წინააღმდეგობა:
15 200 მოკლული და დაკარგული[7]

5 000 დაჭრილი[7]
15 000 დატყვევებული (კაპიყულაციის შეთანხმების ჩათვლით)[7]
პოლონეთის პირველი არმია: 5 660[7]


ვარშავის საჰაერო მომარაგება: 41 განადგურებული თვითმფრინავი

გერმანული ძალები:
2 000–17 000[8][9][10][11] მოკლული და დაკარგული
9 000 დაჭრილი

რამდენიმე ტანკი და ბრონირებული მანქანა

150 000–200 000 მოკლული და[12]
700 000 გასახლებული სამოქალაქო პირი[7]
ვარშავის აჯანყება ვიკისაწყობში

ვარშავის აჯანყება (პოლ. powstanie warszawskie; გერმ. Warschauer Aufstand) — პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის და პოლონეთის საშინაო არმიის (პოლ. Armia Krajowa) აჯანყება მეორე მსოფლიო ომისას, 1944 წელს 1 აგვისტოდან 2 ოქტომბრამდე (63 დღის განმავლობაში), ვარშავის გერმანული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. აჯანყება განძრახ დაამთხვიეს პოლონეთიდან გერმანული ჯარების გაყვანის დაწყებას საბჭოთა წინსვლის შემდეგ.[13] ქალაქის დასავლეთ გარეუბნებთან მიახლოვებისას წითელმა არმიამ შეაჩერა წინსვლა და გერმანელებს საშუალება მისცეს დაემარცხებინათ პოლონური წინააღმდეგობა და გაენადგურებინათ ვარშავა. აჯანყება გაგრძელდა 63 დღის მანძილზე მცირე გარე დახმარებით. ეს იყო ევროპული წინააღმდეგობების მოძრაობების მიერ განხორციელებული აჯანყებებისგან ყველაზე ფართომასშტაბიანი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას.[14]

აჯანყება დაიწყო 1944 წლის 1 აგვისტოს, როგორც ოპერაცია ტემპესტის ნაწილი, საბჭოთა კავშირის ლუბინ-ბრესტის თავდასხმის პარალელურად. პოლონელების მთავარი ნიზნები იყო გერმანელების ვარშავიდან განდევნა და მოკავშირეების ხელშეწყობა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში. ასევე, პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს პოლიტიკური მიზანი იყო პოლონეთის დედაქალაქის გათავისუფლება და პოლონური სუვერენიტეტის აღდგენა, მანამ სანამ ძალაუფლებას ხელში სსრკ-ის მხადრაჭერილი პოლონეთის ეროვნული გათავისუფლების კომიტეტი ჩაიგდებდა. სხვა გამომწვევი მიზეზები შეიცავდა გერმანელების მიერ სიკვდილის მარშების მოწყობის შიშები; რადიო მოსკოვის პოლონური სერვისის მოწოდებები აჯანყებისთვის; და პოლონელი ხალხის ემოციური სურვილი სამართლის აღდგენისა და შურისძიებისათვის 5 წლიანი გერმანული ოკუპაციის შემდეგ.[15][16]

თავდაპირველად, პოლონელებმა კონტროლი დაამყარეს ცენტლარული ვარშავის უმეტეს ნაწილზე, მაგრამ საბჭოელებმა დააიგნორეს პოლონეთის მცდელობები რადიო კონტაქტის დამყარებისათვის და ქალაქის საზღვრებში არ შევიდნენ. გაგრძელდა ინტენსიური ბროლები ქუჩებში, გერმანელებსა და პოლონელებს შორის. 14 სექტემბრისათვის, მდინარე ვისლას აღმოსავლეთ ნაწილი (პოლონური წინააღმდეგობის პოზიიცების მოპირდაპირე პოზიციები) დაიკავეს სსრკ-ის მეთაურობის ქვეშ მყოფმა პოლონელმა მებრძოლებმა; 1 200 კაცი გადავიდა მდინარის მეორე ნაპირზე, თუმცა მათ წითელმა არმიამ მხარი არ დაუჭირა. ამან, და საბჭოთა საჰაერო მხარდაჭერის ნაკლებობამ გამოიწვია ეჭვები, რომ სტალინი ტაქტიკურად და განზრახ ტოვებდა მარტო პოლონელებს, გერმანელების წინააღმდეგ. არტურ კოესტლერმა საბჭოელების განწყობას „ამ ომის ერთ-ერთი უდიდესი უსინდისობა რომელსაც მომავალი ისტორიკოსები ეთიკის ისეთივე დონეზე დააყენებენ როგორც ლიდიკს.“[17]

უინსტონ ჩერჩილი უშედეგოდ სთხოვდა ბრიტანეთის მოკავშირე პოლონელების დახმარებას სტალინსა და რუზველტს.[18] შემდეგ, სსრკ-ის ნებართვის გარეშე, ჩერჩილმა 200 დაბალი დონის მომარაგებელი თვითმფრინავი გაგზავნა ვარშავაში სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხრეთ აფრიკის საჰაერო ძალების და პოლონეთის საჰაერო ძალების დახმარებით, ვარშავის საჰაერო მომარაგებისას. შემდგობში, საბჭოთა კავშირის ნებართვის შემდეგ, აშშ-ის არმიის საჰაერო ძალებმა გაგზავნა ერთი მაღალი დონის მასიური საჰაერო მომარაგება ვარშავაში, როგორც ოპერაცია ფრანტიკის ნაწილი.

დანაკარგების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ რომ პოლონური წინააღმდეგობის 16 000 წევრი დაიღუპა, დაიჭრა 6 000. დამატებით, დააბლოებით 150 000-200 000 პოლონელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, უმეტესობა მასობრივი სიკვდილით დასჯისას. ებრაელები, რომლებსაც პოლონელები მფარველობდნენ, გერმანელების მიერ სახლიდან სახლამდე წმენდებში მოყვნენ. გერმანელებმა დაახლოებით 2 000-17 000 სამხედრო დაკარგეს.[11] ურბანული ბრძოლებისას ვარშავის შენოების 25% დაინგრა. პოლონური ძლაების დანებების შემდეგ, გერმანელებმა სისტემატიურად გაანადგურეს კიდევ 35%. 1939 წლის პოლონეთში შეჭრისა და 1943 წლის ვარშავის გეტოს აჯანყებასთან ერთად, საერთო ჯამში ქალქის 85%-ზე მეტი განადგურებული იყო, როდესაც გერმანელებს ქალაქის დატოვება მოუწიათ საბჭოთა წინსვლის შედეგად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Davies, Norman (2008). „Outbreak“, Rising '44. The Battle for Warsaw. London: Pan Books. ISBN 978-0330475747. 
  2. Neil Orpen (1984). Airlift to Warsaw. The Rising of 1944. University of Oklahoma. ISBN 83-247-0235-0. 
  3. Borodziej, Włodzimierz (2006). The Warsaw Uprising of 1944. Translated by Barbara Harshav. University of Wisconsin Press. ISBN 978-0-299-20730-4 p. 74.
  4. Borowiec, Andrew (2001). Destroy Warsaw! Hitler's punishment, Stalin's revenge. Westport, Connecticut: Praeger. ISBN 0-275-97005-1. p. 6.
  5. Borodziej, p. 75.
  6. Comparison of Forces, Warsaw Rising Museum
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 FAQ. Warsaw Uprising. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 3 February 2009
  8. Tadeusz Sawicki: Rozkaz zdławić powstanie. Niemcy i ich sojusznicy w walce z powstaniem warszawskim. Warszawa: Bellona, 2010. ISBN 978-83-11-11892-8. pp. 189.
  9. Tadeusz Bór-Komorowski: Armia Podziemna. Warszawa: Bellona, 1994. ISBN 83-11-08338-X. pp. 443.
  10. Marek Getter. Straty ludzkie i materialne w Powstaniu Warszawskim. „Biuletyn IPN”. 8–9 (43–44), sierpień – wrzesień 2004., s. 70.
  11. 11.0 11.1 Ilu Niemców naprawdę zginęło w Powstaniu Warszawskim? Paweł Stachnik, ciekawostkihistoryczne.pl 31.07.2017 Accessed 12 September 2019
  12. Borowiec, p. 179.
  13. Stanley Blejwas, A Heroic Uprising in Poland დაარქივებული 2018-01-31 საიტზე Wayback Machine. , 2004
  14. Duraczyński, Eugeniusz; Terej, Jerzy Janusz (1974) Europa podziemna: 1939–1945 (pl). Warszawa: Wiedza Powszechna. OCLC 463203458. 
  15. Davies 2008, pp. 268, 271.
  16. Warsaw Uprising 1944 დაარქივებული 2021-09-23 საიტზე Wayback Machine. www.warsawuprising.com, accessed 12 September 2019
  17. Koestler, letter in Tribune magazine 15 September 1944, reprinted in Orwell, Collected Works, I Have Tried to Tell the Truth, p.374
  18. Kochanski, Halik (2013). The Eagle Unbowed: Poland and the Poles in the Second World War, გვ. 417–418. ISBN 978-1846143588.