გერმანიის კომუნისტური პარტია

გერმანიის კომუნისტური პარტია (გერმ. Kommunistische Partei Deutschlands, KPD) — 1918–1933 წლებში ვაიმარის რესპუბლიკაში მოღვაწე პოლიტიკური პარტია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასევე მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში, თუმცა, 1956 წლის აკრძალვის შემდეგ არსებობა შეწყვიტა. 1920-იან წლებში პარტიის წევრებს სპარტაკისტებს უწოდებდნენ.

გერმანიის კომუნისტური პარტია
Kommunistische Partei Deutschlands
გერმანიის კომუნისტური პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1918
დაიშალა 1933 (აკრძალა ადოლფ ჰიტლერმა)
1956 (აიკრძალა დასავლეთ გერმანიაში)
პოზიციები
იდეოლოგია კომუნიზმი

პარტია დაფუძნდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. მისი პირველი წევრები იყვნენ სოციალისტები, რომელთაც როზა ლუქსემბურგი ხელმძღვანელობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ პარტია ხელმძღვანელობდა ჯერ ლენინიზმით, შემდეგ კი სტალინიზმით. ვაიმარის რესპუბლიკის არსებობის დროს, პარტია იღებდა ხმების 10-15%, ჰყავდა წარმომადგენლები რაიხსტაგში და სხვა ორგანოებში. თავის მთავარ მოწინააღმდეგედ კომუნისტები სოციალ-დემოკრატებს განიხილავდნენ. 1933 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებასი ადოლფ ჰიტლერი მოვიდა, გერმანიის კომპარტია აიკრძალა. მისი წევრები იატაკქვეშა მოღვაწეობას შეუდგნენ, თუმცა, ძლიერი დანაკარგი განაცადეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პარტიამ მოღვაწეობა განაგრძო და 1949 წელს, დასავლეთი გერმანიის ბუნდესტაგის პირველ არჩევნებში გამარჯვებაც მოიპოვა, თუმცა, გერმანიის ტერიტორიაზე საბჭოთა ოკუპაციის სექტორზე საბჭოთა სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, მათ მხარდაჭერა დაკარგეს. 1956 წელს პარტია სასამართლომ არაკანონიეერად აღიერა. მისმა ზოგიერთმა წევრმა 1969 წელს ჩამოაყალიბა გერმანული კომუნისტური პარტია, რომელიც დღემდე მოქმედებს. გარდა ამისა, სხვა წარმოქმნილი პატარა ჯგუფები ასევე აცხადებდნენ პრეტენზიას გერმანიის კომუნისტური პარტიის მემკვიდრეობაზე.

აღმოსავლეთ გერმანიაში, საბჭოთა ზეწოლის შედეგად, კომუნისტების და სოციალ-დემოკრატების შეერთებით ჩამოყალიბდა სოციალისტური ერთიანი პარტია, რომელიც სათავეში ედგა აღმოსავლეთ გერმანიას 1989–1990 წლებამდე. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, პარტიამ სახელი შეიცვალა დემოკრატიული სოციალიზმის პარტიაზე, 2007 წელს კი სხვა მემარცხენე პარტიებთან ერთად ჩამოაყალიბა მემარცხენე პარტია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება